ერთი ქოჩორა თანამშრომელი სულ დასცინის მეორე მელოტ თანამშრომელს. ერთხელაც, თავზე გადაუსვა ხელი და დამცინავად თქვა: – უჰ‚ რა მოპრიალებულია ჩემი ცოლის უკანალივით... მელოტმა თავზე ხელი მოისვა და... – მართლაც‚ ზუსტად შენი ცოლისას ჰგავს...
***
ტუალეტის ქაღალდის კონკურსია. ჟიური 10-ბალიანი სკალით აფასებს კონკურსანტებს.
გამოდის ინგლისელი. წარმოადგინა ტუალეტის ქაღალდი: რბილი‚ მშვიდი ტონები‚ სუნის გარეშე. ჟიურიმ 7 ქულით შეაფასა.
ფრანგმა ფერადი ტუალეტის ქაღალდი წარმოადგინა‚ ნახატებით – სხვადასხვა გემოვნების მომხმარებლისთვის‚ არაჩვეულებრივი სუნით‚ ესეც – სხვადასხვა მოთხოვნილებისთვის... 8 ქულა დაიმსახურა.
იაპონელმა აბი წარმოადგინა.
– ბატონო‚ აქ ტუალეტის ქაღალდის კონკურსია და არა წამლების! – გაუკვირდათ ჟიურის წევრებს‚ თუმცა, ჟიურის თავმჯდომარემ მაინც‚ ინტერესის გამო‚ გადაყლაპა და ტუალეტში გაიქცა.... ცოტა ხნის შემდეგ იქიდან ყვირის:
– 10 ქულა! 10! ექსკრემენტები ცელოფნის შეფუთვით გამოდის!
***
ჭიჭიკია და ნაზიკია აივანზე სხედან. ხედავენ‚ მათკენ ბიჭიკია მოდის.
– ნახე ახლა‚ თუ რამე არ ითხოვოს ჩვენგან‚ – თქვა ნაზიკიამ.
მართლაც‚ შემოვიდა თუ არა ბიჭიკია‚ მაშინვე იკითხა:
– დღეს დრელი ხომ არ გჭირდება?
– კი‚ ალბათ‚ მთელი დღე დამჭირდება...
– ჰოდა‚ ძალიან კარგი‚ მაშინ‚ შენ გახარებას, „დრუჟბა“ მათხოვე‚ შეშა მაქვს დასახერხი...
***
– დიეტაზე ვარ‚ უკვე ერთი კვირაა.
– შესამჩნევად გეტყობა.
– მართლა?
– ჰო‚ თვალებში შიმშილი გიდგას.
***
ცხოვრობდა ქალაქში ქალი... ყველაფერი ჰქონდა‚ ოღონდ, ვერც ერთი კაცი ვერ აკმაყოფილებდა. მიასწავლეს‚ სვანეთში ერთი მაგარი კაცია და აუცილებლად მოგეწონებაო... ავიდა სვანეთში ქალი‚ ღამე გაათია იმ კაცთან და დილით ეუბნება:
– წამოდი ქალაქში‚ ყველაფერი გექნება‚ თითს არ გაგანძრევინებო...
– არა‚ ეგრე ვერ ვიცხოვრებ‚ აქაურობას ვერ შეველევი‚ მეურნეობა მაქვს‚ სუფთა ჰაერი‚ მთა ტყე... მეზობელ სოფელში ჩემს ძმასთან მიდი‚ იქნებ ის დაგთანხმდესო...
– ქალის ასე დაკმაყოფილება თუ შეუძლია? – ჰკითხა ქალმა.
– ეგ არ ვიცი‚ მაგრამ, ორი წლის წინ დათვი გააუპატიურა და დღემდე თაფლს უზიდავს...
***
– რომელია უფრო დაკმაყოფილებული‚ ის‚ ვისაც 6 მილიონი დოლარი აქვს‚ თუ, ის, ვისაც 6 შვილი ჰყავს?
– რა თქმა უნდა‚ ექვსშვილიანი...
– რატომ?
– ვისაც ექვსი მილიონი დოლარი აქვს‚ კიდევ უნდა...
