კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეგონათ მეგრელ ნათესავებს ქუთაისის ციხეში დაჭერილი გვანჯი ზარქუა ახალციხეში

მინიატურების თეატრში მუშაობდა და მოღვაწეობდა ერთი მეგრელი ახალგაზრდა – გურამ ტ-უა, უნიჭიერესი და უწესიერესი პიროვნება.
ერთ დღეს, პირდაპირ თეატრში დაურეკეს მშობლიური ზუგდიდიდან ნათესავებმა – ჩვენი გვანჯი ზარქუა სრულიად უდანაშაულოდ, შეცდომით დაუჭერიათ ქუთაისში, იქ ზის ციხეში და, თუ ძმა ხარ, სასწრაფოდ ჩამოდი, გვიშველე რამე, ცნობილი კაცი ხარ, პატივს გცემენო. გურამიც სასწრაფოდ გაემგზავრა საღამოს მატარებლით ზუგდიდში.
ზუგდიდის სადგურში დაჭერილი პატიმრის საახლობლოთი გაძეძგილი სამი მანქანა დახვდა, – ორი „ჟიგული“ და ერთი „კოლხოზნიკი“.
– არიქა, დროზე, მივხედოთ ახლა გვანჯის, თვარა, მილიციის ამბავი ხომ იცი შენ, რაც მეტი დრო გავა, უფრო დაგვიმძიმდება მაგი საქმე და, ქრონიკულში თუ გადავიდა – მოგჭამა ჭირი, მერე აღარაფერი ეშველება! – წააყარეს სხაპასხუპით.
გურამი ერთ-ერთ მანქანაში ჩაჯდა და „დაგაზეს“ ქუთაისისკენ.
მიადგნენ ციხის შენობას და მორიგე მილიციელს დაადგნენ თავზე.
– აქ ჩვენი ახლობელი დაუჭერიათ, სულ არაფრიზა, დაახლოებით და, თუ შეიძლება, იქნება, მოგვიძებნოთ ეგ ბიჭი. არაა ცუდი ბიჭი, ერთი კაცი რაა, ისიც კი არ ჰყავს მოკლული არასდროს, რომ იცოდეთ, დახასიათებისთვის, მიახლოებით!
– რა ჰქვია თქვენს „ანგელოზს“? – მძიმედ იკითხა მორიგემ.
– გვანჯი ქვია და ზარქუა კიდო!
– ზ... ზ... ზ... ზ... – ჩააყოლა სიას თითი მორიგემ.
– არ არის, ხომ? – გაუხარდათ მეგრელებს.
– ხელს ნუ მიშლით... ზ... ზ... ზ... ზ...
– ხოხ, მაინც არის, არის ხომ?! – „გაუტყდათ“ მოსულებს.
– არის, მაგრამ, არ არის.
– ხოხ! რასაა, რომ ამბობს პატივცემული უმფროსი, რასაა, რო ამბობთ? კაკ ეტა... სეიჩას იესტ, ა, სეიჩას ნიეტ?!  რავა, გოდერძი ხო არაა, მახარაშვილი, კაცო?!
– გადაუყვანიათ... აი, წერია აგერ.
– ხოხ, სად, კაცო?
– ახალ ციხეში.
– დედა, რა გვითხარით ახლა თქვენ ჩვენ ეს?!
– კი, ასეა, ბატონო!
– არიქა, ჩქარა! – აქოთქოთდნენ მეგრელები, გადაავსეს მანქანის ავზები ბენზინით და დაიძრა კოლონა ახალციხისკენ.
კარგა მოსაღამოებულზე მიადგნენ ახალციხის მილიციის განყოფილებას და ახლა იქაურ მილიციის მორიგეს დაადგნენ გაზეპირებული ტექსტით:
– თქვენთან ზის ჩვენი გვანჯი... ზარქუა... ასო „ზ“-ზე.
– ზ.. ზ... ზ... ზ...
– არ არის, ხომ?
– არა, ბატონო, აქ მასეთი არავინაა, არც შემოუყვანიათ, არც გაუშვიათ.
– დანამდვილებული ამბავია ხომ, ახლა მაგი?! – თავიდან გაუხარდათ მეგრელებს.
– ნამდვილად არ არის...
– ხოხ, ქუთაისში არ არის, ახალციხეში არ არის! აბა სად არის? როგორ, კაცო, „მაროჟნი“ ხომ არაა, რომ გამდნარიყო?
– იქ უფრო დაგაკვალიანებენ, მე რას მერჩით, ერთი დაბალხელფასიანი მორიგე ვარ ჩემთვის.
გაავსეს ისევ მანქანების ავზები და დაბრუნდნენ ქუთაისში.
დილის 7 საათი იქნებოდა, ქუთაისის ციხის იმავე განყოფილებას რომ მიადგნენ. ისევ ის მორიგე ყვინთავდა მაგიდასთან.
– რა დროს ძილია, კაცო?! გამოიღვიძე ერთი წუთით და კარგად ნახე სპისოკი... ნამდვილი გვითხარი, თუარა, გამწარებულები ვართ ახლა ჩვენ და, ვინ იცის, რას არ მოვიმოქმედებთ აქ და ახლავე!
მორიგემ ისევ ამოიღო დავთარი და ხელახლა ჩაათვალიერა.
– ა, ბატონო, ხომ გითხარით, სადაც გადაიყვანეს.
– ვიყავით, ბატონო, ახალციხეში, არაა იქ და, ცამ ჩაყლაპა აპა?!
– სად იყავით?
– ახალციხეში.
– მოიცა... ახალციხეში რა ჯანდაბა გინდოდათ?
– კაცო, შენ რა გვითხარი?
– კარგით რა... ახალციხეში კი არა ახალი ციხე ააშენეს ქუთაისში, აქედან სამ კილომეტრში და იქაა გადაყვანილი...
– ბიჭოს! – იყვირეს მეგრელებმა და ისევ მანქანაში შეცვივდნენ.

скачать dle 11.3