კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენა იქონია ამერიკის პრეზიდენტების ბედში ინდიელი ბელადის წყევლამ და როდის ხდება ადამიანში საგვარეულო წყევლის კოდის ამუშავება

 არსებობს საკითხები, რომლებზეც ადამიანი  ბევრს ფიქრობს, მაგრამ პასუხს და ახსნას ვერ უძებნის. ამას, ზოგი ამოუხსნელ ფენომენს, ზოგი უბრალო დამთხვევას, ზოგიც მაგიას უწოდებს. ასეთი უამრავი ფაქტი არსებობს და მასზე გარკვეული კვლევებიც მიმდინარეობს. ასტროლოგი დავით ბუტიკაშვილი დღეს ჩვენი ჟურნალის მკითხველებს, სწორედ ასეთ თემებზე გესაუბრებათ და ისეთ ინფორმაციას მოგაწვდით, რაზეც, ალბათ, ბევრი თქვენგანი დაფიქრებულა.

დავით ბუტიკაშვილი: არ არსებობს კულტურა, სადაც ამა თუ იმ სახით არ იყოს წარმოდგენილი წყევლის სხვადასხვა ვარიანტი.  გაბრაზებული ადამიანი წარმოთქვამს ნეგატიურ სიტყვებს, უსურვებს ამით სხვა ადამიანს ცუდს და ამან არ იმუშაოს, გამორიცხულია. მოსკოვში, ცნობილმა მკვლევრებმა, გარიავინის ხელმძღვანელობით, ჩაატარეს ასეთი ექსპერიმენტი: აიღეს ერთ-ერთი მცენარის თესლი, უარყოფითი სიტყვებით დამუხტეს, ანუ დასწყევლეს და დათესეს. მიღებული შედეგები გასაოცარი იყო. კერძოდ, მცენარეზე წყევლამ ისეთი გავლენა მოახდინა, როგორც ორმოცი ათასი რენტგენის რადიაციული დასხივება იმოქმედებდა. ანუ, თესლის დიდი ნაწილი მიწაშივე ჩალპა, ხოლო რომელიც გადარჩა, მან მუტაცია განიცადა. შემდეგ ჯერზე, მეცნიერებმა მცენარის თესლი დალოცეს და ისე დათესეს მიწაში. აღმოჩნდა, რომ ამან კიდევ უფრო გააძლიერა მცენარის თესლი და გასაოცარი ზრდა დაიწყო.
– როგორც ვიცი, ადამიანის სიტყვებზე წყალიც რეაგირებს და ის გარკვეულ ძალას იძენს. მსგავსი კვლევა ვის აქვს ჩატარებული და რა შედეგებია მიღებული?
– დაფიქრებულხართ, რატომ აძალებენ განერვიულებულ ან შეშინებულ ადამიანს წყლის დალევას? წყალი ისეთი უნიკალური ნივთიერებაა, თუ ადამიანს მას აწვდით და თან ეუბნებით, დალიე და დაწყნარდებიო, ამ დროს თქვენ, ამ სიტყვებით,  წყალში იმ ადამიანისთვის დამაწყნარებელ კოდს დებთ, რაც აუცილებლად იმოქმედებს. ლეგენდებსა და ზღაპრებშიც ხომ გვხვდება უკვდავების მაცოცხლებელი წყალი? აქაც ჩვეულებრივ წყალზეა საუბარი, რომელსაც ადამიანი თავისი ემოციური სიტყვის ძალით მუხტავს და მას მაგიურ ძალას ანიჭებს. იგივე გარიავინმა ჩაატარა ცდები წყალზე და აღმოჩნდა, რომ ადამიანის სიტყვა მართლაც ძლიერ გავლენას ახდენს მის სტრუქტურაზე. უარყოფითი სიტყვები მის სტრუქტურაზე ცუდად მოქმედებდა, დადებითი კი პირიქით, პოზიტიურად მუხტავდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის ორგანიზმი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, წარმოიდგინეთ, რა ემართება, მას, როცა უარყოფითად დამუხტული სიტყვები მისკენაა მიმართული. დალოცვით კი წყლის მოლეკულები ქმნიან სტრუქტურას, რომელიც თავისი ფორმითა