კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2000 წლის 25 ივნისს, დილის 7 საათზე. რა არის მისი კოსმიური მისია და რომელი პროფესია აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს მიაღწიოს?
პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და გამნაწილებელი; უნდა დაამყაროს სტაბილური საოჯახო, სანათესაო ურთიერთობა; სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია; უნდა დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საიდუმლო; უნდა იყოს სამშობლოს პატრიოტი, ემსახუროს მას; დაიცვას ტრადიციები და ადათ-წესები; უნდა შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება, დაეყრდნოს ოპტიმიზმს, აქტიურობას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია; მედიცინიდან – პედიატრია; პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო სფერო, ავიაციის ბიზნესი, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია ან ტურიზმი.
კითხვა: დავიბადე 1973 წლის 21 თებერვალს, დილის 8 საათზე. რა არის ჩემი კოსმიური მისია?
პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა მუდმივი კავშირი უცხოეთთან. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეძლებთ იქ ცხოვრებას, ეს სასიკეთოდ წაგადგებათ. სამშობლოში კი, გირჩევთ, იმუშაოთ უცხოურ ფირმაში ან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი უცხოეთთან – ეს თქვენთვის წარმატების მომტანია. ასევე, უნდა იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, გამოავლინოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, მებრძოლი სულისკვეთება. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას; იყავით კომუნიკაბელური. ეს ყოველივე თქვენი კოსმიური მისიაც არის და ცხოვრებაში წარმატების მომტანიც.
კითხვა: დავიბადე 1988 წლის 17 მაისს, დილის საათებში. უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი ცხოვრებაში?
პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია. იქ გამგზავრება და ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. რაც შეეხება ქვეყნებს, თქვენთვის მისაღებია: პორტუგალია, ბრაზილია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, პაკისტანი, კუნძული მალტა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, ჩრდილო და დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, ინგლისის დასავლეთი ნაწილი, კანადა, საბერძნეთი, კუნძული სარდინია, ნორვეგია.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 18 იანვარს, ღამის 4 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?
პასუხი: თქვენთვის კარგია და მისაღები: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო სისტემები, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი, შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო-საგამომგონებლო საქმე, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია.
კითხვა: დავიბადე 1984 წლის 19 იანვარს, შუადღისას. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისიაა, მეტად წარმოაჩინოთ თქვენს ხასიათში დადებითი თვისებები. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. ასევე, იმოქმედეთ პრინციპით – „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.” იყავით ფრთხილი, წინდახედული და ერთგული. გარშემოც ასეთი ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. ეცადეთ, მაქსიმალურად დაასტაბილუროთ თქვენი ცხოვრება. ეს ყოველივე წარმატებებშიც შეგიწყობთ ხელს და კარმულ მისიასაც შეასრულებთ.
კითხვა: დავიბადე 1964 წლის 11 აპრილს, დილის საათებში. უცხოეთი თუ არის ჩემთვის სასურველი და რომელ ქვეყანაში მელის წარმატებები უფრო მეტად?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა, ანუ, არც კარგია და არც ცუდი. თქვენი კოსმიური მისია სამშობლოს უკავშირდება. ამიტომ, თქვენთვის ძირითადად წარმატებების მომტანი სწორედ სამშობლოა. უცხოეთთან რაღაც პერიოდით კონტაქტი ცუდი ნამდვილად არ არის. უმჯობესია, იქ მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს მოახმაროთ და აქ გამოიყენოთ. უცხოეთიდან სასურველია: ინგლისი, დანია, ავსტრია, შვედეთი, ყაზახეთი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დასავლეთი ნაწილი, აფრიკის ქვეყნების ჩრდილო-დასავლეთი მხარე; ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი, ნეპალი და უზბეკეთი. გირჩევთ, თუ უცხოეთში აპირებთ წასვლას, სწორედ ეს ქვეყნები წამოწიოთ წინა პლანზე.

скачать dle 11.3