კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ უწყობდა ტერაქტებს, უფეთქებდა ბომბებს და უვარდებოდა სახლში ნათია დუმბაძეს და ვინ ცდილობდა მუდმივად მის დაცვას

„ხალხის სიმპათია – 2003“ და ყოფილი ჯეოსტარელი, ძალიან აქტიური, ხალისიანი და ენერგიული ნათია დუმბაძე გარკვეული ხნის განმავლობაში საკალათბურთო კლუბ „ოლიმპის“ ფიარი იყო და როგორც თავად ამბობს‚ ამ საქმეს ძალიან კარგად გაართვა თავი. ამჟამად ნათიას‚ სამსახურთან დაკავშირებით‚ საინტერესო შემოთავაზება აქვს, პარალელურად‚ სხვადასხვა კონცერტებსა და საღამოებზეც იღებს მონაწილეობას. პლუს ამას‚ ის 5 წლის ბიჭის დედაა და მასთან ურთიერთობასაც დიდ დროს უთმობს.

ნათია დუმბაძე: საკალათბურთო კლუბ „ოლიმპის“ ფიარი ვიყავი და ცოტა ხნის წინ დამიმთავრდა კონტრაქტი. ჩემი სამსახურითა და მუშაობით კმაყოფილი ვარ. ამ კუთხით განვვითარდი, გავიზარდე და მინდა, ისევ ფიარში ვიმუშაო. რაც მთავარია‚ თავად კლუბი და ის ხალხი, ვინც ჩემ გვერდით იყო‚ კმაყოფილი დარჩა. შესაბამისად‚ მიმაჩნია, რომ „ოლიმპთან“ ჩემი მუშაობა საკმაოდ წარმატებული იყო. კალათბურთელებთან ძალიან სასიამოვნო და ადვილი იყო მუშაობა. თან‚ ყველა ჟურნალისტი მე მირეკავდა: ნათია, შენ რომ ეტყვი, დაგვთანხმდებიან ინტერვიუზეო. მეც ვეუბნებოდი: აი, იქ აუცილებლად უნდა წახვიდე-მეთქი და ყველა მიჯერებდა. დამემორჩილნენ, იდეალურად ვეწყობოდით ერთმანეთს. მანამდე სპორტის არც ერთ სახეობასთან არ მქონია შეხება, უფრო კალათბურთში ვერკვეოდი. ისიც‚ იმიტომ რომ 2011 წელს კლაიპედაში ვიყავი როგორც საქართველოს კალათბურთის ნაკრების გულშემატკივარი. 2 კვირა ვიყავით იქ, ყველა თამაშს ვესწრებოდი,  წესებშიც გავერკვიე და გულშემატკივრობაც ვისწავლე. რაც მთავარია‚ ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ჩემი ქმარიც იყო წამოსული და ჩვენი მეგობრებიც.
 – ახლა თუ დადიოდა შენი მეუღლე „ოლიმპის“ თამაშებზე?
– არა, თუმცა ბაჩო სულ მეხმარებოდა, თამაშზე დასასწრებად მეგობრებს მიგზავნიდა. მახსოვს, ერთ-ერთ თამაშზე ბაიკერები გამომიგზავნა. თან‚ საკმაოდ დაძაბული თამაში იყო: „არმია“ „ოლიმპის“ წინააღმდეგ, ბაიკერთა სამყარო ესწრებოდა. გარეთ, სპორტის სასახლესთან 35 ფერად-ფერადი მოტოციკლი იდგა. თამაშს აღარავინ უყურებდა, იმ მოტოებს უყურებდნენ. ბაჩოც ბაიკერია, ძალიან უყვარს ექსტრემი. მთის მოტოციკლიც ჰყავს და ქალაქში სასიარულოც. მე კი არ მიყვარს და არც მაინტერესებს. ბათუმში წელს ისეთი საცობები იყო, გადავწყვიტეთ, მოტოციკლით გვემოძრავა. ერთი-ორჯერ დავჯექი, ისეთი დაძაბული ვიყავი... საშიშია, არ მომეწონა. ჩემი მეუღლის გამოც მეშინოდა, მაგრამ ამ საქმეში ისეთი პროფესიონალია, უკვე აღარ მეშინია, ვენდობი.
– შენს მეუღლეს ეხერხება სიურპრიზების გაკეთება?
– შეყვარებულობის პერიოდში უფრო იყო ასეთი. თუმცა‚ არც ახლა ვარ უკმაყოფილო, მაგრამ შეყვარებულობის დროს უფრო რომანტიკული იყო. მე ვიყავი და ახლაც ძალიან რომანტიკული ვარ, არ ვიცი სად წავიღო ჩემი უსაზღვრო რომანტიზმი. ყველაფერში რომანტიკას ვხედავ – მუსიკასაც რომ ვუსმენ‚ რაღაცეები მემართება.
– ძალიან საყვარელი შვილი გყავს.
