კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1995 წლის 11 მაისს, ორშაბათს, 4-დან 5 საათამდე. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის მისაღები და წარმატებების მომტანი, ასევე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება კარგი მომავალი?
პასუხი: მისი კარმული მისიაა, მეტად წარმოაჩინოს თავის ხასიათში დადებითი თვისებები; იყოს მეტად ორგანიზებული, მიზანსწრაფული, შეუპოვარი, ნებისყოფიანი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. რაც მეტად იქნება მოწესრიგებული, მით მეტად მიაღწევს წარმატებებს. უნდა იყოს „უხალტურო“ მუშაკი და, ყველა საქმე მხოლოდ კარგად, მიფუჩეჩების გარეშე უნდა გააკეთოს, ყურადღება მიაქციოს ყველა დეტალს; უნდა იყოს მარტოხელა მებრძოლი, დამოუკიდებელი. გამოავლინოს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საკუთარ თავზე აიღოს ინიციატივა, გამოავლინოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობისთვის მისთვის კარგია ქალწულის, კუროს, თხის რქის, კირჩხიბის ან თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი. მოერიდოს ლომსა და მერწყულს. პროფესიებიდან კი მისთვის კარგი და წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პედაგოგიკა, სამხედრო სტრუქტურა, უშიშროების სფერო, სადაზღვევო და საგამომძიებლო სტრუქტურები, მშენებლობა, მედიცინის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სოციოლოგია, ტელემექანიკა, ლინგვისტიკა.
კითხვა: დავიბადე 1986  წლის 30 ოქტომბერს, ღამის 2 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელი პროფესია იქნება ჩემთვის წარმატებული? ასევე, მაინტერესებს, რომელ ქვეყანაში ცხოვრებაა ჩემთვის მიზანშეწონილი?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ აქტიური, ენერგიული. შეგეძლოთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, ლიდერული თვისებების წარმოჩენა, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა. ამავდროულად, დაეყრდენით ინტუიციას და დაიცავით საკუთარი საიდუმლო. იყავით ოპტიმისტი, დაეყრდენით კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას, გამოცდილებას, კომუნიკაბელურობას – ეს თქვენთვის წარმატების მომტანიცაა და კარმულ-კოსმიური მისიაც. უცხოეთში თქვენ ბევრი პრობლემა და ბარიერი გელით, თუმცა, თუ ორგანიზებულობასა და დისციპლინას გამოავლენთ, იქნებით შეუპოვარი და მომთმენი, შესაძლოა, ეს ბარიერები და წინაღობები გადალახოთ. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, სირია; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ალასკა, ავსტრალია, შვედეთი, ვენესუელა, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი მხარე, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი; რუსეთიდან – მოსკოვი. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანი: სპორტი, მანქანათმშენებლობა, მანქანების დიზაინი ან ბიზნესი, საინჟინრო სფერო, სამეცნიერო-კვლევითი სფერო, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო-საგამომგონებლო სფერო, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, სამაშველო საქმიანობა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სამხედრო სტრუქტურები; მედიცინის სფერო ცოტა რთულია, თუმცა, თუ შემართებას გამოიჩენთ, შესაძლოა, აქაც წარმატებებს მიაღწიოთ.

скачать dle 11.3