ირაკლი ფირცხალავა მეორე შვილის მამა გახდა
მოსკოვში მოღვაწე ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა მეორე შვილის მამა გახდა. ირაკლისა და მის მეუღლეს მსახიობ სოფია გრებენშიკოვას, უკვე ჰყავთ 2 წლის ბიჭუნა – ილია, 11 ოქტომბერს, მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში კი მათ მეორე ვაჟი შეეძინათ. ახალშობილი 53 სანტიმეტრია და 3 კილოგრამსა და 800 გრამს იწონის. როგორც რუსული საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, მამიკო პირველ კომენტარებს უკვე აკეთებს პრესასთან. მისი განცხადებით სოფია და ბავშვი შესანიშნავად არიან, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ორი ვაჟკაცის მამა უბედნიერესად გრძნობს თავს. ერთი რაც ჯერჯერობით წყვილს არ გადაუწყვეტია, შვილის სახელია. „ამისთვის დრო ჯერ კიდევ გვაქვს, ასეთ საქმეებში აჩქარება არ ღირს”, – განაცხადა მომღერალმა. ვულოცავთ წყვილს ამ სიხარულს, პატარას კი ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებთ!