“ელი სააბი„ – ინდივიდუალური და მაცდური ქალბატონებისთვის
დიზაინერ ელი სააბის მიერ შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია ყოველთვის ცოცხალი ფერებითა და ჰაეროვნებით გამოირჩევა. სხვა წამყვანი დიზაინერებისგან ის უაღრესად დახვეწილი სტილითა და კონკრეტული ფერთა სინთეზით გამოირჩევა. მისი კოლექცია არის მდიდრული, დახვეწილი და ელეგანტური.
ელი სააბს ბავშვობიდან უყვარდა სხვადასხვა ნაჭრიდან რაღაცეების შეკერვა. ცოტა რომ გაიზარდა, თავის დებს უკერავდა კაბებს. დრო გავიდა, ელი გაიზარდა, დაიხვეწა და წარმატებაც მოვიდა: გახსნა თავისი ბუტიკები, ჯერ პარიზში მიიწვიეს, შემდეგ – იტალიაში. თავისი კოლექციები აჩვენა ფართო საზოგადოებას და მოწონებაც დაიმსახურა. ის, ახლაც აქტიურად განაგრძობს კარიერას და ულამაზეს სამოსს ქმნის.
გარდა იმისა, რომ ელი სააბმა განსაკუთრებით კარგად იცის ქალის სილუეტი, ის ამავდროულად, კარგად ერკვევა ქალის სუნამოებში და სწორედ ამის დამადასტურებელია მისი შექმნილი სუნამო „ელი სააბი” – მკვეთრად გამოხატული სურნელით გამორჩეული და ისეთივე მდიდრული, როგორიც მისი შექმნილი კაბებია. ეს სუნამო გამოირჩევა თავისი დამახასიათებელი ინდივიდუალურობით, ქალურობით, ჰაეროვნებითა და ორიგინალური შტრიხებით.
„ისი პარის” ქსელში „ელი სააბი” შარშან გამოჩნდა, წელს კი მას კიდევ ერთი „ელი სააბის” პარფიუმი შეემატა. ასე რომ, ქართველ ქალებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, ოცნება აიხდინონ და ელის მიერ შექმნილი ყვავილოვანი, თბილი, უნაზესი სუბსტანციით გაჯერებული სუნამო შეიძინონ.