კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაგვიანებად დადუმებულები

„პროტესტის ნიშნად“

მე არ ვიცი, რამდენად იზიარებენ აწ უკვე დადუმებული „პიკის“ ჟურნალისტები მუხრან მაჭავარიანის შეგონებას – „დუმილი რეკავს“, მაგრამ, ფაქტია, რომ პროტესტის ამ ფორმას უკვე მიმართეს. ან კი როგორ არ მიმართავდნენ, როდესაც დაფინანსება შეუწყვიტეს.
ერთი სიტყვით, მხოლოდ გასულ კვირას შეატყობინეს, რომ, რაკი დაფინანსება – ფაფუ, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ წლის ბოლომდე მათ აღარ დააფინანსებდა. უფრო მეტიც, „პიკი“ თანამგზავრიდან უკვე გაითიშა (მიზეზი იგივეა  – დაფინანსება ფაფუ!), არადა, არხს თანამშრომელთა ნაწილის მიმართ დავალიანება აქვს. ხოლო, რაკი, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, გაითიშოს, ამის გამო არხის ჟურნალისტებმა პროტესტი გამოხატეს და მთელ დღეს დუმდნენ (ბუნებრივია, საინფორმაციო გამოშვებებში, თორემ, სერიალებსა და კინოფილმებს, აბა, რა გულით დაადუმებდნენ?!).
მეორე მხრივ, ცნობილია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, სწორედაც რომ და მხოლოდ საზოგადოების ფულით ფინანსდება. ამ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი ისე, რომ დამფინანსებლის, ანუ საზოგადოების აზრი არც უკითხავს, „პიკი“ კიდეც დააფუძნა, ზედაც, დააფინანსა (თან, განა საკუთარი, ჩვენი ჯიბიდან). უფრო მეტიც, რუსი ჟურნალისტებიც მოიწვია და მაღალ-მაღალი ხელფასებიც დაუნიშნა.
ბუნებრივია, უმუშევრობა მძიმე ტვირთია და არანაკლებ ბუნებრივია, რომ თანავუგრძნობთ „პიკის“ „ბეზ პიატი მინუტ“ უმუშევარ ჟურნალისტებს, თუმცა, პროტესტი, ვეჭვობ, ცოტა ნაგვიანებია, თუ გავიხსენებთ, რომ, მაინცდამაინც მართალი სიტყვაც ვერ იფრქვეოდა მათი ეთერიდან.

скачать dle 11.3