კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალის ჭკუა


კონფუცის უთქვამს (და ამის შემდეგ მას პატივს ვეღარ ვცემ), ჩვეულებრივ ქალს ჭკუა ზუსტად იმდენი აქვს, რამდენიც ქათამს, არაჩვეულებრივს კი – იმდენი, რამდენიც ორ ქათამსო!..  მაშინ, რაღა უნდა ითქვას იმ მამაკაცებზე (და ასეთები საკმაოდ ბევრია), რომლებიც „ქათმების“, უკაცრავად – ქალების ჭკუაზე დადიან?! მამაკაცები ხშირად შედიან ჩიხში აბსურდის მტკიცებითა და უაზრო სიჯიუტით.
მაგალითად, ნაპოლეონს მიაჩნდა, რომ ქალისთვის სრულიად საკმარისი იყო, ქმრის პერანგი სერთუკისგან გაერჩია – მეტი გონება მას არ სჭირდებოდა; რეალურად კი, ის ხშირად ხელმძღვანელობდა თავისი მეუღლის, ჟოზეფინას რჩევებით და არაერთხელ გამოუხატავს აღფრთოვანება მისი ჭკუის გამო. ანუ, რა ხდება? მამაკაცებმა ძალიან კარგად იციან, რომ ქალი ჭკვიანია, ზოგჯერ კაცზე უფრო ჭკვიანიც, მაგრამ, ამის აღიარება პირად შეურაცხყოფად მიაჩნიათ, შედეგად კი თავადვე ზარალდებიან. ფსიქოლოგები ერთხმად მივიდნენ დასკვნამდე, როცა მილიონზე მეტი წყვილი გამოკითხეს და შედეგები შეაჯამეს: თუ მამაკაცს უნდა, რომ დიდხანს იცოცხლოს, მაშინ გვერდით ჭკვიანი და განათლებული  ქალი უნდა ჰყავდეს.
ისევ მაგალითისთვის: ქალს შეუძლია, ერთბაშად დაბრძენდეს და დაჭკვიანდეს ან, პირიქით – თავი სულელად მოგაჩვენოს. მაგრამ, თუ კაცი სულელია, მას უკვე აღარაფერი ეშველება... ქალის ჭკუაზე მცდარი შეხედულებაც მამაკაცის უჭკუობის ნათელი დადასტურებაა...

ჭორსაც არა უშავს...

როგორ შეიძლება, ჭორი სასარგებლო იყოს?! ან, სხვანაირად დავსვათ შეკითხვა: შეიძლება კი, ჭორი იყოს სასარგებლო?! თურმე, შეიძლება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერში პოზიტივს ხედავენ, ანუ, ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით უყურებენ... ერთი მხრივ, ეს ცუდია, მაგრამ, მეორე მხრივ, რა სჯობია იმას, თუკი საკუთარ თავს მოწყენილობისა და სევდის უფლებას არ მისცემ?! სწორედ ამ ტიპის ადამიანები ამბობენ, რომ ჭორსაც მოაქვს სარგებელი, თანაც, არცთუ უმნიშვნელო. მოდი, ჭორს ჯერ ნეგატიური მხრიდან შევხედოთ: ძალიან ხშირად, ჭორი ადამიანების ნერვიულობის, ცრემლების, ჩხუბისა და სკანდალების მიზეზია, მაგრამ, ვაღიაროთ – ჭორი ბოლომდე საშინელება რომ იყოს, არავინ იჭორავებდა. ის ხომ ბუმერანგივით ბრუნდება უკან: დღეს შენ იჭორავებ სხვაზე, ხვალ კი თავად აღმოჩნდები ჭორების ეპიცენტრში. ჭორი – ეს არის ინფორმაციის გადაცემა თავისუფალი, ინდივიდუალური ინტერპრეტაციით. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ემოციებით, ფანტაზიის უნარითა და მასშტაბებით. ამიტომაც, ჭორის – ინფორმაციის ეტაპობრივი „მოდელირება“ სრულიად ბუნებრივია. მთავარი ის არის, ჩვენ როგორი რეაგირება გვექნება ჭორზე. თუკი თავად მოგვწონს, როცა სოციალურ ცნობისმოყვარეობას ვიკმაყოფილებთ, მაშინ, ვაცადოთ სხვებსაც, რომ ცოტათი გაერთონ. დიახ, ჭორი ხშირად უფრო გასართობია, ვიდრე სერიოზულად აღსაქმელი მოვლენა. ამიტომაც, შეხვდით მას პოზიტიურად და მშვიდად. ცოტა ირონიით და ცოტა ხუმრობით – ამით სტრესსაც აიცილებთ თავიდან და ჭორსაც გადაუკეტავთ სათავეს!

