კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საკვირველი ნიმუშები მარსიდან

გრუნტის პირველი ნიმუშების ანალიზის შედეგები, რომლებიც წითელი პლანეტიდან მარსმავალ Curiosity-ს საშუალებით მიიღეს, მოულოდნელი აღმოჩნდა ამერიკის კოსმოსური სააგენტოს (NASA) მკვლევრებისთვის. „აპარატმა, რომელიც იკვლევს მარსს, დედამიწაზე ანგარიშის გადმოსაცემად გამოიყენა მანიპულატორი-ხელი, ლაზერი და სპექტროსკოპი Chemical Camera“, – იტყობინებიან კალიფორნიის შტატის პასადინეს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის ინჟინრები.
„მიღებული ქიმიური შემადგენლობა დიდი სიურპრიზია, – ამბობს ლაბორატორიის წარმომადგენელი, – ჩვენ ველოდით სულ სხვა შედგენილობას, ეს ქვა კი მდიდარია ტუტე-ლითონებით ნატრიუმითა და კალიუმით. მისი შემადგენლობა გვაგონებს სხვადასხვა მინერალების მოზაიკას და მდიდარია თუთიით, ქლორით, ბრომით“. ჯერჯერობით სწავლულები ვერ ახერხებენ, ზუსტად განსაზღვრონ ქვის ასაკი, მაგრამ, აღნიშნავენ, რომ ის ვულკანური ქანების იშვიათი ტიპების მსგავსია, რომელიც შეიძლება ჰავაიზე აღმოვაჩინოთ. „წინასწარ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ისინი წარმოიქმნენ მაღალი წნევების შედეგად იმ ადგილებში, სადაც ოდესღაც წყალი იყო“‚ – განაცხადა ჯგუფის წევრმა ედვარდ სოლერმა.
მარსმავლის გადაადგილებას დისტანციურად მართავს NASA-ს ლაბორატორიის 24 სპეციალისტი. აპარატის ყოველი მოძრაობისთვის თავისი ალგორითმია დამუშავებული. მკვლევართა მონაცემებით, აპარატის მარსზე დაჯდომის მომენტიდან, პროგრამისტები განუწყვეტლად აწარმოებენ მუშაობას კომპიუტერულ კოდებზე.
აპარატი იკვლევს ჰეილას კრატერს. მარსმავალი სიგრძეში 2,8 მეტრია და 900 კილოგრამს იწონის. ის ორჯერ უფრო გრძელია და ხუთჯერ უფრო მძიმეა ნებისმიერ სხვა აპარატზე, რომელიც აქამდე გაუშვია NASA-ს. მარსმავალს 50 სანტიმეტრი დიამეტრის სამი წყვილი ბორბალი აქვს, რომელთაგან თითოეული ინდივიდუალური ძალისმიერი დანადგარით მოდის მოძრაობაში. აპარატს შეუძლია, გადალახოს 75 სანტიმეტრი სიმაღლის წინაღობა და ადგილზე გააკეთოს სრული ბრუნი.

скачать dle 11.3