კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

არ ვიცი, როგორ მოვიქცე
არ ვიცი, სწორად ვიქცევი თუ არა, თქვენ რომ გწერთ, მაგრამ, ბევრი ვიფიქრე და სხვა გამოსავალი ვერ მოვძებნე. მოწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ, ის გოგო, ვისაც ეს ამბავი ეხება, სულ კითხულობს თქვენს რუბრიკას და, იქნებ, მიხვდეს, რომ მასზეა საუბარი, რომ მისი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ორპირობის შესახებ სხვებმაც იციან და, თუ დროულად არ მოეგება გონს, გაიშიფრება, თანაც, ძალიან მწარედ, შედეგად კი დაკარგავს არა მხოლოდ საქმროს, არამედ, მეგობრებსაც და დადგეს მერე და იმართლოს თავი.
მყავს ტყუპისცალი ძმა, ამიტომ, გვყავს უამრავი საერთო მეგობარი, რომელთა შორისაა ლექსო – ყველაზე მაგარი ბიჭი მთელ ჩვენს სამეგობროში. ყველანაირად საუკეთესო ადამიანია – გარეგნობითაც, თვისებებითაც, ხასიათითაც, განათლებითაც, ოჯახიშვილობითაც. გოგოებს მასზე ტაციაობა აქვთ, მაგრამ თვითონ, ასაკის მიუხედავად (23 წლისაა), ძალიან სერიოზული და ჭკუადამჯდარია, თან, თანამედროვე ბიჭებისგან განსხვავებით, ძალიან რომანტიკული და მიმნდობი. მოკლედ, ლექსოს ერთი ნახვით შეუყვარდა ჩემი ბიძაშვილი – ნატა და უკვე რამდენიმე თვეა, ერთმანეთს ხვდებიან. ნატა მართლა ძალიან ლამაზი გოგოა, ნაზი, ჰაეროვანი. კაცმა რომ თქვას, არც ცერცეტა და თავქარიანი ყოფილა არასდროს და ახლა რა დაემართა, არ ვიცი. ამ რამდენიმე დღის წინ უკვე მესამედ დავინახე ვიღაც სხვა ბიჭთან ერთად – ხან კაფეში ისხდნენ, ხან – სკვერში. აშკარად არ იყო ის მომენტი, რომ შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, ნამდვილად პაემანი ჰქონდათ, ისე შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში. თან, რაღა ერთსა და იმავე ბიჭს შეხვდა შემთხვევით რამდენჯერმე?! ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ, იმ ტიპთან პაემნის შემდეგ ლექსოს ხვდება და ისე იქცევა, ვითომ არაფერი მომხდარა.
მართალია, თავისი საქმეა, ვის შეხვდება და ვის შეიყვარებს, მაგრამ ვერ ვიტან ორპირ და ორგულ ადამიანებს. ყველაფერს რომ თავი დავინებოთ, თავისი პრეტენზიებისა და ამბიციების (თუნდაც კარგი გაგებით) პატრონს, არ გამიგია, რა მოსწონს იმ მოძველბიჭო ტიპის. არ მესმის, რატომ არ უფრთხილდება ლექსოს სიყვარულს და მასთან ურთიერთობას. რომ ჰკითხო, თვითონაც სიგიჟემდე უყვარს, მაგრამ, ეს რა სიყვარულია, როცა ერთ დღეს ორ ბიჭს ხვდება? ლექსო ისეა ნატათი აღფრთოვანებული, ისეთ იდეალურ გოგოდ ჰყავს წარმოდგენილი, რომ გაიგოს, რომ პარალელურად სხვასაც ხვდება, ალბათ, ძალიან მძიმედ გადაიტანს. ჩემს ძმას ვუთხარი ეს ამბავი და ისე გადაირია, ძლივს დავაკავე, რომ ნატას არ მივარდნოდა და არ გაელანძღა. ძალიან ძნელია, ასეთ სიტუაციაში სხვის პირად ცხოვრებაში ჩაერიო; კიდევ უფრო ძნელია, თვალები აუხილო შენს ახლობელს, რომ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვას და ცოლად ის არ მოიყვანოს, ვინც ურთიერთობის დასაწყისშივე ატყუებს და მზად არის ღალატისთვის, მაგრამ, როგორ გინდა, ეს გააკეთო?! თუ ეტყვი, მოგიბრუნდება და გიპასუხებს – შენ ვინ გეკითხება, რატომ მინგრევ ცხოვრებასო; არ ეტყვი და, მერე თუ გაიგებს, რომ ყველაფერი ვიცოდი და გავჩუმდი, უარესად გაბრაზდება – იმიტომ არ გამაფრთხილე და იმიტომ არ მითხარი, ვისთან მქონდა საქმე, რომ ჩემთვის ცუდი გინდოდაო. მოკლედ, ისეთ შავ დღეში ვარ, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ თქვენთვის მომეწერა. ზუსტად ვიცი, რომ, ნატამ თუ წაიკითხა (დარწმუნებული ვარ, წაიკითხავს), მიხვდება, ვისზეც არის საუბარი (მით უმეტეს, რომ ჩემსა და მის სახელებს არ ვცვლი, მარტო ლექსოს სახელი შევცვალე), და, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტს, ვისთან განაგრძოს პაემნებზე სიარული.
