კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა “დაუკვეთეს„ მასებმა ნატო დუმბაძეს ინტერნეტით და რა მსგავსება აღმოაჩინა მან მომღერალ გიორგი ტაგანაშვილსა და გეგა კობახიძეს შორის

უკვე კარგა ხანია, რაც საზოგადოებრივ შეკრებებზე ნატო დუმბაძე აღარ ჩანს. ჭორიც კი გავრცელდა, თითქოს მან საქართველო დატოვა და უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად. არადა, დაახლოებით ორი თვის წინ, ზაფხულში, ნატომ ახალი ჯგუფის – „ჯინსების თაობის” პროდიუსერობა აიღო საკუთარ თავზე და ერთ-ერთ კლუბში პრეზენტაციაც კი მოაწყო.
– საქართველოდან საცხოვრებლად ნამდვილად არსად წავსულვარ – სხვაგან დიდხანს ვერ ვძლებ. თუმცა, პრაღაში ნამდვილად ვიმყოფებოდი ორი თვით, რადგან, შვილიშვილი შემეძინა. ჩემი ქალიშვილი და სიძე იქ ცხოვრობენ და ამიტომ მომიწია პრაღაში ამდენ ხანს დარჩენა.
– სანამ პრაღაში წახვიდოდი, „ჯინსების” თაობის” პროდიუსერობა გადაწყვიტე. საიდან აღმოაჩინე ეს ჯგუფი?
– მართალია, ბოლო წლებში აქტიურად არ ვიყავი ჩაბმული ქართულ შოუ-ბიზნესში, მაგრამ, თვალყურს სულ ვადევნებდი. მაინტერესებს, რას უსმენს ახალი თაობა, რა გემოვნება აქვს მუსიკალური კუთხით და, საერთოდ, რომელი ახალგაზრდა შემსრულებლები არიან პოპულარულები. ვერავის ვხედავდი, ვისაც ხელს მოვკიდებდი და ვინც მასას მოსწონდა. ვისი პროდიუსერიც ვიყავი ადრე, ყველა მასის დაკვეთა იყო, ანუ, მასას მოსწონდა და მე ვმუშაობდი, რომ ის ფართო მასებისთვის უფრო დახვეწილი წარმედგინა, გაევსო სპორტის სასახლის დარბაზი და ასე შემდეგ. ოთხი წელია, ვაკვირდებოდი და გაურკვევლობაში ვიყავი, ვერ ვიგებდი, რა მოსწონს მასას. ადრე ყველას ერთი სიმღერა მოსწონდა და ყველა მას უსმენდა, დღეს კი სოციალურმა ქსელმა შეუწყო ხელი და ჩამოყალიბდა ინდივიდუალური გემოვნება. აქედან გამომდინარე, ველოდებოდი ერთის გამოკვეთას და ეს გამოკვეთა გიორგის სიმღერებში დავინახე. „მზე დამაქვს ხურჯინით” ორ მილიონამდე ადამიანს აქვს ინტერნეტით მოსმენილი. სადაც ის გაჟღერდა, აჟიოტაჟი მოჰყვა. მოკლედ რომ ვთქვა, სოციალურ ქსელში აღმოვაჩინე გიორგი ტაგანაშვილი, რომელსაც ბევრი ადამიანი უსმენდა ინტერნეტით და ხმას აძლევდა. დიდხანს ვაკვირდებოდი და, ერთ დღესაც, ზუსტად ხუთ წუთში გადავწყვიტე, დავურეკე და ვუთხარი: ნატო ვარ დუმბაძე და, თუ გაქვს თანამშრომლობის სურვილი და თუ კონტრაქტი არ გაქვს ვინმესთან დადებული, შევხვდეთ-მეთქი. გიორგი სიამოვნებით დამთანხმდა, შევხვდი და მოვილაპარაკეთ სამომავლო გეგმებზე. იცით, რაზე გამეცინა? თურმე, „ბუა” ვეგონე და, რომ გამიცნო, აღმოჩნდა რომ არც ისეთი „ბუა” ვარ და ერთ ენაზე ვსაუბრობთ (იცინის). სანომ გვაჩუქა ერთი სიმღერა, რომელიც „სანო სტუდიაში“ ჩაიწერება; ასევე, დათო ევგენიძის ორი ძველი სიმღერა შევა ჩვენს რეპერტუარში, რომელიც „ჯინსების თაობას” მიუძღვნა და გვითხრა, სიამოვნებით გაჩუქებთო. ასე რომ, ჩვენს საქმეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ და უფრო მეტ ხალხს შევაყვარებთ „ჯინსების თაობას”.
– როგორც ვიცი, ჯგუფს სახელწოდება თავად შეურჩიე.  თუ საიდუმლო არ არის, რატომ დაარქვი მას „ჯინსების თაობა”?
– ჯგუფის სახელის დრამატიზება არ მინდა, მაგრამ, სოლისტი გიორგი ტაგანაშვილი პირადად რომ ვნახე, საოცარი მსგავსება აღმოვაჩინე მასა და გეგა კობახიძეს შორის. დამიჯერეთ, ვიზუალურად, მართლაც ჰგავს და ეს ადამიანი მომაგონა. თან, იმ რეპერტუარს, რასაც გიორგი მღერის, ჯინსებიანი ახალგაზრდები, ანუ, ჯინსების თაობა უსმენს. ამ ყველაფერმა განაპირობა სახელის დარქმევაც. დიდი გეგმები და ამბიციები გვაქვს და, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში, ვისი პროდიუსერიც ვყოფილვარ, ყველასთვის გზა გამიკვალავს, ზოგი საქართველოშია, ზოგიც უცხოეთში და ახლაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს მათთან. დღეს მათი პროდიუსერი აღარ ვარ, მაგრამ, გაკვალულ გაზზე დავტოვე (იცინის).

 

скачать dle 11.3