კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ სჭირდება გიორგი ნაზღაიძეს ბევრი ბიჭი მოდელი და რატომ იქნება მის მიმართ ყველა ქალი უძლური

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე რომ სკანდალებით გამოირჩევა ქართულ-შოუ-ბიზნესში, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია. ფურორი კი, საზოგადოებაში  მოახდინა ანრი ჯოხაძის ბოლო კლიპმა, რომელშიც გიორგიც იღებს მონაწილეობას საკმაოდ თამამი როლით. გარდა იმისა, რომ სკანდალები მისი ცხოვრების განუყრელი ნაწილია, ის  თავისი სახელით აპირებს მამაკაცის ტანსაცმლის კოლექციის გაკეთებას, რომლის მეგა-შოუ ნიუ-იორკში შედგება. ამ ყველაფრის შესახებ, გიორგი ექსკლუზიურად ჩვენთან საუბრობს.

– ჩემი ახალი საქმიანობა გულისხმობს იმას, რომ მე, გიორგი ნაზღაიძე, საკუთარი სახელითა და გვარით გამოვუშვებ ბრენდს, რომელზეც აუცილებლად ეწერება: „დამზადებულია საქართველოში“, რასაც ბევრი დიზაინერი არ აკეთებს. იქნება მეგა-შოუ და ძალიან ბევრი ბიჭი მოდელი. მამაკაცების ამ კოლექციაში ყველა ქალი უძლური იქნება.
 – მაინცდამაინც ახლა რატომ გადაწყვიტე ჩვენების მოწყობა?
– უკვე ერთი წელია,  შექმნილი მაქვს მამაკაცის ტანსაცმლის ესკიზები. ეს კოლექცია Georgian Fashion week-ზე დაიწუნეს, ანუ, დამბლოკეს, მაგრამ, ბოლოს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დამაფასეს, მოიწონეს ჩემი კოლექცია, დამაფინანსეს, მიმიწვიეს ნიუ-იორკში და დეკემბერში იქვე გაიმართება ჩვენება. ეს, ალბათ, ყველასთვის შოკი იქნება.
– ვინ მიგიწვია?
– ეს არის არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაცია. დაინტერესდნენ და მითხრეს, რომ გადაგზავნიდნენ ნიუ-იორკში. მოწონების შემთხვევაში, დამაფინანსებდნენ და ამ ყველაფერს არ ექნებოდა ერთჯერადი სახე. ეს ამბავი არავინ არ იცის და თქვენი ჟურნალის საშუალებით ყველა გაიგებს.
– სხვა დიზაინერების მხრიდან კრიტიკისთვის მზად ხარ?
– მე ყოველთვის მზად ვარ კრიტიკისთვის. არა მგონია, ჩვენი დიზაინერები ამით გაღიზიანდნენ. შურიანი ადამიანი არ დაილევა ქვეყანაზე, მაგრამ, მე ყველას პატივს ვცემ, არავის არ ვუწევ კონკურენციას, უბრალოდ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ჯერჯერობით მხოლოდ მამაკაცის ხაზზე ვიმუშავებ და ეს კოლექცია რაოდენობრივად გრანდიოზული იქნება.
– თქვი, Georgian Fashion week-ზე დამბლოკესო. შენი აზრით, მიზეზი რა იყო?
– ალბათ, მიზეზი იყო ის, რომ გიორგი ნაზღაიძეს დიდი ამბიციები აქვს და ერთ-ერთი ამბიცია მაინც უნდა ჩავუკლათო (იცინის).
– მოდი, ვისაუბროთ ანრი ჯოხაძის ახალ კლიპზე, რომელშიც შენ მონაწილეობ. რამ გადაგაწყვეტინა ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმა?
– პირდაპირ გეტყვი, რომ არაერთი თამამი ნაბიჯი მაქვს გადადგმული. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ანრისთან. დამირეკა ადამიანმა, შემომთავაზა. უნდოდა დახმარება, ეძებდა სიმპათიურ, ნიჭიერ ბიჭს და მეც დავთანხმდი. ეს არის ჩემი საქმე, ჩემი სფერო და, როდესაც ისეთ კლიპში ვიღებ მონაწილეობას, რომელიც შემდეგ ხმაურს გამოიწვევს, ძალიან მიყვარს.
– როგორც ვიცი, ეს კლიპი ინტერნეტსივრციდან წაშალეს.
