კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან განიცადა დიდი სიამოვნება „პირველმა ვიცე-მის საქართველომ“ და ვისზეა ის „გამოკერებული“

როგორც ცნობილია‚  სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრმა“ სულ ახლახან ჩაატარა საიუბილეო „მის საქართველო“, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებული‚ ანუ, „პირველი ვიცე-მის საქართველო“ ლიკა მეტრეველია. ამ კონკურსის შემდეგ ლიკას ცხოვრება საკმაოდ შეიცვალა, კიდევ უფრო აქტიური გახდა.

ლიკა მეტრეველი: ვსწავლობ ჯავახიშვილში‚ იურიდიულ ფაკულტეტზე, მეორე კურსის სტუდენტი ვარ. 2009 წელს გავხდი „მის თელავი“ და შემდეგ გავემგზავრე ჩეხეთში საერთაშორისო კონკურსზე. რომ ჩამოვედი‚ მინდოდა მოდელობის გაგრძელება, თან‚ კონკურსზე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მაგრამ‚ რადგან აბიტურიენტი ვიყავი, არ მქონდა დრო, სამოდელო კარიერისთვის მიმეხედა. ახლა‚ როდესაც გამოცხადდა საიუბილეო „მის საქართველოს“ ქასთინგი, გადავწყვიტე, მივსულიყავი. ქასთინგზე ძალიან ბევრი გოგონა იყო, რომელთაგან დაახლოებით 150 გოგო აგვირჩიეს და უკვე შემდეგ მოვხვდი ოცეულში. მოსამზადებელი პერიოდი თვე და სამი კვირა გრძელდებოდა. თავად ქალბატონი იაც აღნიშნავდა, რომ  მოსამზადებელი პერიოდისთვის ამდენი დრო არც ერთი კონკურსისთვის არ დაუთმია. ამას იმით ხსნიდა, რომ საიუბილეო „მის საქართველო“ იყო.
– როგორ მიმდინარეობდა მოსამზადებელი პერიოდი?
– ყოველთვის ვიყავი ფორმაში, მაგრამ, ახლა როგორც ვარ, ასეთ ფორმაში ნამდვილად არ ვყოფილვარ. წონა ისევ ის მაქვს, უბრალოდ‚ ვარჯიშების შემდეგ სხეულის კორექცია მაქვს და უნდა შევინარჩუნო, რადგან, 2013 წელს „მის მსოფლიოზე“ მივდივარ. ასევე‚ გვქონდა მეტყველების, ფსიქოლოგიის გაკვეთილები. ყველანაირად გვეხმარებოდნენ, რომ კონკურსზე გახსნილები, თავისუფლები ვყოფილიყავით. „იმედის“ გადამღები ჯგუფი ყველგან დაგვყვებოდა, ამიტომ‚ სულ გვიწევდა პოზირება. თავიდან ცოტა დისკომფორტს განვიცდიდით, მაგრამ‚ როდესაც ანაკლიაში წავედით‚ ორი დღით ადრე „იმედის“ გადამღები ჯგუფი წავიდა და გოგოები ცუდად ვიყავით: სად არიან, რატომ აღარ გვიღებენ, რატომ დავრჩით მარტოო... მანამდეც ვიყავი ყურადღების ცენტრში, მაგრამ ახლა უფრო მეტად ვარ და სახლშიც ველოდები ხოლმე კამერას. ქალბატონი ია ყველანაირად ცდილობდა, რომ გადატვირთული დღის შემდეგ განტვირთვაც მიგვეღო. საღამოს თავისუფალი დრო გვქონდა, შეგვეძლო, გვეკეთებინა ის‚ რაც გვინდოდა, მაგრამ‚ ზომიერების ფარგლებში. მივდიოდით დისკოთეკებზე, ასევე „დინამოს“ თამაშზე. ბიჭები „ფოთს“ ეთამაშებოდნენ და 5:0 მოიგეს, საკმაოდ წარმატებულად ითამაშეს. ამის მერე ამბობდნენ ხოლმე, ეს გოგონები თუ გადაარჩენენ ქართულ სპორტსო. გარდა ამისა, თითქმის მთელი საქართველო მოვიარეთ. ახალციხეში ვიყავით, ბათუმში, ანაკლიაში, მესტიაში. დატვირთული დღეების შემდეგ დაგვასვენეს და ამით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში.
– პირველად იყავი ოჯახის წევრებისგან შორს?   
