კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიო სამეფო ოჯახების რომელი წარმომადგენლები მოიაზრებიან მეფეებად და იმპერატორებად მონარქიული რესპუბლიკების აღდგენის შემთხვევაში და ნაპოლეონ ბონაპარტეს რომელი შთამომავალი აცხადებს პრეტენზიას საფრანგეთის სამეფო ტახტზე

მმართველობის მონარქიული ფორმა მსოფლიოს რამდენიმე სახელმწიფოშია შემორჩენილი და უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ წარმომადგენლობითი სახით. გარდა ამისა, არსებობს ქვეყნები, სადაც მონარქიული წყობა დიდი ხნის წინ დასრულდა. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობენ სამეფო საგვარეულოები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ სამეფო ტახტზე და იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო მმართველობა ოდესმე დამთავრდება, ისინი პრეტენზიას გამოთქვამენ ქვეყნის მართვის სადავეების მიღებაზე. მსგავსი სიტუაცია არსებობს საქართველოში, სადაც მონარქიული წყობის არსებობის შემთხვევაში, სამეფო ტახტზე პრეტენზიას ბაგრატიონთა რამდენიმე შტოს წარმომადგენელი აცხადებს. „თბილისელების“ ამ ნომერში გთავაზობთ იმ მონარქთა ჩამონათვალს, რომლებმაც შესაძლოა სამეფო ტახტი დაიბრუნონ.
ალბანეთი – ლეკა ზოგუ
ასაკი: 30 წლის; სატახტო სახელი: ლეკა მეორე; დინასტია: ზოგუ (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1939 წელს); სამეფო შტო: ალბანეთის პირველი და უკანასკნელი მეფის, ზოგა პირველის შვილიშვილი; „მეფობს“ 2011 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: დაკავებულია ქველმოქმედებით და პოლიტიკით, ალბანეთის გოლფის ფედერაციის პრეზიდენტი.
ავსტრია – კარლ ფონ ჰაბსბურგი
ასაკი: 52 წლის; სატახტო სახელი: კარლ მეორე; დინასტია: ჰაბსბურგები (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1918 წელს); შტო: ავსტრიის უკანასკნელი იმპერატორის კარლ პირველის შვილიშვილი; „მეფობს”: 2011 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი, არაღიარებული ერებისა და ხალხების ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.
ბავარია – ფრანც ჰერცოგ ფონ ბაიერნი
ასაკი: 52 წლის; სატახტო სახელი: ფრანც პირველი; დინასტია: ვიტელსბაჰი (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1918 წელს); სამეფო შტო: ბავარიის უკანასკნელი მეფის ლუდვიგ მესამის შვილთაშვილი; „მეფობს”: 1996 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ცნობილი კოლექციონერი.
ბრაზილია – სამეფო ტახტზე ორი პრეტენდენტი აცხადებს პრეტენზიას
ლუის დე ორლეან-ი-ბრაგანსა-ი-ვიტელბაჰი
ასაკი: 74 წლის; სატახტო სახელი: ლუი პირველი; დინასტია: ორლეან-ბრაგანსა, ვასურასის შტო (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1889 წელს); სამეფო შტო: ბრაზილიის უკანასკნელი იმპერატორის პედრო მეორის შვილთაშვილი; „მეფობს”: 1981 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: განათლებით ქიმიკოსი, საიმპერატორო ოჯახის საქმეების მმართველი.
პედრო კარლოს დე ორლეან-ი-ბრაგანსა-ი-ბურბონი
ასაკი: 66 წლის; სატახტო სახელი: პედრო V; დინასტია: ორლეან-ბრაგანსა, პეტროპოლის შტო (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1889 წელს); სამეფო შტო: ბრაზილიის უკანასკნელი იმპერატორის პედრო მეორის შვილთაშვილი; „მეფობს” 2007 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: სატყეო მეურნეობის სპეციალისტი, რესპუბლიკული იდეოლოგიის მიმდევარი, რომელიც მიიჩნევს, რომ ბრაზილიის საიმპერატორო სახლის მმართველობა ოჯახის შიდა საქმეა.
ეთიოპია – ზერა იაკუბ ამჰა სელასიე
ასაკი: 59 წლის; სატახტო სახელი: ამჰა სელასიე მეორე; დინასტია: სოლომონიდები (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1974 წელს); სამეფო შტო: ეთიოპიის უკანასკნელი იმპერატორის ჰაილე სელასიეს შვილიშვილი; „მეფობს”: 1997 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: ფინანსისტი, რამდენიმე ამერიკული ბანკის ტოპ-მენეჯერი.
საფრანგეთი – სამეფო ტახტზე სამი პრეტენდენტი აცხადებს პრეტენზიას.
ლუი ალფონსო დე ბურბონი
ასაკი: 38 წლის; სატახტო სახელი: ლუდოვიკ მეოცე; დინასტია: ბურბონები (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1830 წელს); სამეფო შტო: უფროსი (და არა პირდაპირი) გუგო კაპეტისა და საფრანგეთის უკანასკნელი მეფის კარლ მეათის შთამომავალი; „მეფობს” 1989 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: ფინანსისტი, ბანკ BNP Paribas-ის თანამშრომელი.
