კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ თქვენ არ გსიამოვნებთ პირდაპირ თქვენს თავს ზემოთ ვიღაცის მძიმე სუნთქვა‚ ოხვრა და დაჟინებული მზერა... დაუთმეთ ადგილი ბებიას.


***
კაცი ეჭვობს‚ რომ ცოლს საყვარელი ჰყავს. დაიქირავა კერძო დეტექტივი‚ რომელიც ერთი კვირის შემდეგ მოახსენებს:
– თქვენი მეუღლე მამაკაცს კოლმეურნეობის მოედანზე შეხვდა‚ მანქანაში ჩასხდნენ და ქალაქგარეთ‚ განმარტოებით მდგარ სახლში შევიდნენ. მაგიდასთან დასხდნენ‚ თითო ჭიქა დალიეს‚ შემდეგ გაიხადეს და დაწვნენ... მაშინვე შუქი ჩააქრეს და მერე აღარაფერი დამინახავს.
– აუ‚ ისევ ეს გაუგებრობა...
***
ეკა ტირილით ურეკავს დაქალს:
– ლიკა‚ წარმოგიდგინია? მოვედი სახლში და ჩემი ქმარი ვიღაც კახპასთან ერთად კოტრიალობს საძინებელში!
– შენ ახლა სახლში ხარ?
– ჰო‚ სამზარეულოში ვზივარ და ველოდები‚ როდის გამოვლენ...
ლიკამ ტელეფონი გათიშა. საწოლზე მოისროლა და ჩუმად თქვა:
– ჯანდაბა!!!
– ვინ იყო? – ჰკითხა კაცმა.
– შენი ცოლი..
***
ორი ალპინისტი მთას შესჭიდებია. ცოტა ხნით შეისვენეს და ერთი მეორეს ეკითხება:
– რა ქენი‚ გაცვალე ბინა?
– არა‚ უარი ვთქვი. შტერი ვარ‚ მეცხრე სართულზე და, ისიც, ულიფტო შენობაში ვიცხოვრო?!
***
ცოლი სარკის წინ იპრანჭება.
– საყვარელო‚ რა უფრო მოგწონს ჩემში – ლამაზი სახე თუ მშვენიერი ტანი? – ეკითხება ქმარს.
– იუმორის გრძნობა...
***
ორი თანამშრომელი საუბრობს:
– აუ‚ დღეს არაფრის გაკეთება არ მინდა...
– გუშინ?
– გუშინ ჭამა მინდოდა.
***
ცოლი ყოველთვის გაგიგებთ‚ როდესაც სახლში ნასვამი მიადგებით‚ მაგრამ, ვერ აიტანს‚ თუ შინ დანაყრებული მიხვალთ, რადგან, უდავოა‚ რომ კაცების კომპანიაში სვამენ‚ აი‚ ჭამით კი – მხოლოდ ქალთან...
***
ცოლ-ქმარი სტუმრად წასასვლელად ემზადება.
ცოლი: რაღაც‚ მგონია‚ რომ საშინლად გამოვიყურები... მითხარი‚ რა‚ რამე კომპლიმენტი!
ქმარი: შესანიშნავი მხედველობა გაქვს.
***
ქალის სამი ასაკი:
ანერვიულებს მამას.
აღიზიანებს ქმარს.
აგიჟებს სიძეს.
***
მაღაზიაში ძალიან უშნო ქალი შევიდა ორი ბავშვით. ყველას ისე გადახედა‚ როგორც ლენინი უყურებდა ბურჟუაზიას.
– გამარჯობა. რა კარგი ბიჭუნები არიან... ტყუპებია? – გაუღიმა გამყიდველმა.
– რას ბოდავ‚ რა ტყუპები?! ერთი ცხრისაა‚ მეორე – ექვსის... იდიოტო!.. – შეუბღვირა ქალმა.
– არა‚ უბრალოდ‚ ვერ ვიფიქრე‚ რომ შენთან ორჯერ დაწვებოდნენ...
***
– გუშინ შენი მეზობელი ბონდოია გევიცანი...
