კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აკარგვინებენ გოგონებს ქალწულობას სამხრეთის ქვეყნებში და ვინ არ უნდა მოუწყოს მოზარდს პირველი სქესობრივი აქტის დროს გამოცდა

 ადამიანი  სექსუალური ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებს გადის, მაგრამ როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამ ეტაპებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი  ის ასაკია, როცა მოზარდი სქესობრივ ცხოვრებას იწყებს. პირველი სქესობრივი კონტაქტი მისი ცხოვრების ფსიქო-ემოციური, და თქვენ წარმოიდგინეთ, სოციალური ასპექტების  განმსაზღვრელიც კი შეიძლება, გახდეს. როდისაა რეკომენდებული სქესობრივი ცხოვრების დაწყება, როგორ უნდა მოემზადოს ამისთვის მოზარდი და  რატომ არის რიტუალიზებული სექსი ბევრ საზოგადოებაში, ამ შეკითხვებით ფსიქოლოგ ლევან შატბერაშვილს მივმართეთ.    

ლევან შატბერაშვილი:  ასაკი, როცა ახალგაზრდამ სქესობრივი ცხოვრება უნდა დაიწყოს, ბევრ ასპექტშია განსახილველი.  სხვადასხვა კულტურაში, როგორც ზრდასრულობა, ასევე მოზარდობა სხვადასხვა ასაკში დგება.  სამხრეთის ქვეყნებში არის ისეთი საზოგადოება, სადაც ახალგაზრდები, როგორც  ბიჭები, ასევე გოგონები  ძალიან ადრეულ ასაკში იწყებენ სქესობრივ ცხოვრებას. ბიჭი ხდება კაცი, რის შემდეგაც შეუძლია მოიყვანოს ცოლი, წაიყვანონ სანადიროდ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ დაბალი განვითარების საზოგადოებებში ეს ჯერ კიდევ უამრავ რიტუალთან არის დაკავშირებული.  პირველყოფილ კულტურებში სექსუალობა და სქესობრივი კავშირი ძალიან რიტუალიზებულია. არის აფრიკის ტომები, სადაც დღემდე,  გოგონა რომ ქალი გახდეს, მას ქალები ხელოვნური ფალოსით აკარგვინებენ ქალწულობას.  გარდა რელიგიური ასპექტისა, რიტუალურია წინადაცვეთაც.  ეს არ არის მხოლოდ რელიგიის „მოთხოვნა”. შეიძლება, ადამიანი იყოს მუსლიმანი, მაგრამ მას არ ჰქონდეს ჩატარებული წინადაცვეთა, ასე მსმენია მათგან. წინადაცვეთა ხდება იმ ასაკში, როცა ბავშვობიდან მოწიფულ ასაკში გადადიან, რაც სქესობრივ ქცევასთან არის დაკავშირებული.  ზოგადად,  ზოგან   უფრო ადრეც მწიფდებიან სქესობრივად, ზოგან უფრო გვიან. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს ფიზიოლოგია, რომელიც არ ექვემდებარება კულტურულ ასპექტებს. ახალგაზრდის, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფსიქოემოციური  მზაობა, სქესობრივი ცხოვრების დასაწყებად ინდივიდუალურიც არის. თითოეულ ჩვენგანს გვახსოვს სკოლიდან ჩვენი თანაკლასელები, რომელთაგან ვიღაც ადრე მომწიფდა,  ვიღაც კი უფრო დიდხანს დარჩა „ბავშვობაში”. 
– როგორია სტერეოტიპი ქართული საზოგადოებისთვის. როდის არის რეკომენდებული მოზარდისთვის სქესობრივი ცხოვრების დაწყება?
– სტერეოტიპი არ არის აუცილებელი  ჭეშმარიტება. თუ ამ მიმართულებით გავრცელებულ სტერეოტიპებზე ვისაუბრებთ,  ძალიან დიდ ჩიხთან მივალთ. მაგალითად,  არსებობს ერთი ასეთი „ჩვენებური” სტერეოტიპი, რომ ყველა ქალი, გარდა დედისა,  არის ბოზი და ადვილად „შესაბმელი“, ყველა კაცი კი – მოღალატე. ვიღაცეებმა ეს შეიძლება არ აღიარონ, მაგრამ ამ   წარმოდგენების  სჯერათ. სექსში არსებობს ბევრი სტერეოტიპი, რომელზეც წარმოდგენა  უნდა ჰქონდეს  მოზარდს, როცა იმ სამყაროში გადადის სქესობრივ  ცხოვრებას რომ იწყებს. ხშირად მოზარდი ამ  წარმოდგენებს იღებს  გარემოცვიდან, უფროსი მეგობრისგან და ასე შემდეგ. როდესაც საუბარია სქესობრივ აღზრდაზე, აქ მნიშვნელოვანია, მოზარდს გარკვეულ ასაკში სექსზე ადეკვატური წარმოდგენები ჩამოუყალიბდეს და ეს არ იყოს მიღებული   გაურკვეველი წყაროებიდან. რადგან ასეთი ზემოქმედება ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებისთვის საკმაოდ სევდიანი ხდება. ბევრ ქალს, რომელსაც მოზრდილობაში სქესობრივი პრობლემები აქვს, ეს მოსდევს ადრეული ასაკიდან. ხშირად ეს არის მისი მშობლების წარმოდგენა სექსზე, ან უბრალოდ, დამოკიდებულება, რომელიც მამას და დედას ჰქონდათ.  მაგალითად, ოჯახებში, სადაც იზრდება ქალიშვილი და დედისგან აქვს „სიგნალები”, რომ კაცი მოღალატეა, სახიფათო და არ უნდა ენდო, თან, თუ ამას  ამ ნიადაგზე ოჯახური სცენებიც ემატება, მას უვითარდება არასწორი წარმოდგენა. ეს კი შეიძლება, კომპლექსად იქცეს და  განუვითარდეს შიში, რომელიც ქალს გასდევს მთელი ცხოვრება. ასეთ  ქალს უყალიბდება  გარკვეული სქესობრივი ცხოვრების ტიპი – არ ენდობა მამაკაცს, ვერ იღებს სიამოვნებას და ზოგჯერ ეს  იქამდეც მიდის, რომ  სექსოლოგის და ფსიქოთერაპევტის დახმარება სჭირდება. 
