კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანგელოზებდამფრთხალი

ანუ „აღსდეგ კრულვითა დაღდასმულო“

ჯერ არ ვიცით, როდის აასრულებს ახალი ხელისუფლება იმ დანაპირებს, რომელიც „საქართველოს შრომის კოდექსის“ გადახედვას ეხება და რომლის ძალითაც, ჩვენ, დაქირავებულები, დამქირავებლის ფაქტობრივი მონები ვართ, რამეთუ ამ უკანასკნელს ნებისმიერ დროსა და სრულიად უმიზეზოდ (თუ, ვთქვათ, უზმოზე წამოასლოკინა, რამაც უგუნებობა მოსძალა), შეუძლია სამსახურებიდან თანამშრომლების დაფრენა (თითქმის ისევე, როგორც ქორი დაერევა ხოლმე უპტრონოდ მიყრილ წიწილებს).
ამის მიუხედავადაც, ფოთის პორტის მუშები გაიფიცნენ. მართალია, პორტის გენდირექტორი ჯოზეფ ქროული ამ ფაქტს თავდაპირველად აინუნშიც არ აგდებდა (ან კი რატომ უნდა ჩაეგდო, როდესაც „საქართველოს შრომის კოდექსით“  უგვირგვინო იმპერატორია), თუმცა, ოთხიოდე დღის შემდეგ მოუწია.
საბოლოოდ, ფოთის პორტის უცხოტომელმა გენდირექტორმა მუშების მოთხოვნები დააკმაყოფილა (უცხოტომელობა მხოლოდ ინფორმაციისთვის ვახსენე, რადგან, გულზე ხელს თუ დავიდებთ, არც მშობლიურტომელი გენდირექტორები აკლებენ ხელს თანატომელ თანამშრომლებს). კერძოდ, შვიდპუნქტიან წერილობით მოთხოვნას ხელი მათივე თანდასწრებით მოაწერა.
ხოლო, რაკი მოაწერა, ეგრეთ წოდებულ რეზერვში მყოფ მუშებს საშტატო განაკვეთში ჩასვამენ, ხელფასებსაც გაუზრდიან და ისინი იმ სოციალური-სადაზღვევო პირობებით ისარგებლებენ, რომლებიც პორტის მოქმედ მუშებს ეკუთვნით.
ამას გარდა, პორტის ადმინისტრაცია დაფარავს 7 თვის გაუცემელ ხელფასებსაც და, რაც მთავარია, ეს ყოველივე 16 ნოემბრამდე აღსრულდება.
ერთი სიტყვით, კარგი რამაა დემოკრატია – გენდირექტორებსაც კი უფრთხობს ანგელოზებს!

скачать dle 11.3