კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოაცხადა ზვიად გამსახურდიამ პირად მტრად გურამ მგელაძე და დაბრუნდება თუ არა საქართველოში ნანა იოსელიანი

საქართველოს ქალთა საჭადრაკო ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სიმპათიური მოჭადრაკე, ქალბატონი ნანა იოსელიანი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მოსკოვსა და პრაღაში ცხოვრობს. ის საქართველოში მცირე ხნით ჩამოვიდა და ამბობს, რომ ალბათ საბოლოოდ დაბრუნდება. მისი მეუღლე გურამ მგელაძეა, რომელსაც საკმაოდ მდიდარი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვს.

ნანა იოსელიანი: წელიწად-ნახევრის წინ ვიყავი საქართველოში ჩამოსული რამდენიმე თვით. ძალიან დიდი ხანია, უცხოეთში ვცხოვრობ: ნაწილობრივ – პრაღაში, ნაწილობრივ – მოსკოვში. ამ ხნის განმავლობაში სულ მინდოდა თბილისში წამოსვლა და ვერაფრით ვერ მოვახერხე, ახლა დარწმუნებული ვარ, რომ დავბრუნდები (იცინის). საკუთარი თავი ემიგრანტად არასოდეს ჩამითვლია, მაგრამ, სამწუხაროდ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ახალი ემიგრაცია საკმაოდ განსხვავებულია. თავიდან ბევრი პრობლემა მქონდა, თუმცა, მაინც საქართველოს მოქალაქედ დავრჩი. ევროპაში ლეგალურად ვცხოვრობდი, მქონდა მუშაობის უფლება ჩვეულებრივ, მაგრამ, უცხოეთის პასპორტის აღებაზე არასდროს მიფიქრია. ბევრს, ვინც წავიდა, არაფერი აღარ აკავშირებს საქართველოსთან და ინფორმაციულ ვაკუუმში ცხოვრობს – ქართულ არხებსაც კი არ უყურებენ, არ აინტერესებთ, რა ხდება. ჩვენ აქაურობას არასდროს ვყოფილვართ მოწყვეტილები – როგორც კი ნინიკოს არდადეგები დაეწყებოდა, მაშინვე მეხვეწებოდა, საქართველოში გამიშვიო. ჩემმა შვილმა სკოლა პრაღაში დაამთავრა, იქ ამერიკულ სკოლაში სწავლობდა. შემდეგ სწავლა ლონდონში განაგრძო. მერე თბილისში ჩამოვიდა და „იესემში“ სწავლობდა, ერთი პერიოდი ასწავლიდა კიდეც იქ.  მყავს ორი შვილიშვილი.
ძალიან ძნელია, ოჯახი რომ ასე გყავს გახლეჩილი. სულ იმას ფიქრობ, შვილი რომ სამუდამოდ წაიყვანო, სხვანაირად გაიზრდება – იქ გაზრდილი ბავშვები არ არიან ქართველები, დამერწმუნეთ. მოკლედ, დავიტანჯე, სულ ვამბობდი, ერთი დღითაც არ წავსულვარ საქართველოდან-მეთქი. უცხო მიწაზე ცხოვრების აზრს ვერ ხედავ და, რაც დრო გადის, უფრო ძნელია. თუ სამუდამოდ წახვალ, შენს ადგილს აუცილებლად სხვა დაიკავებს.
– რომელ წელს წახვედით საქართველოდან?
