კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიარდერი და რამდენია მათი საერთო კაპიტალი

2012 წლის განმავლობაში მსოფლიო მილიარდერების კაპიტალი 14 პროცენტით გაიზარდა ან უფრო ზუსტად, 760 მილიარდი დოლარით მოიმატა და მათმა საერთო კაპიტალმა 6,19 ტრილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია. გარდა ამისა, მოიმატა მილიარდერების რაოდენობამაც და მათი რიცხვი მსოფლიოში 2 160 ადამიანს უდრის. „თბილისელების” ამ ნომერში იმ ათი ქვეყნის შესახებ გიამბობთ, სადაც რიცხობრივად ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს.
კანადა
მეათე ადგილს რეიტინგში იკავებს კანადა, სადაც ოფიციალურად დარეგისტრირებული მილიარდერების რაოდენობა 40–ს აღწევს და ისინი იყოფენ 105–მილიარდიან კაპიტალს. ამასთან ერთად, კანადა მსოფლიოში მერვე სახელმწიფოა მდიდართა დიასპორის პოპულაციის რაოდენობით – თითოეულის აქტივი 30 მილიარდ დოლარს აღემატება. მათ შორის მილიარდერების წილი 0,8 პროცენტია, თუმცა სწორედ ისინი  იკავებენ 18 პროცენტს მდიდარი ადამიანების საერთო ქონებიდან, რომელიც 595 მილიარდ დოლარს აღწევს. ყველაზე ცნობილი კანადელი მილიარდერები: დევიდ ტომსონი – 21 მილიარდი დოლარი; გალენ უესტონი – 8 მილიარდი დოლარი; ჯიმ პატისონი – 5,73 მილიარდი დოლარი.
ბრაზილია
ბრაზილია 49 მილიარდერისთვის იქცა სახლად და მათი საერთო კაპიტალი 300 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ბრაზილია ერთადერთი სამხრეთამერიკული რესპუბლიკაა, რომელიც მილიარდერი ქვეყნების ტოპ–ათეულში მოხვდა. ბოლო წლის განმავლობაში მილიარდერების ქონებამ 3,5–პროცენტიანი ზრდა განიცადა. სულ კი ულტრამდიდარი ადამიანების რიცხვი, რომელთა კაპიტალი 30 მილიონ დოლარს აღემატება 4 640 ადამიანს შეადგენს და მათი საერთო ქონება 865 მილიარდი დოლარია. ყველაზე ცნობილი ბრაზილიელი მილიარდერები: ეიკე ბატისტა – 30 მილიარდი დოლარი; ჯოზეფ საფრა – 13,8 მილიარდი დოლარი; ხორხე პაულო ლემანი – 12 მილიარდი დოლარი.
შვეიცარია
ბანკების სამშობლოში და ეკონომიკურად ერთ–ერთ ყველაზე გამართულ ქვეყანაში 57 მილიარდერი ცხოვრობს. მათი საერთო კაპიტალი 125 მილიარდი დოლარია. საშუალოდ, თითო შვეიცარიელ მილიარდერს საკუთარ ანგარიშზე 2,2 მილიარდი დოლარი აქვს, სულ კი ქვეყანა მდიდრების რაოდენობით მსოფლიოში მერვეა, – ასეთი იქ 5 597 ადამიანია. ყველაზე ცნობილი შვეიცარიელი მილიარდერები: ერნესტო ბერტარელი – 10 მილიარდი დოლარი; ჰანსიორგ ვაისი – 6,4 მილიარდი დოლარი; თომას სტრაუმანი – 1,3 მილიარდი დოლარი.
ჰონკონგი
მსოფლიოს ამ რეგიონში, რომელიც ფორმალურად ჩინეთზეა დამოკიდებული. 64 მილიარდერი ცხოვრობს. საერთო კაპიტალით 190 მილიარდი დოლარი. ჰონკონგი აზიის რეგიონის ფინანსურ ცენტრად ითვლება, სადაც ბაზირებულია კონტინენტის მთავარი საფონდო ბირჟა. ყველაზე ცნობილი ჰონკონგელი მილიარდერები: ლი კა–შინგი – 16,2 მილიარდი დოლარი; ლი შაუ კე – 9 მილიარდი დოლარი; რეიმონდ კვოკი – 10,8 მილიარდი დოლარი.
რუსეთი
ჰონკონგს მნიშვნელოვნად უსწრებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. რუსეთის ფედერაციაში 97 ოფიციალური მილიარდერია, რომელთა საერთო კაპიტალი 380 მილიარდი დოლარია. უკანასკნელი წლის განმავლობაში რუსი მილიარდერების რიცხვი 17 ადამიანით გაიზარდა. იმ ადამიანთა კაპიტალი კი, რომელთა ქონება 30 მილიონ დოლარს აღემატება, საერთო ჯამში 605 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ყველაზე ცნობილი რუსი მილიარდერები: ალიშერ უსმანოვი – 18,1 მილიარდი დოლარი; ვლადიმირ ლისინი – 15,9 მილიარდი დოლარი; ვაგით ალეკპეროვი – 13,5 მილიარდი დოლარი; მიხაილ პროხოროვი – 13,2 მილიარდი დოლარი; რომან აბრამოვიჩი – 12,1 მილიარდი დოლარი; სულეიმან ქერიმოვი – 6,5 მილიარდი დოლარი.
