ეტოო უკმაყოფილოა
მახაჩკალის „ანჟის” კამერუნელი ვარსკვლავი სამუელ ეტოო უკმაყოფილოა საცხოვრებელი პირობებით მოსკოვში. ცნობილია, რომ დაღესტნური კლუბის უცხოელი ლეგიონერები უსაფრთხოების გამო მოსკოვში ცხოვრობენ. სამუელ ეტოომ ამას წინათ აჩვენა ჟურნალისტებს თუ რა „რთულ” პირობებში უწევს ცხოვრება: ეტოოს პენტჰაუსი, რომელიც მოიცავს ათას კვადრატულ მეტრ ფართობს, ოთხსართულიანია, აქვს საკუთარი აუზი, საუნა და ლიფტები; გარდა ამისა, იშლება ბრწყინვალე ხედი მოსკოვზე. ამ ბინის დაქირავება „ანჟის” თვეში 80 ათასი ევრო უჯდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ეტოო უკმაყოფილოა, რომ აუზის წყალს სათანადოდ არ უვლიან; ასევე, მას არ აკმაყოფილებს პლაზმური ტელევიზორის გაბარიტები. ცნობისთვის, სამუელ ეტოო „ანჟიში” ხელფასის სახით ერთ სეზონში 20 მილიონ ევროს იღებს.