კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარტოსულები

პოსტსაარჩევნო ეგზისტენციური კრიზისი

მართალია, სტუდენტური მოძრაობა „ლაბორატორია 1918“ საპროტესტო აქციებს აღარ მართავს და ჯერჯერობით თვით ანდრო ბარნოვის გადაყენებასაც კი არ ითხოვენ დეკანის თანამდებობიდან (ოღონდ, ისევ ძალაშია თსუ-დან გათავისუფლებული ლექტორების აღდგენის მოთხოვნა), მაგრამ, სამაგიეროდ, გასულ კვირას გაავრცელეს განცხადება, რის მიხედვითაც, თითქოს, თსუ-ის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი გორაშვილი უნივერსიტეტის თანამშრომლებს უსმენდა და უთვალთვალებდა.
თსუ-ის ადმინისტრაციამ ბრალდება კატეგორიულად უარყო. ისინი ამტკიცებენ, რომ დაცვის სამსახური ოდენ უნივერსიტეტის დაცვით იყო, არის და იქნება დაკავებული და ამ საქმისთვის, ნახევარი ნაბიჯი რაა, იმითაც კი არასდროს უღალატია.
ჩვენ არ ვიცით დაბეჯითებით, რამდენად სარწმუნოა თსუ-ის ადმინისტრაციის არგუმენტი და, ბუნებრივია, არც ის, რამდენად წონიანი არგუმენტები აქვს „ლაბორატორია 1918-ს“, თუმცა, თუკი მოსმენებისა და თვალთვალის ვერსია რეალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავთან განმარტოებაც კი გამორიცხული იყო, გამოდის, რომ ახლა ამ დეპრესიულსა და გაუცხოებულ სამყაროში სრულიად ეულად დავრჩენილვართ.

скачать dle 11.3