ინდოეთი
მილიარდერი ქვეყნების ხუთეულს ხსნის ინდოეთი, სადაც 107 მილიარდერია რეგისტრირებული საერთო კაპიტალით – 190 მილიარდი დოლარი. ინდოეთი აზიის სიდიდით მესამე ეკონომიკური „დერჟავაა” და ამ სამ ქვეყანაშია კონცენტრირებული აზიელი მილიარდერების 75 პროცენტი. საშუალოდ ინდოელი მილიარდერები არცთუ მდიდრები არიან სხვა ქვეყნის მილიარდერების ფონზე, მათი საშუალო კაპიტალი 1,7 მილიარდი დოლარია. ყველაზე ცნობილი ინდოელი მილიარდერები: მუკეშ ამბანი – 22,3 მილიარდი დოლარი; ლაქშმი მიტალი – 20,7 მილიარდი დოლარი; აზიმ პრემჯი – 15,9 მილიარდი დოლარი; კუშალ პალ სინგჰი – 6,4 მილიარდი დოლარი.
გერმანია
გერმანელი მილიარდერების რაოდენობა 137 აღწევს და ისინი 550–მილიარდდოლარიან კაპიტალს ინაწილებენ. გერმანია ევროზონის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მილიარდერი ქვეყნების ათეულში მოახერხა შეღწევა. გერმანელი მილიარდერების უმეტესობა მიუნჰენში, დიუსელდორფში და ჰამბურგში ცხოვრობს. ყველაზე ცნობილი გერმანელი მილიარდერები: კარლ ალბრეხტი – 21 მილიარდი დოლარი; ტეო ალბრეხტი – 17,5 მილიარდი დოლარი; სიუზან კლატენი – 8,1 მილიარდი დოლარი; კარლ–ჰაინც კიპი – 5 მილიარდი დოლარი; ჰაინც ბაუერი – 1,9 მილიარდი დოლარი.
დიდი ბრიტანეთი
გაერთიანებულ სამეფოში 140 მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა საერთო კაპიტალი 430 მილიარდ დოლარს შეადგენს. დიდი ბრიტანეთი მილიარდერების მხრივ ევროპის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, თუმცა საერთო კაპიტალით მნიშვნელოვნად ჩამორჩება გერმანიას – მთელი 120 მილიარდი დოლარით. საშუალოდ, თითო ბრიტანელი მილიარდერის ანგარიშზე 3,1 მილიარდი დოლარია და წინა წელთან შედარებით, მილიარდერთა კაპიტალმა 4–პროცენტიანი ზრდა განიცადა. ყველაზე ცნობილი ბრიტანელი მილიარდერები: ჟერალდ კავენდიშ გრსოვენორი, ვესტმინსტერის დიუკი – 13 მილიარდი დოლარი; დევიდ და სიმონ რუბენები – 8 მილიარდი დოლარი; ბერნი ეკლსტოუნი – 4,2 მილიარდი დოლარი; რიჩარდ ბრენსონი – 4,2 მილიარდი დოლარი; ჯო ლუისი – 3,2 მილიარდი დოლარი.
ჩინეთი
ჩინეთში, მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში 147 რეგისტრირებული მილიარდერი ცხოვრობს, რომელთა საერთო კაპიტალი 380 მილიარდი დოლარია. საშუალოდ, ერთი ჩინელი მილიარდერის ანგარიშზე 2,6 მილიარდი დოლარია. ყველაზე ცნობილი ჩინელი მილიარდერები: ლი იაონგი – 9,4 მილიარდი დოლარი; ლიანგ ვენგენი – 8 მილიარდი დოლარი; ზონგ ქინგჰოუ – 5,9 მილიარდი დოლარი, ვუ იაუჯინი – 5,5 მილიარდი დოლარი.
ამერიკის შეერთებული შტატები
480 ამერიკელი მილიარდერის ანგარიშზე 2,05 ტრილიონი დოლარია. ბოლო დროის ეკონომიკური კრიზისების ფონზე ამერიკელი მილიარდერების რაოდენობა 25 ადამიანით გაიზარდა და მათმა ქონემა 8-პროცენტიანი ზრდა განიცადა. ყველაზე ცნობილი ამერიკელი მილიარდერები: ბილ გეითსი – 66 მილიარდი დოლარი; უორენ ბაფეტი – 46 მილიარდი დოლარი; ლარი ელისონი – 41 მილიარდი დოლარი; მაიკლ ბლუმბერგი – 25 მილიარდი დოლარი; ჯორჯ სოროსი – 19 მილიარდი დოლარი; მარკ ცუკერბერგი – 9,4 მილიარდი დოლარი და რალფ ლაურენი – 6,5 მილიარდი დოლარი.

скачать dle 11.3