– უზომოდ ნიჭიერი ბავშვია, უნიკალური სმენა აქვს. ავტომობილში რა სიმღერაც მოუსმენია: ფრანგული, ქართული, ინგლისური, რუსული, ყველა ზეპირად იცის. ძალიან უყვარს სიმღერა. აქტიურია, დედას ჰგავს. რომ ვუყურებ‚ ჩემი ბავშვობა მახსენდება – ზუსტად ასეთი ვიყავი. როგორიც მინდოდა და ფიზიკურად როგორზეც ვოცნებობდი, ზუსტად ისეთი დაიბადა – ღმერთს მადლობა ამისთვის. ხასიათითაც მე დამემსგავსა. ერთადერთი‚ რაც მინდოდა, რომ ბაჩოსგან გამოყოლოდა, თვალის ფერი იყო – ცისფერი და გამოჰყვა. ცოტა ხნის წინ იტალიური ხელოვნების სკოლა „დანტეში“ შევიყვანე, იქ ასწავლიან სიმღერას, ცეკვას, ხატვას. ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაუღეს, შეჯიბრება ჰქონდა, საყვარელი მულტფილმის გმირების სათამაშოები წაიღო. ისე ვნერივულობდი, ვერ ვუყურებდი. რაც გაიზარდა, უფრო მეტად ვარ ჩართული მის აღზრდაში. პირველი ყოველთვის მე გამყავდა გარეთ, ასევე, გასართობ ადგილებში. მას შემდეგ‚ რაც დავინახე, რომ ბავშვს მრავალფეროვანი ნიჭი აქვს, აქტიურია, უფრო მეტი სტიმული მომეცა‚ რომ ბევრი რამ გავუკეთო. რეპეტიციებზე 2 საათი ვზივარ, ველოდები, არ ვტოვებ. ვუყურებ‚ როგორ მღერის, როგორ ცეკვავს. სულ მიკვირდა, დედაჩემი როგორ მიცდიდა საათობით რეპეტიციებზე, ახლა მივხვდი‚ ამას რატომ აკეთებდა.
– მეუღლეც აქტიურად არის ჩართული ბავშვის აღზრდის საქმეში?
– სამსახურიდან გამომდინარე‚ ვერ ასწრებს. ამიტომ, ყველაფერი მე გადმომაბარა. საღამოს რომ მოდის‚ ყველაფერს ვუყვები, ვიდეოებსაც ვაჩვენებ: აი, ასე იქცეოდა შენი შვილი-მეთქი. ახლაც გორშია საქმეზე წასული. ხშირად ვერ ვნახულობ. რომ ჩამოდის, მერე იმდენი ამბავი მაქვს დაგროვილი, ყველაფერს ერთად ვუყვები. 6 წელია‚ რაც ცოლ-ქმარი ვართ. ამიტომ, იმ ფაქტს, რომ ძალიან დაკავებულია, უკვე შევეჩვიე. ძირითადად‚ თავიდან გვქონდა პრობლემები, ვკამათობდით, გაღიზიანებული ვიყავი, მაგრამ‚ მერე გადავლახეთ და შევეგუე უკვე. მეც მივხვდი და ისიც ბევრ რამეს მიხვდა, ამიტომაც დალაგდა ურთიერთობა. მისი სამსახურიდან გამომდინარე, სულ დაკავებული იყო და თავიდან ამას განვიცდიდი. თან‚ ამ ყველაფერს ჩემი ორსულობაც დაემთხვა. მერე, „ჯეოსტარზე“ რომ გამოვედი, აქტიურად ჩავერთე საქმეში. უკვე ყველაფერს მივხვდი და დალაგდა ყველაფერი.
– ის, რომ პატარა გათხოვდი, როდისმე გინანია?
– 19 წლის, ძალიან პატარა ვიყავი, რომ გავთხოვდი, შემეძლო 25 წლის გავთხოვილიყავი და ბაჩოს გავყოლოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ბაჩო ჩემნაირია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ შემეძლო‚ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო შეყვარებულობის პერიოდი, მაგალითად‚ 2-3 წელი – ეს მშვენიერი იქნებოდა. ეს პერიოდი ხომ საუკეთესო და ყველაზე ტკბილია. ალბათ‚ ბაჩომ დამაჩქარა, მე ნამდვილად არ ვჩქარობდი. მინდოდა‚ შეყვარებულობის პერიოდი კიდევ გაგრძელებულიყო. თუმცა‚ დღეს ჩემი ყველაზე ძვირფასი შენაძენი ჩემი შვილია, დუდუ.
– როდესაც პრობლემები გაქვს, ამაზე ლაპარაკობ თუ მარტო ცდილობ  მოგვარებას?
– არ ვარ ჩაკეტილი ადამიანი. ყოველთვის ყველაფერს ვამბობ და ამის გამო ბევრჯერ წამიმტვრევია კისერი. რაღაც რომ ხდება‚ მაშინვე დაქალს ვურეკავ ან ყველას ერთად და ყველაფერს ვყვები. ზოგადად‚ ამ დროს ენის გაჩერება ჯობია, მაგრამ არ გამომდის, ძალიან ემოციური ვარ. ამიტომ‚ ხანდახან თავს ვერ ვაკონტროლებ.