***
– ინვალიდებს გაუმარჯოს‚ ინვალიდებს!
– რა ინვალიდებს‚ რას ამბობ‚ ჩვენ რა შუაში ვართ?
– შეგიძლია‚ ახლა ადგე და მანქანა იყიდო?
– არა...
– სახლს თუ იყიდი?
– სად მაქვს მაგის შესაძლებლობა?!
– ჰოდა, შეზღუდული შესაძლებლობის ხალხს დღეს ინვალიდებს ეძახიან... ამიტომ, თქვენ გაგიმარჯოთ!
***
მასწავლებელი:
– თქვენმა შვილმა ბოზი მიწოდა!
– შვილო‚ რა უმადური‚ დაუნახავი ხარ... მასწავლებელი შენზე ზრუნავს‚ გასწავლის... რა შენი საქმეა, სამსახურის შემდეგ რას აკეთებს?
***
ბანკში ნიღბიანი მძარცველი შეიჭრა‚ მოლარესთან მივიდა‚ ჩანთა დააგდო‚ იარაღი მიუშვირა და ფული ჩაყარეო – უბრძანა‚ მაგრამ უცბად ნიღაბი ჩამოუვარდა.
– ჩემი სახე დაინახე? – ჰკითხა მოლარეს.
– კი....
იარაღი მიუშვირა და მოკლა. მერე ხალხისკენ მიბრუნდა:
– კიდევ ვინ დაინახა ჩემი სახე?
– ჩემმა სიდედრმა‚ მაგრამ, ახლა აქ არ არის...
***
წყვილი ბუჩქის ძირას კოტრიალობს... მორჩნენ საქმეს და წამოწოლილები ისვენებენ. უცებ გუგულის ხმა მოესმათ.
– გუგულო‚ გუგულო‚ რამდენი წელი დაგვრჩა სიცოცხლე? – ეკითხება გოგო.
– გუ-გ-გუ.
– ასე ცოტა?
– ამ ნესტიან მიწაზე თუ ხშირად იკოტრიალებთ, შეიძლება, უფრო ცოტაც, – უპასუხა გუგულმა.
***
ლოვიკა მაღაზიაში შედის‚ გამყიდველს ლიტრიან ქილას აწვდის და ეუბნება‚ თაფლით გამივსეო. გამყიდველმა გაავსო ქილა და მიაწოდა:
– კილო-ნახევარია...
– მადლობა... ხვალ მამა ხელფასს აიღებს და გადაგიხდით...
– ო‚ ეგრე არ გამოვა... – გამყიდველმა გამოართვა‚ თაფლი ჭურჭელში ჩააბრუნა და ქილა უკან დაუბრუნა. ბიჭი მაღაზიიდან გამოვიდა‚ ქილაში ჩაიხედა და კმაყოფილმა თქვა:
– მართალი ყოფილა მამა‚ ეს ორ ბუტერბროდს ნამდვილად ეყოფა.
***
მეგობრები შეხვდნენ ერთმანეთს:
– აბა‚ როგორ მიდის შენს მარკეტში ვაჭრობის საქმე?
– აქამდე არა უშავდა‚ ახლა კი გაჭირდა... ორივე მხარეს ახალი მაღაზია გამიხსნეს და აღარ ვიცი‚ რა ვქნა...
– შენც, ადექი და შენს მაღაზიას დიდი ასოებით დააწერე: „შესასვლელი“.
***
– გამარჯობა‚ ექიმო!
– გაგიმარჯოს. გაიხადეთ!
– უკვე გავიხადე.
– ჩაიცვით!
– როგორ...
– სმენა ნორმალურია‚ ფიზიკური მოძრაობები წესრიგში გაქვთ.
***
საავადმყოფოში დილის ექიმის შემოვლაა.
– რა გაწუხებთ?
– ჰემოროი.
– რით გმკურნალობენ?
– იოდს მისვამენ.
– ჩივილები გაქვთ?
– არა...
მეორე პალატაში:
– რა გაწუხებთ?
– ანგინა.
– რით გმკურნალობენ?
– იოდს მისვამენ.
– ჩივილები გაქვთ?
– პირველს მე წამისვან, რა!