– აუ‚ ფრთხილად იყავი‚ ძამა! მაგი იმფერია‚ ხელს რომ ჩამოართობ‚ მერე თითები გადეითვალე‚ არ აგაწაპნოს...
***
ცოლი ურეკავს ქმარს:
– ვაიმე‚ იცი, რა მომივიდა? კუჭის აშლილობის წამლის ნაცვლად ნერვების წამალი მომიცია შენთვის!..
– არა უშავს‚ კი ჩავისვარე‚ მაგრამ‚ სამაგიეროდ‚ ძალიან მშვიდად ვარ.
***
ასი წლის ბებო კვდება. მოუყვანეს მღვდელი‚ სიკვდილის წინ რომ აზიაროს.
– ხომ არ მოგიპარავთ? – ეკითხება მღვდელი.
– არა‚ მამაო.
– უშვერი სიტყვებით გაგილანძღავთ ვინმე.
– რას ამბობთ‚ მამაო?!
– გიმრუშიათ?
– ეს რას ნიშნავს?
– ანუ‚ ხომ არ გძინებიათ სხვა მამაკაცთან?
– ჰმ‚ სხვა მამაკაცთან რა დაგაძინებს‚ შვილო... – ჩაეღიმა ბებიას.
***
მე და ჩემი ცოლი სულ ერთნაირად ვფიქრობთ. მაგალითად‚ ვხედავთ ქალს მაგარი უკანალით და ორივეს გულში გაგვიელვებს: „ნეტა‚ მეც ასეთი მქონდეს“.
***
– ლიკა‚ რატომ არ თხოვდები?
– უაზრო ასაკში ვარ – პრინცისთვის უკვე გვიანია და პირველი შემხვედრისთვის – ადრე.
***
– უკვე გაეყარე ქმარს?
– ჯერ არა. ის ამბობს‚ სანამ ახალს მოვიყვანდე‚ კანონით‚ ორი კვირის განმავლობაში შენი მოვალეობები უნდა შეასრულოო.
***
ცოლ-ქმარი ჩხუბობს.
– ესე იგი‚ ასე‚ არა? მორჩა, დედასთან მივდივარ! – განაცხადა ცოლმა. მაგრამ, ქმრის გაღიმებული სახე რომ დაინახა, მუქარა დაასრულა:
მცირე პაუზის შემდეგ.
– ძალიანაც არ გაგიხარდეს‚ მივდივარ‚ რომ აქ გადმოვიყვანო საცხოვრებლად!..
***
– იცი? ჩემს ეკას ენა ებმება...
– რა დაემართა, ხომ კარგად ლაპარაკობდა?
– კი. გავეხუმრე... მივლინებაში წავედი ათი დღით, მესამე დღეს კი დავურეკე – უკვე ჩამოვედი‚ სადარბაზოში შემოვედი და კარი გამიღე-მეთქი... მარრრრთთთლლლაო? – ძლივს მიპასუხა. იმ სულელს მართალი ეგონა და, ისე გაუხარდა, ენა დაება და იმ დღის შემდეგ ასე ლაპარაკობს...
***
ორი ქალი საცურაო აუზის გასახდელში შევიდა. ერთმა მამაკაცის ტრუსები ჩაიცვა...
– ეს რა არის‚ როდიდან დაიწყე კაცის ტრუსების ჩაცმა?
– ჩემმა ქმარმა საწოლის ქვეშ რომ იპოვა‚ იმ დღიდან...
***
– ჩვენი ერთად ცხოვრება არ შეიძლება‚ უნდა გავეყაროთ‚ – ეუბნება ცოლი ქმარს.
– ორივე რქით თანახმა ვარ! – პასუხობს ქმარი.
***
შეყვარებულები ერთმანეთს ხვდებიან.
– გადასარევ ხასიათზე ვარ – დამაწინაურეს‚ ხელფასი მომიმატეს‚ ნერვებს ვერაფერი ვერ მომიშლის... – ამბობს ბიჭი.
– იცი‚ მე ფეხმძიმედ ვარ, – ეუბნება გოგო.
– გილოცავ! სხვათა შორის‚ მე უნაყოფო ვარ...

скачать dle 11.3