არავითარი კოშკები

„რა კარგი იქნებოდა, რომ“... – ეს უკვე ის არის, რასაც ჩვენი ფანტაზიები ჰქვია... ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ნათქვამია, მაგრამ, შეიძლება, ჩვენ თავად მოვკლათ ოცნება, რაც, სულ მცირე, გულგატეხილობამდე, უარეს შემთხვევაში კი – დეპრესიამდე  მიგვიყვანს. თუ გსურთ, თქვენი ცხოვრება გამჭვირვალე, ნათელი ფერებით და გამართლებული იმედებით გაჯერებული გახდეს, მხოლოდ ოცნება კი არა, გამბედაობა და მოქმედებაა საჭირო და, მაშინ, ოცნება რეალობად იქცევა, შეუძლებელი კი – შესაძლებლად...
წარუმატებლობის შიში მუდმივად თან სდევს ადამიანს: ზოგს – მეტად, ზოგს – ნაკლებად. თუ შეგწევთ უნარი, თამამად დადგეთ თქვენი სურვილების განხორციელების გზაზე, არ მოუსმინოთ პესიმისტებს, რომლებიც გეტყვიან, რომ იღბალი თან უნდა დაგყვეთ და მაშინ ცოტა ოცნება ნამდვილად არ გაწყენთ. სანამ იფიქრებთ, რომ ოცნება ყოველთვის ოცნებად დარჩება, ის ვერასოდეს იქცევა რეალობად. ლატარიაში ფულის მოგება თუ გინდათ, ერთხელ მაინც უნდა იყიდოთ ლატარიის ბილეთი – ეს, რა თქმა უნდა, ასეა. მაგრამ, ადვილი არ არის, საკუთარი მომავალი ოცნების მიხედვით ააშენო. აუცილებლად დაიწყეთ მოქმედება. ნებისმიერი ურთულესი ამოცანაც კი ადვილად გადაიჭრება, თუკი მის არსს სწორად ჩაწვდებით. რა ეტაპები უნდა გაიაროთ, რომ ოცნებამ ნელ-ნელა ხორცი შეისხას?! უპირველესად გააკეთეთ ყველაფერი, რომ პატარ-პატარა ოცნებები აიხდინოთ. ამით რეალობას არ მოსწყდებით და გექნებათ სტიმული უფრო თამამი ნაბიჯების გადასადგმელად.
ურთიერთობა – ცოტათი თამაშია

ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის – ეს ყოველთვის ჰგავს თამაშს: ხან სერიოზულს, ხანაც – მსუბუქს. თამაშს კი, მოგეხსენებათ, წესები აქვს. ჰოდა, როცა რაღაც არ გამოდის, იმას ნიშნავს, რომ თამაშის წესები უნდა შეიცვალოს. ჯობია, სხვებს კი არ ვუყუროთ შურის თვალებით, არამედ, ვიფიქროთ საკუთარ შესაძლებლობებზე, ანუ, აუცილებელია, იცოდეთ, როდის ითამაშოთ, რა დოზით და როგორ. მაგალითად, თუ მიგაჩნიათ, რომ საპირისპირო სქესი ვერ გამჩნევთ, არ ხართ მათი ყურადღებით  განებივრებული, იმათ კი ნუ დაადანაშაულებთ, მოიქეცით გონივრულად და შეიმუშავეთ მოქმედების ახალი გეგმა. არასოდეს თქვათ: „რა იპოვა ნეტავ მასში? რითი დააინტერესა და მოხიბლა ასე?..“ საქმე ისაა, რომ ყველას საკუთარი ხედვა აქვს. აქტიურად ნუ ჩაერთვებით პოტენციურ კონკურენტებთან ბრძოლაში, შეიმუშავეთ სტრატეგია და ტაქტიკა და ქალები თქვენს სასარგებლოდვე გამოიყენეთ.
რა იგულისხმება თამაშში?! ყველაფერი, რაც მასთან დაახლოებასა და ურთიერთობის აწყობაში შეგიწყობთ ხელს. ანუ, ზოგჯერ ნამდვილად არ არის აუცილებელი გულწრფელობა. საკუთარი თავის „ხელისგულივით გადაშლა.“ ისწავლეთ ტიპაჟების ამორჩევა. ნუ აღიქვამთ ადამიანებს და ყოველდღიურობას ერთფეროვნად, ნურც ერთგვაროვნად... ნუ დაუწყებთ ძებნას თვალშისაცემად გამორჩეულ ტიპაჟებს. ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი, რისთვისაც მისი შეყვარება შეიძლება.
და, კიდევ: თამაშის ერთ-ერთი წესია – იზრუნო საკუთარ გარეგნობაზე. როგორი კმაყოფილიც არ უნდა იყოთ თქვენი ვიზუალით, მუდმივად განაახლეთ ის. როცა ადამიანი ხშირად იცვლის სტილს, ვარცხნილობას, ანუ, ვიზუალს, ის აუცილებლად აღმოჩნდება ყურადღების ცენტრში. მთავარია, არ გადალახოთ ზომიერების ზღვარი.

скачать dle 11.3