  რაც შეეხება  ასაკს, როდის შეიძლება დაიწყოს მოზარდმა სქესობრივი ცხოვრება, ეს  ალბათ, რეკომენდებულია 17-18 წლიდან. თუმცა, ეს მაინც ფარდობითი შეფასებაა. ვიღაცას 12 წლის ასაკშიც დაუწყია ცხოვრება, ვიღაცას უფრო გვიან – 23-25 წლის ასაკში.  რეკომენდაციების  მიხედვით  სქესობრივი ცხოვრების დაწყების  „ოპტიმალურ” ასაკად,  მაინც 17-18 წელი მიიჩნევა. ეს არის საუკეთესო პერიოდი ახალგაზრდა ადამიანის ფსიქოსქესობრივი განვითარებისთვის.  თუ ახალგაზრდამ სქესობრივი ცხოვრება ბავშვობის ასაკში დაიწყო, მას შემდგომში  სექსის მიმართ არაადეკვატური დამოკიდებულებები  უვითარდება. ეს ფიზიოლოგიურადაც არაა მიზანშეწონილი, მით უფრო გოგონებისთვის. 
– როგორ უნდა მოემზადოს მოზარდი პირველი სქესობრივი აქტისთვის?
– უპირველესად, ის სათანადოდ უნდა იყოს ინფორმირებული, ინფორმაციის წყარო კი უნდა იყოს მისთვის სანდო და კომპეტენტური პირი. ქართულ საზოგადოებაში, ხშირია, როცა ინფორმაციის წყარო ხდება მამა და პირველად სწორედ ის ზრუნავს მოზარდი ბიჭის პირველ სქესობრივ აქტზე, რაც არ არის სწორი და რეკომენდებული.  უკეთესია, თუ მამა პირდაპირ არ იქნება ჩართული ამ ამბავში და ამაზე იზრუნებენ მისი  მეგობრები ან ბიძა, ანუ ისინი, ვინც  მოზარდისთვის კომპეტენტურნი  და სანდონი არიან. მამის ინიციატივით დადგმული „სცენარი“ მოზარდისთვის ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან  ასეთ დროს განცდილი „მარცხი”, მოზარდისთვის  შესაძლოა, ფსიქოლოგიურ პრობლემად იქცეს. მამა პიროვნებაა, ვისთანაც შვილი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მაგარი და კარგია. როცა მამა მონაწილეობს ასეთი მნიშვნელოვანი მომენტის ორგანიზებაში, გასაგებია, რომ მოზარდს აუცილებლად ექნება შფოთვა იმის დასამტკიცებლად, რომ რაღაც კარგად გამოუვიდეს. სწორედ ამ დროს არ გამოსდის კარგად. ამიტომაც, მამამ შვილი ამ ასპექტში „საგამოცდო სიტუაციაში” არ უნდა ჩააგდოს.  დღეს იმდენად გაადვილებული და ხელმისაწვდომია სექსი მოზარდისთვისაც კი, რომ უმჯობესია, მოზარდმა მამის გარეშე გადაწყვიტოს ეს თემა. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, თუ ვინ არის მოზარდისთვის პირველი პარტნიორი.  უმჯობესია, როცა პირველი გამოცდილება პოზიტიურია, თუმცა, როგორც წესი, ბიჭები არაპოზიტიურ გამოცდილებას მომავალში მაინც გამოასწორებენ.  ეს გამოცდილება გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს  გოგონასთვის,  როცა ეს დაკავშირებულია გამოუცდელობასთან, ტკივილთან, ძალადობის ელემენტთან. პირველმა სქესობრივმა კავშირმა შესაძლოა, დაღი დაასვას გოგონას ცხოვრებას. ზოგადად,  პირველი ღამის შიში საკმაოდ გავრცელებული ფაქტორია, მით უფრო ჩვენი ტიპის საზოგადოებისთვის. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში  სქესობრივი ცხოვრება ძალიან ცუდად არის შესწავლილი. ქართულ საზოგადოებაში ამაზე არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. 