კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: რა არის შელაკი?
პასუხი: ეს არის ფრჩხილებზე წასასმელი ნივთიერება – ლაკისა და გელის „ჰიბრიდი“, რომელიც გამოიყენება ფრჩხილების დაგრძელებისას. გელის წყალობით, შელაკი ფრჩხილზე ძლებს 14 დღის განმავლობაში და არ იცრიცება. პროცედურის ჩატარების წინ ფრჩხილები აღარ საჭიროებს სპეციალურ გაქლიბვას, ხოლო, დაგრძელების დროს, კი არ აზიანებს, პირიქით, უფრო ამაგრებს ფრჩხილების ზედაპირს.
კითხვა: მაინტერესებს, რაში გამოიყენება მწვანე თიხა?
პასუხი: მწვანე თიხის ფუძეზე ამზადებენ (სახლის პირობებში) ნიღბებს პრობლემური კანისთვის. თიხის მწვანე ფერს განაპირობებს მასში დიდი რაოდენობით არსებული ვერცხლი, ეს ნივთიერება კი, როგორც ვიცით, ანტიბაქტერიული და გამწმენდი თვისებებითაა ცნობილი.
კითხვა: სადღაც წავიკითხე, რომ ბრინჯი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კანის გასაწმენდად. მართალია თუ არა ეს?
პასუხი: ამ საიდუმლოს პირველად ჩინელმა ქალებმა მიაგნეს და დღემდე აქტიურად იყენებენ ბრინჯს გამწმენდი ნიღბის ნაცვლად. 1 სადილის კოვზი ბრინჯი ისე დანაყეთ, რომ მარცვლები დაიმტვრეს, დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი წყალი და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ მასში დაასველეთ დოლბანდის ან მიტკლის ნაჭერი, დაიფინეთ ტონიკით ან ლოსიონით გაწმენდილ სახეზე (ყელსა და დეკოლტეზეც შეიძლება), 20 წუთის შემდეგ კი წაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი. შეგიძლიათ, სახე გაიწმინდოთ ბრინჯის ნაყენში დასველებული დოლბანდის ტამპონით  და მერე წაისვათ მკვებავი.
კითხვა: როგორ უნდა დავიხვიო თმა ეგრეთ წოდებული „მაშებით“, რომ ლოკონები მალე არ დამეშალოს?
პასუხი: იმისთვის, რომ ლოკონები მალე არ დაგეშალოთ, სულაც არ არის საჭირო, ცხელ „მაშებში“ თმა დიდხანს გააჩეროთ, პირიქით, ზედმეტი გადახურების დროს ლოკონი კარგავს როგორც მოცულობას, ისე ბზინვარებას. ამიტომ, ცხელ „მაშებს“ შორის თმის გაჩერება 5 წუთზე მეტხანს არ არის მიზანშეწონილი.
კითხვა: მართალია თუ არა, რომ ზოგიერთი საკვები პროდუქტი გვიცავს ზედმეტი დასხივებისგან?
პასუხი: დიახ, ეს მართალია. მაგალითად, ცოცხალი პომიდორი და საზამთრო შეიცავს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს – ლიკოპინს, რომელიც იცავს უჯრედებს მზის სხივებით გამოწვეული დაზიანებისა და დაბერებისგან, მაგრამ, ცხადია, ბოლომდე დაცვას ვერ შეძლებს. ამიტომ, მზეზე გასვლის წინ მიირთვით ეს პროდუქტები და „წაახმარეთ“ დამცავი კრემი.

скачать dle 11.3