კატო, 22 წლის.

შვილმა მოხუცთა თავშესაფარში გამამწესა
გწერთ მოხუცთა ერთ-ერთი თავშესაფრიდან. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი – არ მინდოდა, ჩრდილი მიმეყენებინა ჩემი შვილისთვის, რადგან საკმაოდ ცნობილი კაცია და თავს ხომ არ მოვჭრიდი მთელ საქართველოში – ხომ იცით, ავია თუ კარგია, დედას მაინც უჭირს შვილის საწინააღმდეგოდ ქმედება. ყველაფრის მიუხედავად, გულში სულ ვიტოვებდი იმედს, რომ როგორმე მოიცლიდა და ორ-სამ თვეში ერთხელ მაინც მომინახულებდა, მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ... ამიტომ, გადავწყვიტე, ამ წერილით ცოტა შევანჯღრიო, რომ გონს მოვიდეს. თან, მინდა გავაფრთხილო, რომ, ასე უგულოებს და უჯიგროებს რომ ზრდის (მის შვილებს ვგულისხმობ), რა გარანტია აქვს, როცა მოხუცდებიან ეგ და თავისი ცოლი, რომ შვილები საერთოდ ქუჩაში არ გაყრიან ორივეს. თვითონ ხომ არ სცალია, ცოლი და შვილებიც მოუცლელები ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ცოლი არ მუშაობს, შვილები კი ვითომ სწავლობენ – დარწმუნებული ვარ, არც კი დადიან ლექციებზე – რა ვიცი, სკოლაში პრაქტიკულად არ უვლიათ და... ჩემმა რძალმა ჩემი შვილი ხომ გადამიგვარა, თავისი შვილებიც ისე გაზარდა, ჩემი სახელის ხსენებაც კი შეაძულა. არადა, არ ვიცი, რა დავუშავე. სანამ შემეძლო, თან ვყვებოდი, არაფერს ვიშურებდი. ახლა თავი რომ მოაქვს ქალბატონს, თბილისის პრესტიჟულ უბანში რომ ცხოვრობს და არაფერი აკლია, ჩემი და ჩემი ქმრის ნაწვალებია ყველაფერი, თვითონ არაფერი შეუქმნიათ. მზამზარეულზე მობრძანდა. ერთი ღატაკი ოჯახიდან იყო, მზითევიც კი არ მოუტანია. გამოიჭირა ჩემი შვილი და უკვე წლებია, თავის ჭკუაზე ატრიალებს. მაღაზიების, უცხოეთში სეირნობისა და დაქალებთან გართობის მეტი არაფერი აინტერესებს და შვილებიც ასეთები გაზარდა. სანამ ბინა ჩემს სახელზე იყო, მართალია, ცუდად მექცეოდა, მაგრამ, ასე თუ ისე, როგორღაც მიტანდა, მაგრამ, როგორც კი ჩემს შვილს გადავუფორმე, მეორე დღიდან დაიწყო ჩემზე ტერორი და იმდენი მოახერხა, ჩემი ერთადერთი შვილიც კი ჩემს საწინააღმდეგოდ განაწყო. მთელი თვე ისე გავიდოდა, ერთს არ შემოიხედავდა ჩემი ბიჭი ჩემს ოთახში და ზრდილობის გამოც კი არ მკითხავდა, როგორ ხარო. ახალი წელი იყო, რომელიმეს დაბადების დღე თუ სხვა დღესასწაული, სუფრა ისე გაიშლებოდა, დაძახებას ვინ ჩივის, ერთ თავ კერძსაც კი არ შემომიტანდნენ. მე თვითონ ჩავდიოდი მაღაზიაში, ამომქონდა პროდუქტი და ჩემთვის ცალკე ვიმზადებდი სადილს. საკმარისი იყო, რამე ოდნავ ძვირიანი მეყიდა (ჩემი პენსიით ვყიდულობდი), ჩემი რძალი ერთ ამბავს მაწევდა – შენ თუ ნაირ-ნაირები