და თვისებებით ძალიან ჰგავს დნმ-ის მოლეკულას. აქედან შეგვიძლია დასკვნის გაკეთება. კერძოდ, თუ ლოცვა წყალში აყალიბებს სტრუქტურებს, რაც ძალიან ჰგავს დნმ-ს, ეს ხომ არ არის პირდაპირი მინიშნება იმისა, რომ თავდაპირველად, დედამიწაზე იყო წყალი და შემდგომ დაიწყო ცოცხალმა ორგანიზმებმა ფორმირება. როცა ადამიანი იწყევლება, მისი განცდა და ემოცია სიტყვებს ერთგვარ მაგიურ ძალას ანიჭებს და ამით სიტყვებში დებს ნეგატიურ კოდს. ეს კოდი, შემდგომში ასტრალურ ფორმას ქმნის, რომელიც, დროთა განმავლობაში, მატერიალურ სამყაროში ხორციელდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, მაწყევარი ადამიანი რა ენერგიას დებს ამ წყევლაში. აფრიკელ და ციმბირელ შამანებს აქვთ რიტუალი, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ადამიანი ერთდროულად იწყევლება – გამოხატავენ ერთობლივ ემოციას  და ერთობლივი ემოციის მუხტი აძლიერებს ამ წყევლას. რაც უფრო ძლიერი ემოცია დევს სიტყვებში, მით მეტად მუშაობს ის და რეალურადაც ხორციელდება. წყევლა ძალიან საშიშია და ის რეალურად მუშაობს. თუმცა, არა მარტო დაწყევლილი ადამიანი ვარდება საფრთხის წინაშე, არამედ თავად მაწყევარიც. ის ემოცია, რაც მაწყევარმა წყევლაში ჩადო და კონკრეტული ადამიანის მიმართ გაგზავნა, თავად მის ორგანიზმშიც შავი ენერგიის სახით რჩება. ასტროლოგი ვარ და მუშაობისას უამრავ ადამიანს შევხვედრივარ, რომელთა პირად ჰოროსკოპში პირდაპირაა მითითებული, თუ როგორ მოქმედებს მათზე წყევლა. აქვე, ერთ ისტორიულ ამბავს გავიხსენებ წყევლის ფენომენის შესახებ: მეცხრამეტე საუკუნეში, როცა ამერიკელები აქტიურად იპყრობდნენ მკვიდრი მოსახლეობის ტერიტორიებს,  ინდიანას სენატორმა, პრეზიდენტისგან მიიღო ბრძანება, გაეთავისუფლებინა ტერიტორია ინდიელებისაგან. თუმცა, პრეზიდენტმა კატეგორიულად მოსთხოვა სენატორს, ეს დელიკატურად გაეკეთებინა. სენატორი ბუნებით სასტიკი ადამიანი გახლდათ და ასევე უსწორდებოდა ინდიელებს. ერთ-ერთი ტომის ბელადმა, სეკუმფლემ, დასწყევლა პრეზიდენტი და მიუთითა, რომ მისი სიკვდილის მერე, ყოველ ოც წელიწადში ერთხელ ეს შეეხებოდა ყველა პრეზიდენტს. მისი წყევლა მართლაც ახდა. ჰარისონი გარდაიცვალა 1841 წელს, ისე რომ პრეზიდენტობის ვადა ვერ დაასრულა, ლინკოლნი გარდაიცვალა 1865 წელს, შემდეგ გარფილდი 1881 წელს, მაკკილი – 1901 წელს, ჰარდინგი – 1923, რუზველტი – 1945 წელს და კენედი – 1963 წელს. შეადარეთ მათი სიკვდილის თარიღთა შორის სხვაობა, ის სულ რაღაც 20-23 წელია. აი, რამხელა მუხტი იყო ჩადებული ინდიელი ტომის ბელადის წყევლაში, რომელიც ამერიკის პრეზიდენტების მიმართ გააგზავნა. უნდა ითქვას, რომ ამ წყევლაში მან მთელი თავისი სასიცოცხლო ენერგია გამოიყენა. ფაქტია, ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ამერიკის პრეზიდენტებს, სწორედ სეკუმფლეს წყევლა სდევს თან.
