კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

პუტინის მერვე დანი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მერვე დანით – ძიუდოს უმაღლესი წოდებით დააჯილდოვა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინი ძიუდოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისთვის გახდა მერვე დანის მფლობელი. ამ წოდებით პუტინს უფლება აქვს, ტატამზე წითელ-თეთრი ქამრით გამოვიდეს. პუტინის დაჯილდოება მის 60 წლის იუბილეს დაემთხვა. ძიუდოს გარდა, რუსეთის პრეზიდენტი კარატეში შავი ქამრის მფლობელია და სანკტ-პეტერბურგის არაერთგზის ჩემპიონია ძიუდოში.

მიშელი ბარაკზე პოპულარულია
„ვაშინგტონ პოსტის” დაკვეთით შესრულებული სოციოლოგიური კვლევის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, მიშელ ობამა, თავის მეუღლეზე, პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე პოპულარული ადამიანია ამერიკაში. სოციოლოგების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიშელს გამოკითხულთა 69 პროცენტი უცხადებს ნდობას, მაშინ, როცა ბარაკის რეიტინგი 56 პროცენტს შეადგენს. ანალოგიური კვლევები პრეზიდენტობის კანდიდატის ოჯახის მიმართაც ჩატარდა და დადგინდა, რომ, მით რომნის გამოკითხული ამერიკელების 45 პროცენტი უცხადებს ნდობას, ხოლო პირველი ლედობის კანდიდატს, ენ რომნის – 52 პროცენტი. კვლევა მას შემდეგ ჩატარდა, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატების პირველ სატელევიზიო დებატებში გამარჯვება მით რომნის ხვდა წილად.

პრინცი ჰარი – წლის ადამიანი
ბრიტანულმა ჟურნალმა „ტეტლერმა” სამეფო ოჯახის წევრი და ტახტის მემკვიდრე პრინცი ჰარი „წლის ადამიანად“ დაასახელა. ჟურნალმა ექვსგვერდიანი მასალა მიუძღვნა პრინცს და მისი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა ეტაპს შეეხო, განსაკუთრებით კი – სამხედრო სამსახურს, მარიხუანის სკანდალსა და შიშველ მდგომარეობაში გადაღებულ ფოტოებს. აღსანიშნავია, რომ პრინცი ჰარი პირველი მამაკაცია ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელიც ჟურნალის გარეკანზე მოხვდა. უკანასკნელად „ტეტლერის” გარეკანი 1992 წელს ჰარის მამამ, პრინცმა ჩარლზმა დაამშვენა. ცნობისთვის, ჰარის რძალი, ქეით მიდლტონი, ჟურნალის გარეკანზე ორჯერ მოხვდა – 2010 და 2011 წლებში.

სილენდის სამეფოში გლოვაა
თვითაღიარებულ სამეფო სილენდში, რომელიც ჩრდილოეთ ზღვაში, ბრიტანეთის სანაპიროსთან მდებარეობს საზღვაო პლატფორმაზე, გლოვაა – გარდაიცვალა თვითაღიარებული სამეფოს მთავარი, ყოფილი ბრიტანელი მაიორი როი ბეიტსი. ბეიტსმა 1967 წელს პლატფორმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა, საკუთარ თავს „როი პირველი“ უწოდა, ხოლო თავისი ოჯახი სამეფო მმართველ დინასტიად დაასახელა. ბრიტანეთის მთავრობამ არაერთხელ სცადა პლატფორმის გათავისუფლება, თუმცა, ბეიტსი სასამართლოს მეშვეობით ახერხებდა ტერიტორიის შენარჩუნებას. როი ბეიტსი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის ბოლო წლებში ალცჰეიმერის სენით იტანჯებოდა. ცნობილია, რომ პლატფორმა „სილენდის” შეძენას 2007 წელს ტორენტ-საიტ „პაირატბეის” მფლობელები ცდილობდნენ, თუმცა, გარიგება არ შედგა.

скачать dle 11.3