დანი ალვეშის „გერლფრენდის“ სარისკო წინადადება
„ბარსელონელი” დანი ალვეშის ვარსკვლავურმა „გერლფრენდმა“, მოდელმა ბარ რაფაელიმ, საინტერესო განცხადება განათავსა ინტერნეტში. ერთ დროს ლეონარდო დიკაპრიოს საცოლემ ჩაწერა ვიდეორგოლი, რომელშიც მოუწოდებს თავის თაყვანისმცემლებს, რომ ეროტიკული ვიდეოების სანაცვლოდ ფული გადაურიცხონ. რაფაელის თქმით, ის აპირებს, გადაიღოს რამდენიმე ეროტიკული ვიდეო და ამ ყველაფერში მხოლოდ 10 ათას დოლარს მოითხოვს. ამასთან, ლამაზმანის ცნობით, მას, ვინც დამატებით კიდევ 1 000 დოლარს გადაიხდის, შეეძლება გადაღების პროცესზე დასწრება. ვიდეორგოლის ბოლოს ჩნდება ანიმაცია, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ იმარხება რაფაელი ფულით სავსე საფლავში და ჩნდება მოწოდება, რომ ბარ რაფაელი ამ გზით ცდილობს, აცნობოს საზოგადოებას, რომ ფულის სანაცვლოდ ეროტიკული ვიდეოების გადაღება სარისკო საქმეა.