– 1994 წელს, საშინელი და მძიმე სიტუაცია იყო აქ, ჭადრაკისთვის ვის ეცალა? საშინლად დავითრგუნე და, გადავწყვიტე, რომ აღარ მინდოდა აქ ცხოვრება. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და იმ პოლიტიკურ ამბებშიც ვმონაწილეობდი, როგორც ყველა, მით უმეტეს – ახალგაზრდა, ვფიქრობდი, რა დროს ჭადრაკის თამაშია, როცა სამშობლოს ვჭირდები-მეთქი, მაგრამ, მერე სხვანაირად ვიფიქრე. საოცარი პერიოდი იყო, სამოქალაქო ომი, მეშვიდე ბლოკს გილოცავთ, მეცხრე ბლოკს გილოცავთო... უამრავი შეცდომა დავუშვით მეც და მთელმა საზოგადოებამაც. წავედი ჩეხეთში. მაშინ ჭადრაკს აქტიურად ვთამაშობდი, ვთამაშობდი ჩეხეთში, ასევე, გერმანიის „ბუნდესლიგაში“ 2002 წლამდე. 2003 წელს ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დავბრუნდებოდი, მაგრამ, დავრჩით ასე ჰაერში. ახლა ვხედავ, რომ სიტუაციაც ძალიან შეცვლილია, ხალხიც აღარ არის ისე დათრგუნული. სულ ვფიქრობ, ჩვენი თაობა წელშია გადატეხილი-მეთქი, მთელი ცხოვრება მიტინგებზე და გაჭირვებაში გავატარეთ (იცინის). ხშირად მითქვამს, რომ ევროპელები თავიანთ სტაბილურობასა და კეთილდღეობას ვერ აფასებენ, ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ, იმიტომ რომ, არ იციან, გაჭირვება რა არის! კრიზისის ისე ეშინიათ, კანკალებენ. საერთოდ, ჩვენგან ძალიან განსხვავებული ხალხია, მით უმეტეს – დიდ ქალაქებში. სოფლებში კიდევ უფრო არის შენარჩუნებული ნათესაობა და ტრადიციები. ამდენი წელია, პრაღაში ვცხოვრობ და მეზობლებს არ ვიცნობ საერთოდ, მარტო ვესალმები და ეს არის. თუ გიჭირს და კარგს ჩამოუღებ ბრახუნით, დამეხმარეო, მაშინ, ალბათ დაგეხმარებიან (იცინის). სხვანაირი ხალხია, მშვიდი, აუღელვებელი და ეს დიდად არც მომწონს. ქართველები უნიკალურები იმით ვართ, რომ არც აზიელები ვართ ბოლომდე, არც ევროპელები. ვერც ჩვენ გავხდებით მათნაირები და ვერც ისინი – ჩვენნაირები. მაგრამ, მაინც ყოფილი სოცბანაკია და, მენტალურად, ასე თუ ისე, გავუგეთ.
– ჭადრაკს როდის დაანებეთ თავი?
– 2002 წელს. ნაკრები არ გამომიცვლია, საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი და რამდენჯერმე გავხდით მას მერე ოლიმპიური ჩემპიონები. გერმანიაში ვთამაშობდი ორ კლუბში – ქალებშიც და მამაკაცებშიც. პრაღაში საჭადრაკო აკადემიაა და იქაც ვთანამშრომლობდი. ბოლოს ტურნირი იყო, თუ არ ვცდები, სლოვენიაში,  ოლიმპიადაზე ძალიან დიდი უპირატესობით ვლიდერობდით და ბოლო სამ ტურში საოცრება მოხდა – წავაგეთ, სამეულშიც კი ვერ მოვხვდით. არადა, ჩემთვის ოლიმპიური პრინციპი აბსოლუტურად არ მუშაობს, ყოველთვის გამარჯვებაზე ვარ ორიენტირებული. მით უმეტეს – ჩვენთვის, რომლებსაც მეორე ადგილიც კი არ მიგვაჩნდა წარმატებად. იყო დრო, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები მარტო ქართველებით იყო დაკომპლექტებული. თანდათან დამიგროვდა უარყოფითი ემოციები, მერე „ხალტურაც” ბევრი იყო, აღარც დრო მქონდა და უმტკივნეულოდ დავანებე თავი. დამიჯერებ? მას მერე ჭადრაკი საერთოდ არ მითამაშია! არადა, მთელი ჩემი ცხოვრება იყო. ჩემს ახლობლებს სულ ვეუბნები, მოჭადრაკეობა არ არის კარგი-მეთქი, მთლიანად ნთქავს ადამიანს, მის მთელ დროს. ჩემი შვილი, ფაქტობრივად, დედაჩემის გაზრდილია. მეუღლე და დედა ძალიან მიწყობდნენ ხელს, თან საკმაოდ ადრე შემეძინა შვილი – 21 წლის ვიყავი...
