კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თაფლი „ემ ენდ ემსისგან“

ჩრდილოაღმოსავლეთ საფრანგეთში ფუტკრებმა უჩვეულო – ლურჯ-მწვანე ფერის თაფლის „წარმოება“ დაიწყეს. მეფუტკრეებმა განგაშის ზარი ჯერ კიდევ აგვისტოში შემოჰკრეს: ელზასში, რიბოვილის კომუნაში, შენიშნეს, რომ ფუტკრები თაფლის ნაცვლად გაურკვეველ ფერად სუბსტანციას აწარმოებდნენ.
საგონებელში ჩავარდნილმა მეპატრონეებმა გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ მათი „წუნდებული“ პროდუქციის მიზეზი „M&M’s“-ის მწარმოებელი ფაბრიკა Mars-ის ნარჩენების გადამმუშავებელი კომპანია Agrivalor-ის ბიოგაზური დანადგარია: გაირკვა, რომ ყვითელი, მწვანე, კაშკაშა წითელი, ლურჯი და ყავისფერი შეფერილობის მინანქრის მქონე მსოფლიოში ყველასთვის ცნობილი ეს პაწაწინა დრაჟეები ამ კომპანიაში არაჰერმეტულ კონტეინერებში ინახებოდა, სადაც ფუტკრები თავისუფლად შედიოდნენ.
კომპანიის მენეჯერი აცხადებს, რომ პრობლემა უმოკლეს დროში გადაწყდა, ანუ, მაშინვე, როგორც კი მეფუტკრეთა საჩივარი შემოვიდა და დაამატა: „გულწრფელად ვწუხვართ მომხდარის გამო... ტკბილეულობა ამიერიდან მთლიანად ჰერმეტიზებულ ტარაში შეინახება“.
თაფლის ნაცვლად ამ პროდუქტის მიღებამ, რომლის გაყიდვაც პრაქტიკულად შეუძლებელია, ფრანგ მეფუტკრეებს დამატებითი პრობლემა შეუქმნა, რადგან, მკაცრმა ზამთარმა ფუტკრების ბევრი ოჯახი შეიწირა. ამასთან, გაურკვეველია, გადარჩებიან თუ არა ის ფუტკრები, რომლებმაც საკონდიტრო საღებავები „მიირთვეს“.
საფრანგეთი ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი თაფლის მწარმოებელი ქვეყანაა. აქ ყოველწლიურად 18 ათას ტონა პროდუქტს აწარმოებენ. მარტო ელსაზში 2 400 მეფუტკრეა,  35-ათასიანი კოლონიით.

скачать dle 11.3