კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: მაქვს ზოლიანი აგავას ორწლიანი ათი ცალი ნერგი.  სად შეიძლება მისი გაყიდვა და რა ღირს?
პასუხი: დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გამოიყურება ნერგი. შეიძლება, ნერგი ორწლიანი იყოს, მაგრამ არაჯანსაღი, ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა ზომის არის. თუ თქვენი ნერგები ჯანმრთელია, თითოს ფასი დაახლოებით ოცდაათ ლარამდე იქნება. მიმართეთ ყვავილების მაღაზიებს, შესაძლებელია, მათ სჭირდებოდეთ აგავას ნერგები და შეიძინონ.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ბინაში ზამიოკულკასის გახარება და აყვავება?
პასუხი: ეს აფრიკული მცენარე კარგად იტანს ჩრდილში ყოფნას და ამიტომ ოთახის პირობებს ადვილად ეგუება. ის იოლად გასაზრდელია და არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დროდადრო სიმშრალესაც იტანს, მაგრამ, შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს. თუმცა, თუ ჩამოვარდნილ ფოთოლს ტენიან მიწაზე დადებთ, დაფესვიანდება და ორ წელიწადში ახალი მცენარე გექნებათ. ის გაბნეულ შუქზე უკეთ იზრდება. ამ მცენარეს ბუნებრივ გარემოში მწვანე და თეთრი ყვავილები ამოსდის, მაგრამ, ოთახის პირობებში იშვიათად ყვავის.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მივაწოდო ტილანზიას სასუქი?
პასუხი: ზრდის პერიოდში მეოთხედად გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქი თვეში ერთხელ, დანამვისას ან წყალში ჩაშვებისას შეასხურეთ. შეუქმენით მაქსიმალურად ტენიანი გარემო, მაგრამ, ზედმეტი წყალი მცენარის დაღუპვას იწვევს. ამიტომ, აუცილებელია კარგი დრენაჟის მქონე მიწა. ზაფხულში ან ხშირად დანამეთ, რათა მიწა წყლით გაიჟღინთოს, ან, თუ მიწა თითქმის მშრალია, ქოთნის ოთახის ტემპერატურის რბილ წყალში ჩაუშვით და შემდეგ კარგად დაწრიტეთ. ზამთარში იშვიათად მორწყეთ.
კითხვა: როგორ პირობებში ხარობს უკეთ მადაგასკარული ჟასმინი?
პასუხი: ამ მცენარეს კაშკაშა სინათლეზე ყოფნა მოსწონს, მაგრამ, მზისგულს მოარიდეთ. იდეალურია სტაბილური ტემპერატურა – დაახლოებით 30 გრადუსი, უფრო მაღალ ტემპერატურაზე კი მეტი ტენი სჭირდება. ეს მცენარე ვერ იტანს ტემპერატურის ცვლილებას და დაბალ ტენიანობას, ამიტომ, უმჯობესია, მუდმივად ერთნაირ პირობებში ამყოფოთ. დანამეთ რეგულარულად. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრის თვეებში მორწყვა შეამცირეთ და მიწას შეშრობა აცადეთ, ოღონდ, მთლიანად ნუ გამოაშრობთ.
კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა აბუტილონი და როგორ მოვუარო გაზაფხულზე?
პასუხი: თბილ გარემოში აბუტილონს მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს, ხოლო ზამთარში, როცა შედარებით ცივა, მორწყვიდან მორწყვამდე შეშრობა დააცადეთ. აქტიური ზრდის პერიოდში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ, თხევადი ბალანსირებული სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. ძალიან რომ არ გაიზარდოს, აბუტილონი გაზაფხულზე უნდა გასხლათ. თუ წვეროებს წააჭრით, ბუჩქს დაემსგავსება, თუმცა, შეიძლება გვიან აყვავდეს. ზაფხულში აქტიური ზრდის პერიოდი აქვს, ამიტომ, შემოდგომის დასაწყისში, შეიძლება, ხელახლა დასჭირდეს გასხვლა.

скачать dle 11.3