კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: საოჯახო საჭიროებისთვის ფულის შეგროვება ჩაეთვლება თუ არა ვერცხლისმოყვარეობის ცოდვად დიასახლისს?
პასუხი: კეთილი საქმეებისთვის ფულის შენახვა არ არის ვერცხლისმოყვარეობა. თუმცა, ზოგადად, ფულის შეგროვება შეუფერებელი საქციელია ქრისტიანისთვის. ჯობია, ის მოახმაროთ კეთილ საქმეებს.
კითხვა: რა სახით ეცხადება მორწმუნე ადამიანს უხილავი მტერი?
პასუხი: მშიშარას თავს ესხმის ძრწოლითა და მოჩვენებებით; სხვას – ცილისწამებით, მტრობით; სწავლულს – სიამაყით; ახალგაზრდას – ბიწიერი აზრებით; მოხუცს – სიზარმაცით, მავნე ჩვევებით და ასე შემდეგ.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც უფროსი მას ხელმძღვანელ თანამდებობაზე ირჩევს, ხოლო მისი კოლეგების უმრავლესობა წინააღმდეგია?
პასუხი: ყოველგვარი არჩევანი წევრთა ერთსულოვნებას მოითხოვს. თუ ხედავ, რომ შენი არჩევა ხალხს არ სიამოვნებს, განერიდე და ამით დაამშვიდე ისინი, რადგან, როგორი ღირსეულიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ მისი არჩევა შუღლსა და შფოთს გამოიწვევს, ეს ყველასთვის საზიანო იქნება.
კითხვა: ყოველთვის უნდა ვთქვათ თუ არა სიმართლე?
პასუხი: ვინც იცის სიმართლე და მას დაფარავს, ცრუ მოწმეს ემსგავსება, მაგრამ უნდა სდუმდე მაშინ, როდესაც იცი, რომ შენს ნათქვამ სიმართლეს უბედურება მოაქვს კაცთათვის.

скачать dle 11.3