– სუკი გაკონტროლებდათ ხოლმე?
– სხვათა შორის, მაინცდამაინც არა. თუ დელეგაცია მიდიოდა, ვიცოდით, რომ სუკის ერთი თანამშრომელი იქნებოდა წარმომადგენლობაში. მაშინ ბევრი მოჭადრაკე დარჩა ევროპაში, ოღონდ, ქალები არა, მამაკაცები, უფრო რუსი ებრაელები. პირიქით, იმ დროს მოჭადრაკეები და ჩოგბურთელები პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვიყავით სპეციალური ბრძანებულების საფუძველზე. პარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ, არც ვინმეს დაუძალებია.
–  ალბათ, ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი.
– ძალიან ბევრში. ევროპაში უადვილესია მანქანაში ჩაჯდომა და მოგზაურობა, იტალია, პარიზი, ამერიკა, იაპონია, ჩინეთი... აფრიკაშიც ვიყავი და ზიმბაბვემ მომხიბლა. ულამაზესი ქალაქია ხარარე, თუმცა, მაშინ იქ იან სმიტის რეჟიმი და აპართეიდი იყო. პატარა ვიყავი, ზიმბაბვეს პრეზიდენტს რომ შევხვდი (იცინის). პირველი საბჭოთა სპორტსმენები ვიყავით მე და ბუხუტი გურგენიძე, რომლებიც ზიმბაბვეში ჩავედით. სამხედრო რეჟიმი იყო და, მგონი, კანიბალიზმიც, მაგრამ, მაინც მომეწონა. დიდი პატივით მიგვიღეს.
– ნინომ თუ იცის ჭადრაკის თამაში?
– არ იცის და არც აინტერესებს. მთელი ბავშვობა ეჭვიანობდა ჭადრაკზე, სულ ამბობდა, ეგ რომ არა, დედაჩემი ჩემ გვერდით იქნებოდაო. ნერვული სისტემა, ენერგია, ოჯახი – ყველაფერი ამ საქმეს შევწირე. მაგრამ, ეს სპორტი დღეს აღარ არის პოპულარული, მაშინ, როცა ჩვენს დროს სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე იყო აყვანილი – კარპოვმა კორჩნოის რომ მოუგო, თვითონ ბრეჟნევმა მიულოცა გამარჯვება და საბჭოთა კავშირის წარმატებად აღიარა. რატომღაც, ვერ მოხერხდა ამ სპორტის კომერციალიზაცია. მე ადვილად შეველიე, აი, ნონა კი დღემდე თამაშობს – ის ჩემზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. რატომღაც, წაგებული თამაშები უფრო მამახსოვრდებოდა, ვიდრე მოგებული, თუმცა, იღბალიც ხშირად ყოფილა ჩემს მხარეზე.
– ნანა ალექსანდრიასთან გაქვთ ურთიერთობა?
– ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. მით უმეტეს, რომ ნანა ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო. ჩვენ შორის კონტაქტი თავისთავად გაწყდა.. არც ჩემი ინიციატივით მომხდარა ეს, არც მისი, რაღაცნაირად, ასე გამოვიდა, თავისით. ახლოს ვიყავით, გიგასაც ძალიან კარგად ვიცნობ. გული მწყდება, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთი დავკარგეთ.
– რუსეთში თქვენი ქართველობის გამო გქონიათ პრობლემები?
