კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეჩვეულს ნუ გადააჩვევ

მადიანები

უცნობ მიზეზთა გამო, გაიაფების ტენდენცია ოდნავ მინელდა, მენავთობეებიც შეყოვნდნენ და ბანკებიც მყარად დგანან თავიანთ საპროცენტო განაკვეთებზე. უფრო მეტიც, ბანკების ასოციაცია კრედიტების გაიაფების მოლოდინს არასწორს უწოდებს. კერძოდ, ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ, მართალია, საბანკო სექტორი განაკვეთების შემცირებით დაინტერესებულია, მაგრამ, ყველაფერი მაინც, თურმე, რისკების დათვლას უკავშირდება. ლოგიკა რკინისებურია. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ჩვენი ქვეყანა ისეთი სტაბილური იყო (კვლევების თანახმად), რომ ევროპა და ამერიკა შურით გულებს იხეთქავდნენ, ხოლო ჩვენს ეკონომიკურ აღმავლობას კი მთელი მსოფლიო შემოჰნატროდა, სრულიად გაუგებარია, რატომ ვართ ამ სტაბილურობით გაბრწყინებულ ქვეყანაში კრედიტების სიძვირით პირველ ხუთეულში და, ინდონეზიაა რაა, იქაც კი ჩვენზე იაფია კრედიტი.
თავის მხრივ, ჩვენებური ბანკებიც, დაახლოებით ამ ვერსიას (საბანკო ასოციაციის ვერსიას) „აწვებიან“ და, მიიჩნევენ, რომ მათ მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთები რეალური და კონკურენტუნარიანია. სხვათა შორის, იმის მიუხედავადაც, რომ კრედიტის ბანკის მიერ გამოცხადებული პროცენტი არასდროს ემთხვევა რეალურს და, როგორც ექსპერტები განმარტავენ, რეალური პროცენტი ხშირ-ხშირად 70-ს და თვით 100-საც კი უკაკუნებს.
მეორე მხრივ, ისიც ცნობილია, რომ პრობლემური იპოთეკური სესხებიდან ბანკებს უფრო მეტი შემოსავალი რჩება, რადგან, სესხის გარანტიად ჩადებული ქონება რეალურ საბაზრო ღირებულებაზე  2-3-ჯერ იაფადაა შეფასებული.
რაც შეეხება საბანკო რისკებს: თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ გაღლეტილ ქვეყანაში საბანკო სექტორი წელიწადში რამდენიმე ასეულმილიონიან მოგებებზე გადის (მაშინ, როდესაც ბიზნესსესხების წილი საერთო პორტფელში 10-14 პროცენტია), სავარაუდოა, რომ კრედიტების სიძვირის ძაღლის თავი არა რისკში, არამედ, სულ სხვა რამეშია დამარხული.

скачать dle 11.3