კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თმის გასაჯანსაღებელი დიეტა

ოცნებობთ ლამაზ თმაზე? შეცვალეთ კვების რაციონი და თქვენი ოცნება რეალობად იქცევა.
საკვებ ნივთიერებებში არსებობს რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ელემენტი, რომლებიც აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენს რაციონში.
ცხიმმჟავების სიმცირის დროს თმა ხდება უსიცოცხლო, კარგავს ბზინვარებას, შრება და იმტვრევა. ამ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია შემდეგი  პროდუქტებით: ცხიმიანი თევზეული, ზღვის პროდუქტები, თხილი, ნიგოზი, გოგრის თესლი, მზესუმზირა, ნუში, ზეთისხილი, ავოკადო და მცენარეული ზეთები.
B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა, უპირველესად, თმაზე აისახება: ჩნდება ქერტლი და თმა მიდრეკილია ზედმეტი ცხიმიანობისკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში დარღვეულია ცხიმების ცვლის ბალანსი. ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ B ჯგუფის ვიტამინებით გაჯერებული პროდუქტები: რძე და რძის ნაწარმი, ქათმის კვერცხი, პარკოსნები, მწვანილი, ბურღულეული, განსაკუთრებით კი – ქერი („პერლოვკა“), მწვანე სალათის ფოთლები.
რკინისა და ცილების ნაკლებობის უმთავრესი ნიშანია თმის ცვენა. თმის ფოლიკულების გამაგრებაში დაგეხმარებათ: ფრინველისა და საქონლის უცხიმო ხორცი, ყველი, სხვადასხვა ხილის ჩირი, თხილი, ნიგოზი. ორგანიზმში რკინის მარაგის შესავსებად ხშირად მიირთვით ღვიძლი, პარკოსნები, გარგარი (კურაგა), სტაფილო და ბულგარული წიწაკა.
ჩამოთვლილი პროდუქტებით შეგიძლიათ, თავად მოიგონოთ საუზმის, სადილისა და ვახშმის რეცეპტები – ეს უფრო სახალისოც იქნება. ოღონდ, მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ხილი და ბოსტნეული ცოცხალი სახით მიიღოთ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ორთქლზე მოამზადოთ. ასევე, აუცილებელია, თმას „გარედანაც“ დაეხმაროთ: ხშირად გაიკეთეთ თეთრი ან მწვანე თიხის, ასევე, ზღვის მარილის ნიღაბი; თავი დაიბანეთ კვერცხის გულით ან ძალიან ხარისხიანი შამპუნით; ყოველ საღამოს თმის ძირებში შეიზილეთ ერთმანეთში შერეული აბუსალათინის ზეთი, A, D და E ვიტამინები (10-10 წვეთი), დილით კი ჩამოიბანეთ ჭინჭრის, გვირილის ან მუხის ქერქის ნახარშით და ბოლოს გადაივლეთ წყალში გაზავებული ვაშლის ძმარი; მაქსიმალურად შეეცადეთ, არ გაიშროთ თმა ფენით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მაინც შეიკავეთ თავი ქიმიური დახვევისგან.
თუ ამ წესებს შეასრულებთ, რამდენიმე თვეში თავად დარჩებით შედეგით გაოცებული.

скачать dle 11.3