კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ გადაარჩინა თალეს შონიამ უცხოპლანეტელების მიერ დედამიწიდან მოწყვეტას და როგორ ადამიანებთან მიდიოდნენ ისინი სტუმრად საქართველოში

უცხოპლანეტელთა ფენომენის კვლევა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო,  როდესაც ამ თემასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გაჩნდა. აღმოჩნდა, რომ მფრინავი ობიექტები სულაც არ იყო მნახველის ფანტაზიის ნაყოფი. ერთადერთი ქართველი, ვისაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა უცხოპლანეტელებთან, იყო თალეს შონია, რომელმაც ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მასალა დატოვა. ამ კავშირების შესახებ, რაზეც იმ წლებში საუბარიც კი აკრძალული იყო, ინტერვიუ ვთხოვეთ თალეს შონიას ძმას, გიორგი შონიას, რადგან ეს თემა საზოგადოების ინტერესის საგნად დღემდე რჩება.

გიორგი შონია: მამაჩვენი იყო ფილოსოფოსი, რომლის ფუნდამენტური შრომა მიმართულია სამყაროს წარმოშობისა და მასში მიმდინარე ძვრების შესახებ. მას თავის მასწავლებლად მიაჩნდა ბერძენი, მილეთელ ფალესი, რომელიც დაინტერესებული იყო ციური სხეულების შესწავლით. მამამ მის პატივსაცემად, თავის უმცროს შვილს, ჩემს ძმას, თალესი დაარქვა.  ასტროლოგიური ნუმეროლოგიის თანახმად, სახელის რიცხობრივი მანდალის შემადგენლობის შესაბამისად, პიროვნების  სომატური მდგომარეობა სიცოცხლეში განისაზღვრება; ალბათ, ამიტომაც, თალესსაც სახელის შესაბამისად დაებედა თავისი ბედი –  ის ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ციური სხეულებითა და მიწიერი არეალით. მოგვიანებით თალესმა გადაწყვიტა, ზღვით შემოევლო  დედამიწისთვის, მან ააგო კიდეც 9-მეტრიანი იახტა თბილისის ზღვაზე, მაგრამ, მერე ხელი შეეშალა და ამ მისიის შესრულება ვერ  შეძლო.
– როდის დაინტერესდა ის ამოუხსნელი მოვლენების კვლევა-ძიებით პროფესიონალურად?
– ახალგაზრდა ყმაწვილი იყო, როდესაც კახეთის ტერიტორიაზე სიგარეტის ფორმის, კილომეტრიანი სიგრძის ტყის მასივის გადაწვა მოხდა. თალესი მაშინვე გაემგზავრა მის სანახავად, აიღო ნამწვის სინჯები დასაკვირვებლად და ის სპეციალისტებს გადასცა შესამოწმებლად. გაკეთდა დასკვნა, რომ ნამწვი უცნაური მიკროსკოპული აღნაგობისაა. თალესმა ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ ეს შედეგი  გამოწვეული იყო უცნობი მფრინავი ობიექტის ზემოქმედებით. საქართველოში ჩამოსულმა რუსმა და ევროპელმა მკვლევრებმა გააკეთეს დასკვნა: არ არსებობს არავითარი უცხო მფრინავი ობიექტი და ტყის მასივის გადაწვა ქარიშხლის, ქარბორბალას ან სიგარეტის ნამწვის ზემოქმედების შედეგიაო.  სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე უცნობი ფენომენალური მოვლენების შემოტევები: უცნაური ნათებები გარემოში, უცნაური ტრაექტორიებით მოძრავი ობიექტებით ფრენა ცაში ან მათი ჰაერში გაჩერება და ასე შემდეგ. იმ პერიოდში  უცხოპლანეტელების თემა  და ინტერესი მთელ მსოფლიოში იმდენად აქტუალური გახდა, რომ  სახელმწიფოში აიკრძალა უცხო ფენომენებზე საუბარიც კი. რეიგანმა და გორბაჩოვმა  ოფიციალურად შეადგინეს მათი ქვეყნების გაერთიანების ხელშეკრულება უცხოპლანეტელთა შემოსევების თავიდან ასაცილებლად.  