– დედისერთა ვარ, დედაზე ვარ გამოკერებული. 2010 წელს 10 დღით ვიყავით მე და დედა ერთმანეთისგან შორს და მეორედ – ახლა. ასეთ დროს დამოუკიდებლობასაც სწავლობ, მარტო ხარ, საკუთარ თავზე თავად აგებ პასუხს. ჩემ გარდა 19 გოგონა იყო, მაგრამ თავიდან მაინც მარტო ხარ, რადგან ისინი უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან. მეგობრებს ბავშვობიდან ირჩევ და, ახლა, ამ ასაკში, ძნელია‚ ყველას შეეთვისო, მაგრამ, ეს ყველამ შევძელით. ერთმანეთს ვეხმარებოდით, როგორც შეგვეძლო.
– რა თვისებები შეგძინა ამ კონკურსმა?
– კომუნიკაბელური ადრეც ვიყავი, მაგრამ, ახლა უფრო გახსნილი ვარ და, შემიძლია, სხვადასხვანაირად მივუდგე ნებისმიერ ადამიანს, რომ მისი გული მოვიგო. კარგი მოგონებები და ბევრი დადებითი თვისება შემძინა ამ კონკურსმა.
– როდესაც ასეთ კონკურსში იღებ მონაწილეობას, გამარჯვების ამბიციაც გაქვს. შესაბამისად, როგორც სხვა გოგონები, ალბათ, შენც ელოდებოდი გამარჯვებას.
– ნურავინ იტყვის, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მივედი, მაგრამ, გამარჯვება არ მინდოდაო, – ეს ბავშვური თავის მართლებაა. მე იმიტომ მივედი კონკურსზე, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმომეჩინა და, მიმაჩნია, რომ ეს გავაკეთე, რადგან, ავიღე ნომინაცია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ამ კონკურსში. ყველა გოგონას, მათ შორის მეც, გვინდოდა. რომ გარკვეული წარმატებისთვის მიგვეღწია, ჯერ მარტო ხუთეულში რომ შედიხარ, ეს ნიშნავს უკვე ბევრ რამეს. იმედი მქონდა, რომ ხუთეულში შევიდოდი, მაგრამ, ნამდვილად არ ვიცოდი მეხუთე ვიქნებოდი, მეოთხე თუ მესამე. რადგან საიუბილეო „მის საქართველო” იყო, ამიტომ ქალბატონმა იამ ჯერ ათეული აირჩია, შემდეგ კი – ხუთეული. ათეულში მეცხრე დამასახელეს. მანამდე ვფიქრობდი: „რა ხუთეული, ლიკა, მგონი მეათე ადგილზე ვერ გახვედი“... თან, ბოლო დონემდე ვკანკალებდი – ახლა რა გავაკეთო-მეთქი. რომ გამოაცხადეს: ლიკა მეტრეველი – „პირველი ვიცე-მის საქართველო”, – საოცარი ემოცია დამეუფლა და საკუთარ თავს ვეუბნებოდი: ლიკა, დაკუმე პირი-მეთქი. ძალიან გამიხარდა, ვერც კი ვლაპარაკობდი. ბოლოს, „ავთერ ფართიზე“ რომ წავედით გოგონები, ისეთი აჟიტირებულები ვიყავით, არ გვჯეროდა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს გვირგვინი ჩვენ თუ გვეკუთვნოდა.
– უკვე შეეგუე?
– ძალიან ცოტა დროა გასული იმისთვის, რომ ვთქვა, შევეგუე-მეთქი, თუმცა, რაღაცეები შეიცვალა: უფრო მეტი თვალი მიყურებს, მაკვირდებიან. მეც, ვცდილობ, უფრო თავდაჯერებულად მოვიქცე, რომ არ თქვან – ეს ვინ აურჩევიათო. გამოგიტყდებით, რისი მეშინია ყველაზე მეტად: სოციალური ქსელებიდან, ფორუმებიდან ვიცი, რომ ხალხი ჩემზე და თამთაზე დიდ იმედებს ამყარებს – რომ თამთა „მის სამყაროზე” მიაღწევს დიდ წარმატებას, ხოლო მე – „მის მსოფლიოზე”. ძალიან მეშინია, არ გავუცრუო იმედები ჩვენს გულშემატკივრებს, განსაკუთრებით – ქალბატონ იას, რომელმაც ეს ტიტულები გვანდო.
– როგორ ცხოვრობდი კონკურსამდე, როგორი ცხოვრების სტილი გქონდა?
