კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეცნიერებმა დინოზავრების უცნობი სახეობა აღადგინეს

პალეონტოლოგებმა ოფიციალურად განაცხადეს დინოზავრების ახალი სახეობის აღმოჩენის შესახებ. ის დედამიწაზე დაახლოებით 200 მილიონი წლის წინათ ცხოვრობდა. მეცნიერთა აღწერის მიხედვით, ის „თუთიყუშ-ვამპირის“ მსგავსი იყო. ხვლიკის ნაშთი სამხრეთ არაბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში იპოვეს, მაგრამ, დღემდე არ იყო კლასიფიცირებული. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ნარჩენები ჰარვარდის უნივერსიტეტის საცავში ინახებოდა.
აღმოჩენა ჩიკაგოს უნივერსიტეტში გაკეთდა. მეცნიერებმა შეისწავლეს ხვლიკის გაქვავებული ძვლები და მას Pegomastax africanus დაარქვეს, რაც „აფრიკის დიდ ყბებს“ ნიშნავს.
პალეონტოლოგების აზრით, ის დინოზავრებიდან ფრინველებზე გარდამავალ სახეობას მიეკუთვნებოდა. აღადგინეს რა მისი მიახლოებითი სახე, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ცხოველი იყო პატარა ზომის დინოზავრი, საკმაოდ ვიწრო დრუნჩითა და ყბის აპარატით, რომელიც თუთიყუშის ნისკარტს მოგვაგონებს და მშვენივრად გამოდგებოდა მცენარეული საკვების დასაქუცმაცებლად.
ამას გარდა, ცხოველს ჰქონდა 2,5 სანტიმეტრი სიგრძის მასიური ეშვები, რომლებსაც, სავარაუდოდ, მტრების შესაშინებლად და შეწყვილების დროს პარტნიორთა მოსაზიდად იყენებდა. კბილების ასეთი წყობა რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ დამახასიათებელი გახდა ზოგიერთი ძუძუმწოვრისთვის. ერთი სიტყვით, ის „თუთიყუში-ვამპირის“ მსგავსი იყო, – დაასკვნეს მეცნიერებმა.
დინოზავრის წონა 3-4 კილოგრამს აღწევდა. სხეული დაფარული იყო ჯაგრის მსგავსი უხეში თმით. საშიშროების შემთხვევაში, მხეცი სხვადასხვა მხარეს უშვებდა, თუმცა, მისი გრძელი ქვედა კიდურებით თუ ვიმსჯელებთ, ის ძირითადად გაქცევით შველოდა თავს.
უძველესი გეროდონტოზავრი დედამიწაზე დაახლოებით იმ პერიოდში ცხოვრობდა, როდესაც სუპერმატერიკმა პანგეამ გაყოფა დაიწყო ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებად. ამ ცხოველთა საცხოვრისი კი აფრიკის სამხრეთ ნაწილის ტყიანი მდინარეები იყო.

скачать dle 11.3