არ მიირთვი, დაიქცევა ქვეყანაო. მაგრამ, სანამ სიარული შემეძლო, როგორღაც გამქონდა თავი, მაგრამ, სამიოდე წლის წინ, ზამთარში, მაღაზიაში ჩავედი პურის საყიდლად, ყინულზე ავსრიალდი და ფეხი მოვიტეხე. ძალიანაც არ უნდოდათ ჩემს შვილსა და რძალს, ფული დაეხარჯათ, მაგრამ, სხვა გზა არ ჰქონდათ და საავადმყოფოში დამაწვინეს. მკურნალობის შემდეგ ფეხზე კი დავდექი, მაგრამ, ჯოხისა და ყავარჯნის გარეშე გადაადგილება აღარ შემეძლო. ამიტომ, ოჯახურ თათბირზე მოილაპარაკეს და გადაწყვიტეს, მოხუცთა თავშესაფარში წავეყვანეთ და ასეც მოიქცნენ. სახლში არც კი მივუყვანივარ ჩემს ბიჭს, ისე გამაქანა თავშესაფარში. ჩემი ტანსაცმელი და პირადი ნივთები მეორე დღეს მომიტანა და მითხრა, შენთვის ასე ჯობია, აქ უფრო კარგად იქნები, არ მოიწყენ, მოგივლიან, გიმკურნალებენ, ჩვენ კი, ყოველდღე თუ არა, კვირაში ორ-სამჯერ მაინც გინახულებთო. თავიდან კვირაში ერთხელ მოდიოდა (რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩემი შვილი), მერე – თვეში ერთხელ, მერე შუალედები გაზარდა და უკვე მეორე წელი იწურება, ხუთ-ექვს თვეში ერთხელ თუ შემოირბენს. ამ რამდენიმე ხნის წინ მობილური ტელეფონი მომიტანა და თვეში ერთხელ რომ დამირეკავს და მკითხავს, როგორ ხარო, ჰგონია, რომ ამით იხდის თავის მოვალეობას. ცხადია, არც ფულს მაძლევს. ამას წინათ მითხრა, შენი აქ შენახვა ძალიან ძვირი მიჯდებაო.
არ მინდოდა, მეთქვა, მაგრამ, ახლა გადავწყვიტე, ჩემი ერთი დიდი საიდუმლო გავამჟღავნო. ეს საიდუმლო დედამიწის ზურგზე არავინ იცის ჩემ გარდა. მხოლოდ ჩემმა ქმარმა იცოდა და ისიც აღარ არის ამქვეყნად. საქმე ისაა, რომ ჩემს მეუღლეს საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდა ბანკში თავის სახელზე და გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩემს ბარათზე გადმორიცხა, თან უმკაცრესად გამაფრთხილა, რომ არავისთვის მეთქვა, თვით შვილისთვისაც კი. რა იცი, რა ხდება, შენ შენი ფული უნდა გქონდეს, რომ ვინმეს ხელის შემყურე არ იყო, როცა მოხუცდებიო. სულ მინდოდა ამ თანხიდან მხოლოდ დასამარხი ფული დამეტოვებინა, დანარჩენით კი შვილიშვილებისთვის აგარაკი ან რამე ისეთი მეყიდა, რომ ბებია-ბაბუას სახელზე დარჩენოდათ. მაგრამ, ისე იქცევიან, რომ არაფრის ღირსები არ არიან და გადავწყვიტე, ეს თანხა მოხუცთა თავშესაფარს ვუანდერძო, რომ ამ საცოდავ, მიტოვებულ ადამიანებს უკეთ მოუარონ. ძალიან მინდა, რომ ეს ამბავი ჩემმა შვილმა და მისმა ოჯახმაც გაიგონ – მაინტერესებს, რა ხასიათზე დადგებიან, როცა გაიგებენ, რომ სახლიდან ჩემი გაგდებით უზარმაზარი თანხა დაკარგეს.
ქეთევანი, 79 წლის.

скачать dle 11.3