კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

წმიდა სილუანი: ჭეშმარიტი მონობა არის მხოლოდ ერთი – მონობა ცოდვისა და ჭეშმარიტი თავისუფლება არის მხოლოდ ერთი – აღდგომა ღმერთში. სანამ ადამიანი არ მიაღწევს ქრისტეში თავის აღდგომას, მანამ მასში ყველაფერი დამახინჯებულია სიკვდილის შიშით, მაშასადამე, ცოდვების მონობითაც, ხოლო ადგომის მადლის ჯერ კიდევ შეუმეცნებელიდან დამახინჯებას გაურბიან მხოლოდ ისინი, რომელთა შესახებ ნათქვამია: „ნეტარ არიან, რომელნი არა ჰხედავენ, მაგრამ ჰრწმენეს“.
წმიდა ანთიმოზი: ლოცვა დამქანცველი შრომა როდია, ეს შინაგანი მოღვაწეობაა, სულის თბილი ლმობიერებაა. მაგრამ, ლოცვა საჭიროებს მარხვასა და მღვიძარებას. მარხვა აშრობს ვნებებს, მღვიძარება კი – მოაკვდინებს. ლოცვა ადამიანს ფრთებს ასხამს და ცაში აჰყავს, ციური ნიჭით აჯილდოებს.
ოპტინელი ბერი: ლოცვა უნდა დაიწყო ისე, რომ  გონებას ძალა არ დაატანო და არ აიკვიატო შეკითხვა: როგორ იქნება ეს ყოველივე? არ არის საჭირო საქმის გართულება გონისმიერი რაიმე კითხვით. თავნება და საერო თვითნებობით გარყვნილი ჩვენი გონება უეჭველად დაგაყრის კითხვას კითხვაზე. ეცადე, არ მოუსმინო. შენთვის თქვი, რომ ილოცებ ისე, როგორც ეკლესია ასწავლის; რომ ეს შენი მოვალეობაა ღვთის წინაშე; გამოგივა თუ არა, შენს საქმეს მაინც გააკეთებ. ამასთან, აუცილებლად გქონდეს სენაკის კანონი. სულ მცირედით, თუნდაც რამდენიმე ლოცვით დაიწყე, რათა სიტყვიდან საქმეზე გადახვიდე. ვერც კი წარმოიდგენ, ეს გადასვლა შენს ცხოვრებაში რა გარდატეხას შეიტანს.
იოსებ ათონელი: მადლი კი, უფრო ნათლად რომ ვთქვათ, დიდი თუ მცირე ნიჭია უკიდეგანო ღვთაებრივი მდიდრად გაცემიდან, რომელსაც იგი, როგორც სახიერი, გასცემს თავის უსაზღვრო სიკეთიდან და, ისევ იღებ რა იმას, რასაც ჩვენ მას გვაძლევს მადლიერების გამო, ანუ ღმერთის შემეცნებას, რომლისგანაც აღმოცენდება განცვიფრება, სიყვარული, მსახურება, გალობა, დიდებისმეტყველება – ყველაფერ ამას, იღებს რა სახიერი მომცემელი, კვლავ მოგვაგებს თავისთაგან თავისს, „შენნი შენთაგან“.
სიმეონ ღვთისმეტყველი: ჭეშმარიტების შეცნობა სხვა არაფერია, თუ არა საღმრთო მადლის ჯეროვანი მიღება... ქრისტიანობისთვის შეუძლებელია ღვთის წყალობის მოპოვება, თუკი არ შეიცნობს ამ მადლს... სხვა რამ სახითა და საშუალებით ვერავინ იხსნის თავს და ვერავინ ცხოვნდება: ცხოვნებისთვის ყოვლად აუცილებელია საღმრთო მადლის შეძენა.  რომელმაც საბოლოოდ უნდა აამაღლოს ადამიანი, ანუ, აამაღლოს მადლის მიერ.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: როდესაც გაგვიტაცებს გამდიდრების სურვილი ან შიში სიბერეში სიღატაკის გამო, ჩვენი თავი შევადაროთ მათ, ვინც ჩვენზე ღარიბია. რაც შეეხება სათნოებებს, სულის სიმდიდრეს – შევადაროთ ჩვენთან შედარებით სულიერად მაღლა მდგომთ და თავად ვისწრაფოთ იმ სიმაღლისკენ.
იოანე სინელი: ვინ სძლია ხორცს? მან, ვინც გული შეიმუსრა... და, ვინ შეიმუსრა გული? მან, ვინც უარყო საკუთარი თავი, რადგან, როგორ არ ექნება გულის შემუსვრილობა მას, ვინც თავისი ნება მოაკვდინა.

скачать dle 11.3