– არასდროს, არანაირად. ერთადერთხელ იყო რეიდი ქართულ ობიექტებზე. ომის დროს აქ ყოფნა იყო საშინელება, სხვადასხვა სიმართლეს ვისმენდით. ჩემი მეგობრებისა და ახლობლების წრე კი, პირიქით, პროტესტს გამოთქვამდა და ამბობდა, რუსეთი დიდი ქვეყანაა, პროვოკაციები რომც ყოფილიყო, მეტი მოთმინება მართებდაო. ადეკვატური ადამიანები არიან. ვინმემ ცუდად არ გამიგოს, მაგრამ ამდენი საერთო, რაც ჩვენ რუსებთან გვაქვს, ჯერჯერობით ვერც ფრანგთან და ვერც ჩეხთან ვერ გვექნება. დუმის დეპუტატებსაც ვიცნობ, ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ჭადრაკს რომ თავი დავანებე, კერძო ბიზნესი გვქონდა, ხან ტურიზმის სფეროში, მერე – სამშენებლოში... მეც მქონდა კარგი შემოსავალი და ჩემს მეუღლესაც კერძო ბიზნესი ჰქონდა მოსკოვშიც და ევროპაშიც.
– თქვენი მეუღლე თუ არის ამჟამად თქვენთან ერთად ჩამოსული?
– არა, მაგრამ, იმედია, მალე ჩამოვა. ჩემი მეუღლე, გურამ მგელაძე, საბჭოთა კავშირის დროს საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, მაგრამ, თქვენ, ალბათ, არ გემახსოვრებათ. ამჟამად პენსიონერია. გურამი 1992 წლიდან ცხოვრობს მოსკოვში, მაშინ ის – ჯერ კიდევ არ იყო ჩემი ქმარი.  წავიდა, რადგან, იძულებული გახდა – ზვიად გამსახურდიას მთავრობა დევნიდა, პირად მტრად გამოაცხადა ზვიადმა – ეს გრძელი ამბავია. მოკლედ, არ მიყვარს პირადზე საუბარი, ამას საერთოდ პირველად ვამბობ პრესასთან. გურამს რუსეთის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ, შევარდნაძის დროს ჩვეულებრივად ჩამოდიოდა საქართველოში, მერე განსხვავებული აზრის გამო დაისაჯა. 2009 წლიდან მას საქართველოში შემოსვლა ეკრძალება, თან, ოფიციალური მიზეზიც არ ვიცით. საკონსულოში უთხრეს, რომ ვერასოდეს მიიღებდა საქართველოს ვიზას, რადგან, საქართველოსთვის საშიშროებას წარმოადგენს.
– როგორც ვიცი, ჯაბა იოსელიანთან და ედუარდ შევარდნაძესთან საკმაოდ ახლო მეგობრული ურთიერთობაც აკავშირებდა.
– აბა, რა გითხრათ. ჯაბა გურამის ბავშვობის მეგობარი იყო და, ეს ბუნებრივია, მაგრამ, მე მაინცდამაინც ახლოს არ ვიცნობდი. მჭიდრო კავშირი როგორ ექნებოდათ, როცა ჯაბა დეპუტატი იყო, თბილისში ცხოვრობდა, გურამი კი – მოსკოვში? როცა ჯაბა მოსკოვში ჩამოდიოდა საქმეზე, ჩვენთან ყოველთვის მოდიოდა ხოლმე. რამდენჯერმე თბილისში, ჭადრაკის სასახლეშიც შევხვდი. შევარდნაძეს რაც შეეხება, მას არ ვიცნობ, არც მისი ოჯახის წევრებს, მხოლოდ ვურეკავდით და დაბადების დღეს, დღესასწაულებს ვულოცავდით ერთმანეთს. მის შესახებ მე და ჩემს მეუღლეს ბევრჯერ გვიკამათია. თუ კიდევ რამე გაინტერესებთ, ჩამოვა გურამი და ჰკითხეთ (იცინის).
– კანონიერ ქურდებთანაც გქონიათ შეხება?
– ვიცნობ ბევრ მათგანს. კარგი რა, მითია ეგ ყველაფერი! საბჭოთა წყობა დაინგრა და სადღა არიან კანონიერი ქურდები?! უმრავლესობა ბიზნესმენი გახდა ან რამე სხვა საქმეს მოჰკიდა ხელი.

скачать dle 11.3