– უძველეს კულტურებში, წყევლას ხომ დაცვისთვისაც იყენებდნენ? მაგალითად, ტუტანჰამონის სამარხი.
– რასაკვირველია, უძველეს კულტურებში წყევლას დაცვისთვისაც იყენებდნენ, დაწყევლილი მითების შესახებ ბევრ ისტორიულ წყაროშიც არის მოთხრობილი. ამის მაგალითია სწორედ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ტუტანჰამონის სამარხი. როცა 1921 წელს ეს სამარხი გათხარეს, მას 22 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამათგან, 11 უშუალოდ მონაწილეობდა გათხრაში, დანარჩენი კი მათი ახლობლები იყვნენ. ასე რომ, წყევლას უძველესი დროიდან იყენებდნენ, გარკვეული რელიკვიების დასაცავად. ჩვენ ვაღიარებთ თუ არა, წყევლა არსებობს, ისევე, როგორც დალოცვის ფენომენი. ამ მხრივ კი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და დედა იქნება, ბებია თუ მასწავლებელი, წყევლისგან თავი უნდა შეიკავონ. ეს ძალიან საშიშია მაწყევარისთვისაც, რადგან ის სხვა ადამიანის ბედში ამ ფორმით ერევა. იმ დანაკარგის ანაზღაურება კი, რაც დაწყევლილს ადგება, ხდება დამაწყევარისგან. ჩემს პრაქტიკაში მქონდა ასეთი შემთხვევა: ჩემთან მოვიდა ქალბატონი, რომელსაც  დაენგრა იდილიური ოჯახი და მეკითხებოდა, ვერ ვხვდები, რატომ მიმატოვა ქმარმა, იქნებ ასტროლოგიური კუთხით რაიმე შეცდომა დავუშვი და გამარკვიეთო. მისი წარსულით დავინტერესდი და საუბარში თქვა, რომ გაცხარებულმა კონფლიქტის დროს მეზობელი დაწყევლა:  არ გეღირსოთ მემკვიდრეო. მართლაც,  იმ ოჯახში მემკვიდრე არ დაბადებულა და უშვილობა ეპიდემიასავით გადაეცა თაობებს. სამაგიეროდ, ამ ქალს, წლების შემდეგ, იდილიური ოჯახი დაენგრა და ქმარმა მიატოვა. ავუხსენი, სწორედ ეს არის მიზეზი ცხოვრება რომ უკუღმართად მოგიტრიალდათ-მეთქი.
– გამოსავალი არ არსებობს?