– დიახ, დაბლოკეს. ალბათ, ქართველი საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის სიშიშვლე და ცოტათი „+18“ მიუღებელია, მაგრამ, ეს კლიპი გადატანითი მნიშვნელობის არის და ანრიმ არჩევნებს დაამთხვია. მე ეს ვიდეო გადმოვწერე და ჩემი ხელით ავტვირთე „ფეისბუქზე“, რომელიც ჩემ გარეშე ვერ დაიბლოკება.
– რადგან „ფეისბუქი“ ახსენე, შენს გვერდზე ვნახე ერთი ვიდეო, სადაც ქართველ ტელეწამყვანებს მოუწოდებ, რომ გადაცემაში სექსით დაკავდნენ. ეს რატომ გააკეთე?
– დიახ, ვთქვი, რომ ოცდამეერთე საუკუნეა და სირცხვილი აღარ არის-მეთქი (იცინის). უბრალოდ, ეს იყო მოყვარულის მიერ გადაღებული ჩანაწერი, რომელიც მე მერე ამოვჭერი და ავტვირთე „ფეისბუქზე“. არ მეგონა, ასეთ ხმაურს თუ გამოიწვევდა.
– ძალიან უკომპლექსო ადამიანი ყოფილხარ. ასეთ სკანდალურ განცხადებებს რატომ აკეთებ, იმიტომ ხომ არა, რომ ხალხის ყურადღება მიიქციო?
– არა, რატომ?! ყველას გვაქვს კომპლექსი. ალბათ, მეც მქონდა კომპლექსი, მაგრამ შინაგანად მოვკალი. ადამიანი თუ საინტერესოა, ის სკანდალის გარეშეც მიიქცევს ყურადღებას. შეიძლება, ადამიანმა ერთი წიგნი დაწეროს, მაგრამ, ისეთი საინტერესო იყოს, რომ მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს. ძალიან ბევრი ცდილობს, ჩემი კოპირება გააკეთოს. სხვადასხვა გადაცემაში ბევრჯერ მინახავს, ჩემი ისტორია სხვას მოუყოლია. გიორგი ნაზღაიძე მარტო სკანდალით არ გახდა პოპულარული. მე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ნიჭით, ჩემი შესაძლებლობებით გავხდი პოპულარული.
– ახალ კლიპს ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ?
– ჩემს აზრს დიდ პატივს სცემენ. იციან, რომ მე არ ჩავიდენ ისეთ საქციელს, რომლითაც მათ შევარცხვენ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეურაცხმყოფელად „მიტევენ“, მაგრამ, მეც იგივენაირად ვპასუხობ.
– არ გაქვს ხოლმე მომენტები, როდესაც ფიქრობ, რომ ასეთი სკანდალური ცხოვრებით დაიღალე?
– ჩემს მეგობრებს ხშირად უთქვამთ, შენ ვერ აღიქვამ საკუთარ პოპულარობასო. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ყველანი მოკვდავები ვართ. რატომ უნდა ვიყო თავაწეული? მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. შოუ-ბიზნესის ძალიან ბევრი წარმომადგენელი ვიცი, რომლებიც ძალიან ამბიციურები არიან, მაგრამ, ჯიბე რომ ამოუტრიალო, გახვრეტილი მონეტაც კი არ უგდიათ. იმ საზოგადოებამ, რომელმაც გაგხადა პოპულარული, ძალიან ადვილად შეუძლია, მანვე დაგაგდოს ძირს. პატივი უნდა სცე იმ საზოგადოებას, რომელმაც შეგიყვარა.
– ჭორებზე რა რეაქცია გაქვს ხოლმე?
– უი, ძალიან ვხალისობ (იცინის). ხანდახან მეც ჩამიგდია ხოლმე ჭორი. გულზე მაშინ მხვდება, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ღიზიანდებიან.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– ყველაფერი ძალიან კარგად არის. უკვე რამდენიმე თვეა, შეყვარებული ვარ. ქართველია, მაგრამ, საქართველოში არ ცხოვრობს. ძალიან ლამაზია, განათლებული, ადამიანებთან ურთიერთობის კარგი ნიჭი აქვს.
– როგორც ქართველი მამაკაცი, აზიატი ხომ არ ხარ?
– მომთხოვნი ვარ, ვითხოვ სიყვარულს, სითბოს. ეჭვიანიც ვარ, მაგრამ, ძალიან არ ვზღუდავ. უბრალოდ, არაფერი არ უნდა დამიმალოს, თორემ, არაფერი რჩება ჩემი გაუგებარი (იცინის).

скачать dle 11.3