– საზოგადოებამ პირველად „მის საქართველოდან“ გაგიცნო, როდესაც „ხალხის სიმპათია“ გახდი.
– ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო. ამ კონკურსზე შევიძინე ჩემი უსაყვარლესი მეგობრები, რომლებიც დღემდე მომყვებიან. ეს იყო ბავშვური ნაბიჯი, რის შედეგადაც ბევრს მივაღწიე და ბევრმა გამიცნო. თან‚ მაშინ პატარა ვიყავი, 16 წლის. დედამ რეკლამას უყურა და მიმიყვანა, ჩემი სურვილი ნამდვილად არ ყოფილა. ამის მერე ჩემი ცხოვრება შეიცვალა. რაც მთავარია‚ ხალხს მოვეწონე, რადგან მათ ამირჩიეს და „ხალხის სიმპათია“ გავხდი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მოდელობას‚ რატომღაც‚ არ გავყევი, უფრო სიმღერა იყო ჩემი საქმე. თან‚ უნივერსიტეტში ჩავაბარე, პარალელურად, ორგან ვსწავლობდი და არც დრო მქონდა. ერთ რაღაცას ძალიან ვნანობ: „მის საქართველოს“ შემდეგ ერთი წელი იყო გასული, როცა ია კიწმარიშვილმა მითხრა, რომ ლონდონიდან შემოთავაზება იყო ჩემთვის, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ახლა, 25 წლის ასაკში რომ დაერეკა და ასეთი რამ ეთქვა, თან გათხოვილიც არ ვყოფილიყავი, ერთი წამითაც არ დავფიქრდებოდი, მაშინვე წავიდოდი ლონდონში. ვიცი‚ რომ დიდ წარმატებას მივაღწევდი, რადგან‚ რასაც მიზნად დავისახავ, ვცდილობ‚ ყველაფერს მივაღწიო. ასე იყო „ჯეოსტარის“ შემთხვევაშიც. ერთი წელი ვემზადებოდი ვოკალის პედაგოგთან, რომ ამ კონკურსზე მოვხვედრილიყავი. ასე რომ‚ ლონდონში თუ წავიდოდი, ძალიან ბევრს ვიმუშავებდი და ვიშრომებდი.
– რატომ თქვი უარი?
– მე არ მითქვამს, დედაჩემს შეეშინდა, რადგან მარტო უნდა წავსულიყავი. თან‚ ერთწლიანი კონტრაქტი იყო. ახლა სულ ვფიქრობ, რომ წავსულიყავი‚ როგორ დავიხვეწებოდი, რა კარგ ფორმაში ვიქნებოდი, ბევრს ვივარჯიშებდი, გამოცდილებას შევიძენდი, ხალხს გავიცნობდი და უფრო მეტად განვითარებული ვიქნებოდი, ბევრს ვისწავლიდი. მაგრამ დედა ოჯახს ვერ დატოვებდა, მეც მარტო ვერ გამიშვებდნენ. თუმცა‚ რატომ? – ამას დღემდე ვერ ვხვდები. ალბათ‚ უფრო იმიტომ, რომ ყოველთვის ხიფათიანი ვიყავი, თაყვანისმცემლები ან ბომბს მიფეთქებდნენ, ან ტერაქტს მიწყობდნენ. სულ თავქარიანი „პაკლონიკები“ მყავდა, ზოგი მოტაცებით მემუქრებოდა, ზოგი – ფანჯრებს მილეწავდა, სახლთან მოვარდნები იყო... მეზობლები უკვე გაგიჟებულები იყვნენ, ბოლოს მართლა შევწუხდი, პიკი იყო ჩემს ცხოვრებაში, სერიოზულ ხიფათებს ვარ გადარჩენილი. კონცერტი რომ მქონდა, ან სადმე რომ ვიყავი, დედაჩემი იდგა და მელოდებოდა, თან ჩემს თაყვანისმცემლებს იგერიებდა. ალბათ‚ რომ შევწუხდი, იმიტომაც გავთხოვდი ადრე და დედამაც, ალბათ‚ ჩემი ხიფათიანობის გამო არ გამიშვა ლონდონში. მაშინ არც მინერვიულია, ახლა ვხვდები, რომ კარგი შანსი გავუშვი ხელიდან. გული ძალიან მწყდება, ერთხელ დედასაც ვუსაყვედურე: რომ გაგეშვი, ახლა უფრო კარგად ვიქნებოდი, კარგი სამსახური მექნებოდა, უფრო მეტად დამოუკიდებელი ვიქნებოდი-მეთქი. არასდროს ვყოფილვარ დამოუკიდებელი, ყოველთვის დედას ვიყავი მიწებებული. ამიტომაც‚ ეტყობა‚ დედამაც ვერ გამიმეტა იქ მარტო გასაშვებად.

скачать dle 11.3