კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომავალნაგრძნობი

ანუ, „ირხეოდნენ, ვითარცა ლერწამნი ქართაგან  ძლიერთა“

ქართველ ბიზნესმენებზე ახლა უკვე თავისუფლად ითქმის, რომ „ირხეოდნენ, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“, ოღონდ, ბუნებრივია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ქარში“ სახელისუფლო ძალის ცვლილება იგულისხმება. ჰოდა, რაკი „ირხევიან“ და მათი დევიზია: „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“, ჯერ ერთი, გვპირდებიან (ჩვენ რა, საკუთარ თავს ჰპირდებიან) ქართული ბიზნესის რენესანსი იწყებაო და „სიტყვას საქმიანსაც“ გვაპარებენ,  რაღაც-რაღაცეებს ნელ-ნელა აიაფებენ. წამლებსა და საწვავს ვინღა ჩივის, ლამის სესხებიც მუქთად დაგვირიგონ (ბუნებრივია, „მუქთად“ – არსებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე, რომლებიც, რეალურად, არცთუ იშვიათად, წლიურ 70 პროცენტსაც კი ურტყამდა).
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ლონდონის საფონდო ბირჟის მონაცემებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, მაგალითად, „საქართველოს ბანკის“ მაღალი რგოლის მენეჯერებმა, მათ საკუთრებაში არსებული ბანკის 300 ათასზე მეტი აქცია გაყიდეს (8 მილიონი ლარი).  სახელდობრ, ივნისში, ბანკის გენერალურ დირექტორ ირაკლი გილაურს თავისი 40 პროცენტი გაუყიდია.
თავის მხრივ, ხსენებული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ამას ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს და განმარტავს, რომ, რაკი „საქართველოს ბანკში“ დიდი ხანია, დანერგილია დასავლური სტანდარტების პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, მენეჯმენტი ბონუსს მხოლოდ ბანკის აქციების სახით იღებს. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია, რომ თავის კუთვნილ საბონუსე აქციებს ან მათ ნაწილს მენეჯმენტის წევრები რაღაც დროს ყიდიან და ნაცვლად ნაღდ ფულს იღებენ.
თუმცა ოპონენტები საპირისპიროს ფიქრობენ და მიაჩნიათ, რომ „საქართველოს ბანკმა“ სწორედაც რომ, „მომავალი იგრძნო“, რაც, არ უნდა იყოს მთლად მოკლებული საღ აზრს, ვინაიდან, მაგალითად, თუკი ბანკების წლევანდელ მოგებას იმავე პერიოდის შარშანდელ მონაცემს შევადარებთ, ვნახავთ, რომ წელს მოგება 70 მილიონით შემცირებიათ.
მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ჩვენი ბანკები ამ ჩვენს ღარიბ ქვეყანაში მსხვილ-მსხვილ მოგებებზე, სწორედაც რომ, მაღალპროცენტიანი სესხებით გადიოდნენ, ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა, გამამდიდრებლებსაც თუ აჩუქებდნენ თუნდაც სიმბოლური რაოდენობის აქციებს.
რაც შეეხება „დასავლურ პრაქტიკას“: ერთობ უცნაურია, რომ დასავლეთი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც თავად აქვთ ნაღდი ფული ასაღები და არა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დადგენისას (შეგახსენებთ, რომ საქართველო სესხების საპროცენტო განაკვეთების სიძვირით მსოფლიოს პირველ ხუთეულშია, ხოლო ევროპის ქვეყნებში 5-7-პროცენტიანი განაკვეთებია).

скачать dle 11.3