კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოიწონა სრულიად მოდის სამყარომ „ფერეს“ ახალი შემოდგომა-ზამთრის კოლექცია

სამწუხაროა, მაგრამ, მოდის სახლ „ფერეს” კოლექციებს ბოლო დროს იმხელა ყურადღებას აღარ უთმობენ. ლეგენდარულ იტალიელ დიზაინერს „მოდის არქიტექტორს“ უწოდებდნენ, მან შეცვალა გასული საუკუნის მეორე ნახევარში მოდაზე წარმოდგენა, მის დანატოვარს კი დღეს როგორც მოცემულობას, ისე აღიქვამენ – თითქოს ის უნდა იყოს და მასზე ზედმეტი საუბარი აღარც არის საჭირო.
 პროფესიით არქიტექტორმა, შეცვალა ქალების დამოკიდებულება მოდის მიმართ – სინაზის გამომხატველი ელემენტებიდან ისინი „მკაცრ კონსტრუქციებზე“ გადაიყვანა, რითაც სამყაროს აჩვენა სუსტი სქესის ძლიერი მხარეები. თავად ჯანფრანკო ფერეს გარდაცვალების შემდეგ ბევრი დიზაინერი გამოიცვალა და, ბოლოს, მის მიერ დაწყებულ საქმეს სათავეში სტეფანო სიტრონი და ფედერიკო პიაჯი ჩაუდგნენ. კომპანიამ ბევრი ძებნის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მთავარი საქმე იმ ადამიანებისთვის მიენდო, რომლებიც თავად მაესტროს ასისტენტებად მუშაობდნენ. მოდის კრიტიკოსები გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ მილანის მოდის კვირეულზე წარმოდგენილ 2012-2013 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, რომელიც წყვილის მიერ ნაჩვენები მეორე დამოუკიდებელი კოლექცია იყო. ფერეს არქიტექტურა სიტრონმა და პიაჯიმ ხელუხლებლად დატოვეს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საღამოს კაბების ნაწილმა, რადგან, არავინ ელოდა, რომ ასეთი მკაცრი ხაზები ამავდროულად ასეთი ნაზი იქნებოდა.
 წყვილმა მთავარი აქცენტი აჭრაზე გააკეთა – უცნაური ჭრებით მათ საოცარ შედეგს მიაღწიეს. საღამოს კაბებს დიდი ჯიბეები გაუკეთეს, თუმცა, ამით მათი სწორხაზოვნება და არქიტექტურა არ დარღვეულა. კაბები ცალკე აღნიშვნის ღირსია, რადგან, ცივი სეზონების კაბები დიზაინერების უმრავლესობას ისეთი უხეში შესახედაობის გამოსდის, რომ, ამა თუ იმ წვეულებაზე მათი ჩაცმა არც ღირს, თუ იდეალური აღნაგობა და ბალერინას სიმსუბუქე არ გაქვთ. „ფერეს” შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა – მკაცრი და უხეში ქსოვილებისგან საოცრად ნაზი კაბებია შექმნილი – ერთი მხარი სექსუალურად მოშიშვლებული და უზომოდ მიმზიდველია.
 რაც შეეხება კოლექციის პირველ ნაწილს, თუკი „ფერეს” დაუჯერებთ, ამ ზამთარს თბილად, კომფორტულად და ძალიან ლამაზად გამოწყობილები გაატარებთ. ბეწვის ელემენტებით გაფორმებული პალტოები და პიჯაკები; მაღალი, თავისუფალი სტილის ტყავის ხელთათმანები; მოკლე, სქელი შარვლები და ლამაზი ფეხსაცმელები – ამაზე მეტი რა უნდა ინატრო ცივ ზამთარში! ულამაზესი იყო უსაყელო, ფენებად აჭრილი თხელი მოსაცმელები და პიჯაკები. კლასიკური, საქმიანი სტილის პიჯაკი საოცარ ქალურობას იძენდა ისეთი ორიგინალური დეტალებით, როგორიც არის ინგლისური პიჯაკის განიერი საყელო, რომელიც სამ სხვადასხვა ტონალობის ფენად იყო დაყრილი მკერდზე. ზოგადად, მთელი კოლექცია სულ რამდენიმე ტონალობაში იყო გადაწყვეტილი. დიზაინერებმა უარი თქვეს ფერების არევაზე. შარვალი, პალტო, ხელთათმანი და ფეხსაცმელი – ერთ ანსამბლში, ერთ ფერში იყო გადაწყვეტილი. თეთრი, ბაცი და მუქი ნაცრისფერი, შავი და ჭაობისფერი მწვანე – ეს ის ფერებია, რომლის მორგებასაც „ფერე” შემოდგომა-ზამთრის სეზონზე გვირჩევს. მისი რჩევების გათვალისწინება ნამდვილად ღირს – ჩაიცვით იტალიურად და თავს მსუბუქად, თავისუფლად, ელეგანტურად და განსაკუთრებულად იგრძნობთ.

скачать dle 11.3