– როგორც აღვნიშნე იურიდიულზე ვსწავლობ. პირველი კურსი საკმაოდ რთული იყო, ისევე, როგორც სხვა ფაკულტეტებზე. თან, სკოლაში იურიდიულის მსგავს არანაირ საგანს არ ვსწავლობდით და, ამიტომ, განსხვავებულ სფეროს შევეჭიდე. კი მაინტერესებდა, მაგრამ, ჩემთვის მაინც უცხო იყო. პირველი წლის განმავლობაში, ძირითადად, ვსწავლობდი, მეგობრებს ვხვდებოდი, ვსეირნობდით. ახლა სამოდელო კარიერამ დიდი ადგილი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში და, იმედი მაქვს ორივეს შევუთავსებ ერთმანეთს.
– საკმაოდ ხალისიანი, მხიარული გოგონა ჩანხარ.
– ჩემი დადებითი თვისება ის არის, რომ ყველაფერს პოზიტიური თვალით ვუყურებ და ამიტომ ნეგატიურს იშვიათად ვხედავ. მხიარული ვარ, მიყვარს ქაოსი,  ხშირად თავად ვქმნი ამ ქაოსს და მერე ამ ქაოსში ვიკარგები. საკმაოდ აქტიური ვარ და ცხოვრების წესიც ასეთი მაქვს, დღეს – განსაკუთრებულად. ბოლოს ასეთი რამ მოხდა: ჩემი დაქალი ორი თვით მიდიოდა მინსკში. მე თელავში ვაპირებდი წასვლას და შუადღეს დავემშვიდობე – ვეღარ გნახავ-მეთქი. თან, მთელი გზა ვემესიჯებოდი, არადა, ვემზადებოდი მის გასაცილებლად. ერთი დაქალი გავაფრთხილე: არ უთხრა, რომ აქ ვარ-მეთქი. კაფეში ისხდნენ, მივედი მოულოდნელად, არ აპირებდა ტირილს და, რომ დამინახა, ჩამეხუტა და ტირილი დაიწყო. ასეთი რაღაცეები მიყვარს. სხვათა შორის, სანამ მე ასეთ რამეს გამიკეთებენ, ვბრაზდები: რას ქვია, არ მოდიხარ-მეთქი, მაგრამ მერე სიურპრიზს რომ მიწყობენ, მიხარია.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, როგორი ბიჭები მოგწონს, თუ გყავს შეყვარებული?
– არასდროს მიფიქრია, რომ ბიჭი ასეთი უნდა იყოს, ან, ასეთი და ასეთი ცხვირი ან თვალები უნდა ჰქონდეს-მეთქი. შეიძლება, სულ სხვანაირზე ვფიქრობდე, მაგრამ, სხვანაირი მოეწონოს. მთავარია, მიყვარდეს, ვუყვარდე და ურთიერთგაგება იყოს. თუმცა, გარეგნობას, შეიძლება ითქვას, პირველ ადგილზე ვაყენებ, რადგან, რომ შეხედავ ადამიანს, უნდა მოგწონდეს და მერე უნდა გაგიჩნდეს მასთან ურთიერთობის სურვილი. რაც შეეხება ხასიათს, მხიარული უნდა იყოს. რადგან, მე რომ მთელი დღე ხალისიანად ვიყო, ვხუმრობდე, და ის კი წყნარად იჯდეს, ვერ შევეწყობით ერთმანეთს. იუმორის გრძნობაც უნდა ჰქონდეს, თუმცა, ჩემსავით ქაოსური არ უნდა იყოს, თორემ, ორივე ქაოსური – საშინელება იქნება. ჩაკეტილთან, მშვიდთან არ გამომივა ურთიერთობა და ისიც ვერ იქნება ჩემთან კარგად.  ყურადღება და სიურპრიზებიც მიზიდავს, განსაკუთრებით, როცა ურთიერთობა იწყება. უყურადღებოდ რომ დამტოვოს, უბრალოდ, მასთან ურთიერთობის სურვილი არ მექნება და ყველაფერი აირევა. ყურადღებასთან დაკავშირებული სიურპრიზებიც მიყვარს და სიგიჟეებიც. ძირითადად, მეგობრებს ვუკეთებ ხოლმე ასეთ რაღაცეებს და, რა თქმა უნდა, შეყვარებულსაც გავუკეთებ.
– სამოდელო კარიერას გააგრძელებ?
– ყველაზე მეტად პირველი ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა. „მის საქართველო” ჩემთვის ნაბიჯი კი არა, დიდი ნახტომი იყო – პირველად შევდგი სამოდელო სააგენტოში ფეხი და ამხელა წარმატებას მივაღწიე. ამან კი იმხელა სტიმული მომცა, რომ არ ვაპირებ გაჩერებას. თუმცა, პარალელურად სერიოზულად უნდა მივხედო პროფესიას, სწავლას, რომ ჩემი საქმე მქონდეს.

скачать dle 11.3