კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“სიყვარული აქცენტით„ – 18 ოქტომბრიდან საქართველოს ყველა კინოთეატრში


 რომანტიკული, მხიარული კომედიების მოყვარულებს საქართველოს კინოთეატრები დიდ სიურპრიზს უმზადებენ – „სიყვარული აქცენტით” რეზო გიგინეიშვილის რუსულ-ქართული პროდუქტია, რომლის პრემიერაც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჯერ კიდევ მაისში შედგა, თუმცა რუსულ კინოთეატრებში 11 ოქტომბრიდან გავიდა კინოგაქირავებაში.
„სიყვარული აქცენტით” ფილმია სიყვარულზე – ნათელსა და ვნებიანზე, დაღვინებულსა და დაუნდობელზე, გულუბრყვილოსა და უაზროზე, ბედნიერსა და უიღბლობაზე. გმირების ისტორიები ერთმანეთშია გადახლართული და ერთ დიდ ირონიულ კომედიას ქმნის. ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ნამდვილ სიყვარულს არც საზღვრები აქვს, არც კანონები და არც ეროვნება. ფილმის პროდიუსერები არიან არჩილ გელოვანი და იგორ მიშინი; რეჟისორი – რეზო გიგინეიშვილი, სცენარისტები – ალისა ხმელნიცკაია, დათო ტურაშვილი, რეზო გიგინეიშვილი. მთავარ როლებს ასრულებენ: ანა მიხალკოვა, ნიკიტა ეფრემოვი, ნადია მიხალკოვა, არტურ სმოლიანინოვი, სვეტლანა ბონდარჩუკი, ფილიპ იანკოვსკი, მერაბ ნინიძე, სოფიკო ნიჟარაძე, მიშა მესხი, თინათინ დალაქიშვილი.
არჩილ გელოვანი: დიდი ხნის წინ გამიჩნდა იდეა, რომ გამეკეთებინა რამე „ფრანგული კოცნის” მსგავსი, აი, მეგ რაიანი რომ მონაწილეობს, იმ ფილმისნაირი. მინდოდა, მეჩვენებინა სიყვარული, რომელსაც ვერანაირი საზღვრები ვერ შეუშლის ხელს. მსურდა, გადამეღო ფილმი, რომელიც თავისი სულით მოგვაგონებდა გიორგი დანელიას ფილმებს, რომლებშიც ბევრი სიყვარული, ირონია და საკუთარ თავზე გაცინების უნარი ჩანს... ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში განვიხილავდით ამ იდეას, შემდეგ კი რეზომ შემოგვთავაზა: მოდი ავიღოთ რეალური ცხოვრებისეული ისტორიები და და მათგან გავაკეთოთ ფილმი სიყვარულზეო. სცენარისტად  რეზომ რეკომენდაცია გაუწია ალისა ხმელნიცკაიას, რომელსაც დიდი ხანია, იცნობდა და მასთან ერთად მუშაობდა თავის პროექტებზე, მე კი დათო ტურაშვილი მოვიწვიე. ასე – მოგზაურობებში, საუბრებსა და სუფრასთან ხანგრძლივ ჯდომისას იბადებოდა ისტორიები, რომლებიც შემდეგ ჩვენი ფილმის სცენარად იქცა.

скачать dle 11.3