რა მოხდა ამ დღეს
15 ოქტომბერი
1666 – ინგლისის მეფემ, ჩარლზ მეორემ, შემოიღო ახალი მოდა – პირველმა ჩაიცვა ჟილეტი.
1917 – დახვრიტეს მატა ჰარი, ყველაზე ცნობილი ქალი-ჯაშუში. სიკვდილის წინ მან უარი თქვა თვალების ახვევაზე და ჯალათებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.
16 ოქტომბერი
1847 – პირველად გამოიცა შარლოტა ბრონტეს რომანი „ჯეინ ეარი“, რომელსაც მწერალმა ფსევდონიმი, კარერ ბელი, მოაწერა.
1964 – ჩინეთში გამოსცადეს პირველი ბირთვული იარაღი. გადაწყვეტილება საკუთარი ბირთვული არსენალის შექმნის შესახებ ჩინელებმა 1955 წელს მიიღეს.
1978 – კარდინალი კაროლ ვოიტილია აირჩიეს რომის პაპად. მან სახელად იოანე პავლე მეორე დაირქვა. 1542 წლის შემდეგ ეს იყო პირველი არაიტალიელი პაპი.
17 ოქტომბერი
1855 – ინგლისელმა ჰენრი ბესემერმა დააპატენტა ფოლადის წარმოების საკუთარი ტექნოლოგია.
1902 – დეტროიტში გამოუშვეს „კადილაკის“ ტიპის პირველი ავტომანქანა.
1931 – ალ-კაპონეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
1933 – ალბერტ აინშტაინი ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ლტოლვილი.
1962 – ჯგუფ „ბითლზის“ პირველი გამოჩენა ტელეეკრანებზე.
18 ოქტომბერი
1867 – ალასკა რუსეთის მფლობელობიდან გამოვიდა და გადაეცა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
1941 – იაპონიაში დააპატიმრეს საბჭოთა მზვერავი რიჰარდ ზორგე.
19 ოქტომბერი
1860 – გერმანიაში დაარსდა პირველი ქარხანა, რომელიც შიდაწვის ძრავებს აწარმოებდა.
1911 – დაიწყო რუალ ამუნდსენის მოგზაურობა სამხრეთ პოლუსის დასაპყრობად.
1919 – გაზეთ „პრავდაში“ პირველად გამოქვეყნდა ფურმანოვის მოთხრობა ჩაპაევზე.
1944 – შედგა მარლონ ბრანდოს დებიუტი სცენაზე.
20 ოქტომბერი
1818 – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა დაადგინეს კანადის საზღვრები.
1953 – გამოვიდა რეი ბრედბერის ანტიუტოპია – „451 გრადუსი ფარენგეიტით“.
1968 – არისტოტელ ონასისისა და ჟაკლინ კენედის ქორწილი.
21 ოქტომბერი
1520 – ფერნანდო მაგელანმა აღმოაჩინა სრუტე ცეცხლოვან მიწასა და სამხრეთ ამერიკას შორის, რომელსაც მისი სახელი დაერქვა.
1805 – ტრაფალგარის ბრძოლაში ინგლისის ფლოტმა, ჰორაციო ნელსონის მეთაურობით, გაანადგურა საფრანგეთის ფლოტი და ნაპოლეონის იმედები ბრიტანეთის დამორჩილებისა.
1879 – თომას ალვა ედისონმა გამოიგონა ელექტრონათურა.
1923 – მიუნჰენში გაიხსნა მსოფლიოში პირველი პლანეტარიუმი.
1997 – ყაზახეთის დედაქალაქი ალმა-ატიდან ასტანაში გადავიდა.