ანრი დ’ორლეანი
ასაკი: 79 წლის; სატახტო სახელი: ჰენრიჰ მეშვიდე; დინასტია: ბურბონები/ორლეანეს სახლი (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1848 წელს); სამეფო შტო: ორლეანეს სახლის პირველი და უკანასკნელი საფრანგეთის მეფის, ლუი-ფილიპ პირველის შვილთაშვილის შვილი; „მეფობს” 1999 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: გადამდგარი ოფიცერი.
ჟან-კრისტოფ ნაპოლეონი
ასაკი: 26 წლის; სატახტო სახელი: ნაპოლეონ მეშვიდე; დინასტია: ბონაპარტები (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1815 წელს); სამეფო შტო: ნაპოლეონ ბონაპარტის შთამომავალი; „მეფობს”: 1997 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: Morgan Stanley-ს ინვესტბანკირი.
გერმანია – გეორგ ფრიდრიჰ ფერდინანდ გოგენცოლერნი
ასაკი: 36 წლის; სატახტო სახელი: გეორგ ფრიდრიჰ პირველი; დინასტია: გოგენცოლერნი (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1848 წელს); სამეფო შტო: გერმანიის უკანასკნელი იმპერატორის, ვილჰელმ მეორის პირდაპირი შთამომავალი; „მეფობს” 1994 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: საკონსალტინგო კომპანიის მენეჯერი.
ირანი – რეზა ფეხლევი
ასაკი: 51 წლის; სატახტო სახელი: რეზა ფეხლევი; დინასტია: ფეხლევი (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1979 წელს); სამეფო შტო: ირანის უკანასკნელი შაჰის, მოჰამედ რეზა ფეხლევის შვილი; „მეფობს”: 1980 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: სამხედრო მფრინავი, საზოგადო მოღვაწე, ირანული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.
ერაყი – რააბ ბინ ზეიადი
ასაკი: 76 წლის; სატახტო სახელი: რააბ პირველი; დინასტია: ჰაშიმიტები (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1958 წელს); სამეფო შტო: ერაყის უკანასკნელი მეფის, ფეისალა მეორის ბიძა; „მეფობს” 1970 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: იურისტი, იორდანიის მეფეების ჰუსეინის და აბდალას მრჩეველი, იორდანიის სამეფო სასამართლოს ხაზინადარი.
იტალია – ვიტორიო ემანუელე დი სავიო
ასაკი: 75 წლის; სატახტო სახელი: ვიქტორ ემანუელ მეოთხე; დინასტია: სავოები (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1946 წელს); სამეფო შტო: იტალიის უკანასკნელი მეფის, უმბერტო მეორის შვილი; „მეფობს”1983 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: დაკავებული იყო ბიზნესით, ვაჭრობდა იარაღითა და საავიაციო ძრავებით. ცნობილია იმით, რომ ბრალი ედებოდა მკვლელობაში.
კორეა – ლი ვონი
ასაკი: 49 წლის; სატახტო სახელი: ლი ვონი; დინასტია: ჩოსონი (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1910 წელს); სამეფო შტო: კორეის უკანასკნელი იმპერატორის, სუჯონის შვილთაშვილი; „მეფობს”: 2005 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: Hyundai Department Store Group-ის სავაჭრო განყოფილების უფროსი.
ჩერნოგორია – ნიკოლა პეტროვიჩ-ნეგოში
ასაკი: 67 წლის; სატახტო სახელი: ნიკოლა მეორე; დინასტია: პეტროვიჩი-ნეგოში (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1918 წელს); სამეფო შტო: უკანასკნელი ჩერნოგორიელი მეფის ნიკოლა პირველის შვილთაშვილი; „მეფობს” 1986 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: არქიტექტორი, თანამედროვე ხელოვნების კურატორი.
პორტუგალია – დუარტე პიო დე ბრაგანსა
ასაკი: 67 წლის; სატახტო სახელი: დუარტე მესამე; დინასტია: ბრაგანსა (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1910 წელს); სამეფო შტო: ჰერცოგ მიგელ ბრაგანსელის შვილიშვილი; „მეფობს”: 1976 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: პორტუგალიის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტი, აგრობიზნესის კონსულტანტი, უფლებადამცველი ანგოლაში და აღმოსავლეთ ტიმორში.
ვიეტნამი – ფუკ ბაო ტანი
ასაკი: 69 წლის; სატახტო სახელი: ბაო ტანი; დინასტია: ნგუენი  (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1955 წელს); სამეფო შტო: ვიეტნამის უკანასკნელი იმპერატორის, ბაო დაის უმცროსი შვილი; „მეფობს” 1997 წლიდან; უმაღლესი განათლება მიიღო საფრანგეთში, მთელი ცხოვრება გაატარა დევნილ მამასთან ერთად.
სერბეთი – ალექსანდრ კარაგეორგევიჩი
ასაკი: 67 წლის; სატახტო სახელი: ალექსანდრე მეორე; დინასტია: კარაგეორგიევიჩი (ხელისუფლება ჩამოერთვათ 1945 წელს); სამეფო შტო: იუგოსლავიის უკანასკნელი მეფის, პეტრე მეორის შვილი; „მეფობს”: 1970 წლიდან; რეალურ ცხოვრებაში: საზოგადო მოღვაწე, ევროპის ყოფილი მონარქიული რესპუბლიკებიდან ერთადერთი სავარაუდო მეფე, რომელიც იბრძვის ტახტის დასაბრუნებლად.

скачать dle 11.3