კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პერიოდში დგება ადამიანისთვის იღბლიანობის პიკი და რა გავლენას ახდენს მთვარე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე

მთვარე უდიდეს გავლენას ახდენს ცოცხალ ორგანიზმზე. სწორედ მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული ადამიანის გუნება-განწყობა და ჯანმრთელობაც კი.
სანამ ახალი მთვარე გამოჩნდება ცის კაბადონზე, ის თითქოს რამდენიმე დღე ქრება, შემდეგ კი რკალის სახით მოგვევლინება. სწორედ ამ წინარე პერიოდში აქვს მთვარეს უდიდესი გავლენა ადამიანებზე. კერძოდ, ამ დროს ორგანიზმი  ადვილად თავისუფლდება ტოქსინებისა და წიდებისგან. ამიტომ, ამ პერიოდში კარგია სამკურნალო შიმშილობა, არასასურველი ადამიანებისგან გათავისუფლება.
როცა ცაზე მთვარის ახალი რკალი გამოჩნდება, ადამიანის ორგანიზმის აქტიურობა მინიმუმამდე ეცემა, ქვეითდება იმუნიტეტი, შრომისუნარიანობა და, შესაბამისად, მაღალია დეპრესიის ალბათობა.
მზარდი მთვარის ფაზაში კარგია მკურნალობის კურსის დაწყება, რადგან, ამ პერიოდში ძლიერდება სამკურნალო პრეპარატების მოქმედება, ანუ, ადვილად ხდება ორგანიზმის მიერ ვიტამინებისა და მინერალების შეთვისება.
მთვარის ფაზის პირველ მეოთხედში კარგია მასაჟი, გამწმენდი პროცედურების ჩატარება. გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს იწყება ორგანიზმში ცხიმების დაგროვება და, ამიტომ, უნდა იზრუნოთ წონის შენარჩუნებაზე.
მზარდი მთვარის პერიოდს სიყვარულისა და იმედების დროდ მიიჩნევენ. ეს პერიოდი მეტად წარმატებული და იღბლიანია და საქმიანობაც ნაყოფიერი ხდება. მთვარის ფაზიდან ფაზაში გადასვლის პერიოდში იყავით მეტად ყურადღებით, რადგან, ასეთ დღეებში ადამიანი შედარებით გაუწონასწორებელი, კონფლიქტური და მოუთმენელი ხდება. იზრდება ემოციური ფონი.
მთვარის მეორე ფაზა იწყება, როცა მნათი მთვარე დისკოს ნახევარს იკავებს. ამ პერიოდში ორგანიზმის ენერგიულობა მომატებულია, ადამიანი მეტად აქტიურია, ძლიერია და ცხოვრებისეულ პრობლემებს ადვილად უმკლავდება. ამიტომ შეგიძლიათ, თამამად იმოქმედოთ. სავსემთვარეობის პერიოდში კი ხდება დაგროვილი ენერგიის მაქსიმალური ხარჯვა. ამ დროს მოჭარბებული ენერგია, შესაძლოა, უმართავი, უკონტროლო გახდეს. მოზღვავებული ენერგია ორგანიზმს მოსვენებას არ აძლევს: ადამიანი აფორიაქებულია, მძაფრდება ნერვული აშლილობა, იწყება უძილობა. ამ დროს დიდია ავარიების, ჩხუბის, კამათისა და დაავადებების გამწვავების  ალბათობა. გახსოვდეთ, რომ ამ დღეებში ემოციების მოზღვავება, დაუფიქრებელი საქციელი და ფორიაქი დროებითია და მალევე გაგივლით. ეცადეთ, ეს პერიოდი მშვიდად და წინდახედულად განვლოთ. სხვათა შორის, სავსემთვარეობის დღეებში რომანტიკული შეხვედრები მეტად ვნებიანი და ემოციურია.
   მთვარის მესამე ფაზის დასაწყისი დაკავშირებულია სასიხარულო მოვლენებთან, მოქმედებებთან, სიცოცხლისუნარიანობასთან. ამ პერიოდში უნდა აკეთოთ ის, რაც გსიამოვნებთ და რა საქმეც გიყვართ.
   კლებადი მთვარის დროს ქირურგიული ოპერაციები კარგი შედეგით მთავრდება და გამოჯანმრთელების პროცესიც სწრაფად მიმდინარეობს. ორგანიზმი საკვებს სრულად არ ითვისებს, ამიტომ შეგიძლიათ, სწორედ ამ დღეებში ჭამოთ ის, რაც გსურთ და არ იფიქროთ წონის მატებაზე. ამ პერიოდში კარგია სამეგობრო წრეში ყოფნა.
  მთვარის მეოთხე ფაზა კლების დროა. ამ პერიოდში ადამიანის ორგანიზმი სუსტდება, ენერგია შესუსტებულია, ქვეითდება აქტიურობის შესაძლებლობები, ადვილად იღლებით. შემდეგ კი მთვარე კვლავ უჩინარდება რამდენიმე დღით და ისევ ხელახლა ჩნდება რკალის სახით.
  სხვათა შორის, ჩვენი წინაპრები, უხსოვარი დროიდან, სწორედ მთვარის ფაზებზე დაკვირვებით მოქმედებდნენ და სჯეროდათ, რომ ციური ღამის მანათობელი, დიდ გავლენას ახდენდა მათ ცხოვრებაზე. შესაბამისად, ისინი მეტად ერკვეოდნენ ასტროლოგიაში და, ამ მხრივ, პრობლემებსაც ადვილად აგვარებდნენ.

скачать dle 11.3