50-იან წლებში, ამერიკელმა მკვლევარმა კინძიმ, ჩაატარა კვლევა, რომელმაც მთელი ამერიკა შოკში ჩააგდო. ის პროფესიით  ზოოლოგი იყო. მან პირველმა  ჩაატარა ამერიკაში კვლევა სქესობრივ თემაზე და დადო საოცარი დასკვნები. მისი მრავალრიცხოვანი კითხვარით ცნობილი გახდა, რომ ჰომოსქესობრივი გამოცდილება ჰქონდა გაცილებით მეტს, ვიდრე ეგონათ; რომ სქესობრივი ძალადობაც იყო იმაზე მასობრივი, ვიდრე წარმოიდგენდნენ ამერიკელები და ასე შემდეგ. დღეს ამერიკაში ასეთი კვლევები არავის უკვირს. ვფიქრობ, ამ ტიპის კვლევის ჩატარება ჩვენი საზოგადოებისთვისაც  ურიგო არ  იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეიქმნებოდა  ეპოქალური წარმოდგენები ამ თემაზე. რომ დავსვათ შეკითხვა, როგორი იყო ქართველთა სქესობრივი ცხოვრება, დავუშვათ, მეცხრამეტე საუკუნეში, პასუხი არ არსებობს. „გეიკულტურა“ ადრეც არსებობდა თბილისში, მაგალითად კინტოების თემაც გამოდგება. თუმცა, ეს მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენებია და  რა ხდებოდა ჩვეულებრივ, ჰეტეროოჯახში, არავინ ვიცით. საინტერესოა   როგორი იყო მათი სქესობრივი ცხოვრების სტერეოტიპი.  რა თქმა უნდა, ყველა კულტურაში სქესობრივი ენერგიის პრობლემა სხვადასხვანაირად გვარდება. ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება იყო წაწლობა, რაც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მოზარდში ეს ენერგია სულ არსებობდა და მისი რეგულირება  სხვადასხვა ფორმით ყოველთვის ხდებოდა. რაღაც ფორმით წაწლობა ამ ენერგიის გამოშვების რიტუალიც იყო. ისევ  სტერეოტიპებს  თუ დავუბრუნდებით, ვიქტორიანული ეპოქის ინგლისში არსებობდა სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც ქალის სექსუალობა დასაძრახი იყო, რომ სექსი არსებობდა მხოლოდ გამრავლებისთვის. ჩვენ გვინახავს ფილმები, სადაც ქალი  და მამაკაცი ლამის მთელი თავიანთი სამოსით შემკულები წვანან ერთად. თუმცა, მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისში აღვირახსნილობა ზეობდა. რა ხდებოდა  ჩვენთან, არავინ ვიცით. თანამედროვე ეპოქაში და ჩვენს საზოგადოებაშიც, ამ თემას ტაბუ ასე თუ ისე მოეხსნა. დღეს უკვე ყველა ვთანხმდებით, რომ არ არსებობს ბედნიერი ადამიანი, რომელსაც ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება არ აქვს,  ადამიანის ჰარმონიული  სქესობრივი ცხოვრება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მისი ცხოვრების ხარისხს.  სექსის მიმართ მოთხოვნილება,  ესეც ინდივიდუალურია – ვიღაცას სჭირდება კარგი სექსი, ვიღაცას სჭირდება სექსი კარგი ემოციის თანხლებით, რაც ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მამაკაცებისთვის. იმ საზოგადოებაში, სადაც ბევრი რამ არის დაულაგებელი, გამორიცხულია, ეს საკითხი მოგვარებული იყოს, ალბათ, ამიტომაცაა რომ დღეს, სამწუხაროდ,  სქესობრივად დაუკმაყოფილებელი ადამიანები საკმაოდ მრავლად არიან. არ შეიძლება ცალსახად იმის თქმა, რომ  სოციალურად დაბალ საფეხურზე მდგომ საზოგადოებაში სექსი უფრო მეტია, ან პირიქით –  ნაკლები, ვიდრე  ცივილიზებულში.  დაბალი ცივილიზაციის საზოგადოებაშიც საკმაოდ ბევრი აკრძალვა არსებობს. მათი რწმენა და მსოფლმხედველობა ამას რაღაც ფორმით არეგულირებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ტყეში და კარავში, სადაც  არც არჩევნები აწუხებთ და არც მოქალაქეობრივი პოზიცია, სხვა სამყაროს ადამიანებთან გვაქვს საქმე. იქ კი, სადაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უფრო მაღალია,  დღის წესრიგში დგება საკითხი, სადაც ძლიერი „მოტივაციაა”, დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლება, შემოსავლის წყარო, რელაქსაციისა და სიამოვნების  საშუალება, შურისძიება  და სხვა მრავალი. ვიღაც მხოლოდ იმის გამო შეიძლება, დაკავდეს სექსით, რომ მისთვის ეს გამრავლების საშუალებაა. მოკლედ, მთავარი მაინც ისაა და  საკითხიც ასე დგას –   ვისთვის რა არის სექსი?

скачать dle 11.3