– ვუთხარი, წადით ილოცეთ, იმ ოჯახზე, მათ გამრავლებაზე და როგორც კი იმ ოჯახში სიტუაცია გამოსწორდება, თქვენც გეშველებათ და ამას იგრძნობთ-მეთქი. დაწყევლილი ადამიანი ხშირად განიცდის წარუმატებლობას, არ გამოსდის საქმე, მუდამ პრობლემების და წინაღობების წინაშეა. ზოგი ადამიანი, წყევლის ზემოქმედების შედეგად ფუფუნებიდან უკიდურეს გაჭირვებაშიც კი ვარდება. გარეშე დარტყმამ, არ არის გამორიცხული, იმდენი ვალი აგაღებინოთ, მთელი ცხოვრება ვერ გაისტუმროთ. ასე რომ, ნუ ეხუმრებით წყევლის ფენომენს, ის მართლაც მოქმედებს და გააჩნია რომელ ადამიანზე რა დოზითა და ფორმით. სხვათა შორის, ბევრი მეკითხება ბუშმა გაანადგურა ერაყი და ის რატომ არ დაწყევლესო (იცინის). ისლამი წყევლის სასტიკი წინააღმდეგია და ეს უდიდეს ცოდვად ითვლება. ამიტომ, მუსლიმანები ნაკლებად იწყევლებიან და ამ ცოდვას ერიდებიან. ქრისტიანობაც კრძალავს წყევლას, მაგრამ ჩვენი ბუნება ხომ იცით? რომ გაბრაზდება ადამიანი, მაშინვე წყევლაზე გადადის და ეს აღარ ახსოვს. წყევლის გარდა, უარყოფითი გამოთქმები და სურვილებიც კი, წყევლის ტოლფასია. ამით სხვა ადამიანის წონასწორობას არღვევთ და ეს მუხტი, დროთა განმავლობაში, ნამდვილად იმუშავებს.
– თუ ასეთ სიტყვებში ემოცია არ არის ჩადებული?
– თუ ასეთ სიტყვებსა და აზრებში ემოცია არ არის ჩადებული, ის არც საშიშია, რადგან სწორედ ემოცია აძლევს ფორმას მას სამყაროში.
– ბევრი ამბობს, მე მსგავსი რამეების არ მჯერა და აქედან გამომდინარე, წყევლა ჩემზე ვერ იმოქმედებსო. თუმცა, ბევრი მათგანი საგვარეულო წყევლის შესახებ ინფორმირებულია.
– არ არსებობს ადამიანი, ვისზეც წყევლა არ მოქმედებს. რაც შეეხება საგვარეულო წყევლას, ესეც რეალურად არსებობს. შეიძლება ძალიან კარგი პიროვნება იყოს, თბილი, ჰუმანური, კეთილი, მაგრამ წინაპრების უღირსი საქციელის გამო, მისი დაბადების მომენტში გენეტიკურ კოდში უარყოფითი მუხტი იდოს. ხშირად მეკითხებიან, როგორ მივხვდეთ, რომ საგვარეულო წყევლა გვდევსო. მე კი ვპასუხობ, თუ პირად ჰოროსკოპში, დაბადების მომენტში, შავი მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოში იმყოფება, ესე იგი,  თქვენ საგვარეულო წყევლის მატარებელი ხართ. რა სიძლიერით მოქმედებს ეს მასზე, ამას თავად გრძნობს. ბევრს მოუყოლია, იქ რომ ჩავდივარ, სადაც წინაპრების ფესვებია, სულ ხიფათი მემართებაო.
– ამ სიტუაციიდან გამოსავალი თუ არსებობს?
– რასაკვირველია, არსებობს ასეთი გზა, კერძოდ, ხშირად წაიკითხეთ წინაპრების მოსახსენებელი ლოცვები, რათა დედამიწაზე მათი დაუსრულებელი კარმული მისია და ცოდვები ამით მოინანიოთ.
– ბატონო დავით, გასაგებია, რომ ადამიანის დნმ-ის კოდი ძლიერი  ემოციის ან წარმოთქმული სიტყვის ფონზე იცვლება. საინტერესოა, ამ დროს სისხლის ჯგუფის შეცვლაც ხდება?
– მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანის სისხლის ჯგუფის შეცვლა სიცოცხლის კანონებს ეწინააღმდეგება, ანუ ადამიანის სიკვდილს იწვევს. ჩვენ ვსაუბრობთ სისხლის შემადგენლობის შეცვლაზე და ეს რეალურად შესაძლებელია. ორგანიზმში მიმდინარე ნეგატიური პროცესები იწვევს სისხლის შემადგენლობის ცვლილებას.

скачать dle 11.3