მსოფლიოში ყველაზე „გულისამრევი ხმა“
„როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს ჩვენთვის ფრჩხილების ფხაჭუნი დაფაზე, ბორბლების ღრჭიალი და ცხოველთა ღრიალი, ყველა ეს საზიზღარი ხმა ვერ შეედრება მინაზე დანის ღრჭიალს...“ – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები.
იმის გამოსარკვევად, თუ რომელი ბგერა იწვევს ადამიანებში ყველაზე ძლიერ გაღიზიანებას, ნიუკასლის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი მუშაობდა. გამოსაკვლევთა ტვინების რეაქციების მიხედვით‚ მათ შეძლეს, შეედგინათ თავისებური „ანტიჰიტპარადი“ 74 ბგერისგან. სწავლულებმა გამორიცხეს ემოციური და კულტურული ასოციაციები, რომლებიც წარმოიშობიან მაშინ, როდესაც ადამიანს ესმის, მაგალითად, ბავშვის ტირილი ან პირღებინების ხმა – ასეთი ბგერები ექსპერიმენტის დროს არ გამოიყენეს. შედეგად, ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ყველაზე უსიამოვნოა მაღალი სიხშირის ბგერები (2 000-დან 5 000 ჰერცამდე დიაპაზონში) – სწორედ მათი „მოთმენაა“ ადამიანის ყურისთვის ყველაზე რთული.
ასევე, კვლევებით დადგინდა, რომ, როდესაც ადამიანი ისმენს არასასიამოვნო ბგერას, ნუშისებრი ჯირკვალი თავის ტვინის ქერქის ამაღლებულ აქტივობაზე რეაგირებს და სწორედ ეს იწვევს ჩვენში ნეგატიურ რეაქციას. „არასასიამოვნო ბგერა აღიქმება როგორც შესაძლო საფრთხის სიგნალი“, – განმარტა დოქტორმა კუმარმა.