კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ხუთი წელია, მაქვს ნევროზი (რომლისგანაც ვერ განვიკურნე) და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია. მაინტერესებს, იწვევს თუ არა ნევროზი თმის ცვენას (თითქმის სულ გავმელოტდი) და სახის ნაკვთების გაუხეშებას (ცხვირის, შუბლის, კანის და ასე შემდეგ)?
პასუხი: სტრესებისა და ნევროზების დროს თმის ცვენა და კანის ცვლილებები საკმაოდ ხშირი მოვლენაა, მაგრამ, ასეთი ცვლილებები ხშირია, ასევე, ენდოკრინული სისტემის პათოლოგიის დროს. იქნებ, ენდოკრინოლოგისთვის მიგემართათ?
კითხვა: როგორ შეიძლება იმოქმედოს პრეპარატ „ბელოსალიკის“ ორკვირიანმა გამოყენებამ ფსორიაზის გამწვავებისას, 13 კვირის ორსულობაზე?
პასუხი:  პრეპარატ „ბელოსალიკის“ ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა კორტიკოსტეროიდული ჰორმონი – ბეტაეტაზონი. ამ ჯგუფის პრეპარატები ორსულობის სხვადასხვა ვადებზე ხშირად გამოიყენება. ამას გარდა, წამლის გარეგანი გამოყენებისას იშვიათია მისი სისტემური მოქმედება მთელ ორგანიზმზე. თქვენი შემთხვევა არ არის საშიში და, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ორსულობის შეწყვეტის საფუძვლად ჩაითვალოს.
კითხვა: რეკომენდებულია თუ არა გამწმენდი ოყნები?
პასუხი: ოყნები დასაშვებია იშვიათ შემთხვევებში, მაგალითად, გამოკვლევისთვის მომზადების დროს. ოყნით ორგანიზმის გაწმენდისას დიდი რაოდენობით  ნაწლავური მიკროფლორა ირეცხება. ამიტომ, ხშირი პროცედურები, შესაძლოა, დისბაქტერიოზის, ანემიისა და კანის სიმშრალის მიზეზი გახდეს.
კითხვა: იყენებენ თუ არა ლიდოკაინს ინტრავენურად, რა დოზით და რა გვერდითი მოვლენები აქვს?
პასუხი: ლიდოკაინს ინტრავენურად გულის რიტმის ისეთი დარღვევების დროს იყენებენ, როგორიცაა პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია და ტაქიკარდია, ოღონდ, მკაცრად ექიმის დანიშნულების მიხედვით. გვერდითი მოვლენებია: ალერგია (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით), გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია (წნევის ვარდნა), გულისცემის სიხშირის გაიშვიათება, კრუნჩხვები და სხვა.
კითხვა: ექოსკოპიურად დამიდგინეს ღვიძლისა და პანკრეასის დიფუზური ცვლილებები; ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი; გათიშული ნაღვლის ბუშტი. საჭიროა თუ არა ოპერაცია?
პასუხი: ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობა ოპერაციისთვის ჩვენებას წარმოადგენს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ გათიშული ნაღვლის ბუშტი ტკივილის შეტევებს არ იწვევს, მაგრამ, აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოებზე, პირველ ყოვლისა – პანკრეასზე (კუჭქვეშა ჯირკვალზე) – შეიძლება, მწვავე ან ქრონიკული პანკრეატიტი განვითარდეს. ამიტომ, უმჯობესი იქნება გეგმურად ოპერაციის გაკეთება.
კითხვა: გთხოვთ, ჩამომითვალოთ ის პროდუქტები, რომლებიც გაზების წარმოქმნას იწვევს.
პასუხი: გაზების გაძლიერებულ წარმოქმნას, ფაქტობრივად, ყველანაირი უმი ბოსტნეული და ხილი იწვევს. დააკვირდით, რომელი მოქმედებს კონკრეტულად თქვენზე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3