ამერიკელებმა არაერთხელ ჩაატარეს უცხოპლანეტელთა ობიექტების ნამსხვრევების ანალიზები, თუმცა ინფორმაციას, თუ რისგან შედგებოდა ეს ნამსხვრევები, ისინი  ვერ იღებდნენ. 60-იან წლებში მათ რამდენჯერმე ააფეთქეს უცხოპლანეტელთა  ობიექტები,  აფეთქების შედეგად 11 უცხოპლანეტელის გვამიც ჰქონდათ ლაბორატორიებში კვლევებისთვის, მაგრამ, მაინც უამრავი კითხვა რჩებოდა უპასუხოდ.  1983 წელს ამერიკელებმა შექმნეს უცხოპლანეტელთა ხომალდის მსგავსი ობიექტი, რომელსაც თეფშის ფორმა მისცეს და გაუშვეს  სამყაროში, ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც ჰქონდათ ინფორმაცია უცხოპლანეტელთა ხომალდზე, მაგრამ, ის ვერ გათვალეს, რომ უცხოპლანეტელთა თეფში ხსნიდა გრავიტაციას, ამერიკელთა მფრინავ ობიექტს  კი  გრავიტაციის მოხსნა არ შეეძლო. საქართველოში უცხოპლანეტელების ერთ-ერთი პირველი კონტაქტი დამყარდა  ედუარდ შევარდნაძის  სოფელ მამათში.  ერთ-ერთი ოჯახის ეზოში შეიმჩნეოდა უცნაური მოძრაობები, იქვე  გაჩნდა ნათელმხილველობის შემთხვევებიც, რადგან  უცხოპლანეტელების ზემოქმედება უკვალოდ არ გადის – ბევრ ადამიანს  უჩნდება ნათელხილვის უნარი, ბევრს კი სხვადასხვა დაფარული ნიჭი და, ალბათ, ამიტომაც  ჰქონდა შევარდნაძეს დიდი ექსტრასენსული  უნარი.    
ერთ დღეს  თალესთან გამოცხადდა ერთი ადამიანი, რომელმაც შეატყობინა,  რომ ავტომობილით მოძრაობისას მოხვდა ზემოქმედების ქვეშ, რაღაც ძალამ მოაბრუნებინა მანქანის საჭე და გაჰყვა კოჯრის გზას. ფუნიკულიორთან ტყის მასივში,  ის გადმოიყვანეს მანქანიდან და აღმოჩნდა ვეებერთელა, სხვადასხვა ფერით გაჩირაღდნებულ ობიექტთან. „უცნობმა პირებმა” ის შეიპატიჟეს ობიექტში და ტელეპათიურად გაუმართეს საუბარი. ჩვენ ამ ინციდენტის მეორე დღეს მივედით იმ ადგილას და, მიწაზე დაგვხვდა ბენზინის მსგავსი სითხის კვალი.  თალესმა აიღო სინჯები და  მიიტანა ქიმიის ინსტიტუტში. ლაბორატორიულმა კვლევამ  დაადგინა, რომ  სითხის შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ჩვეულებრივი  ბენზინის  ანალიზის პასუხებს. სითხის ხვედრითი წონა იყო იმაზე დაბალი, რაც აქვს საავიაციო ბენზინსაც კი.    ორი კვირის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ  ხელახალი ანალიზი, რომლის პასუხადაც თალესმა დადო დასკვნა, რომ სითხე ორ კვირაში გახდა „მიწიერი”, ანუ, ახალი ანალიზით, სითხის  შემადგენლობა იყო იმ სითხის იდენტური, რაც შეესაბამება  ჩვეულებრივ ბენზინს.  ამავე კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ ბოლო პერიოდში გავრცელებული  ხმები  ქვების სროლასთან დაკავშირებით.  ვინმეს უთქვამს,  რომ ამ ქვებით  ფანჯარა გატყდა ან ვინმეს  მოხვდა თავში?  არა.  ასეთი შემთხვევები ადრეც ხშირად ხდებოდა ხოლმე – მახსოვს,  ათეული წლების წინათ  ერთ-ერთი რაიკომის მდივნის ეზოში „ჩამოვარდა” ასეთი  გაურკვეველი წარმომავლობის ქვა, რომელმაც  დროთა ვითარებაში წყლის წვეთების გამოჟონვა დაიწყო. რაში იყო  და არის ამ ქვების საიდუმლო? ყველა ქვა, რომელიც ვარდება დედამიწაზე არის  დემატერიალიზებული,  ისეთი როგორც პლასტელინი, ქვის ფორმას და შინაარსს კი იღებს  დედამიწაზე – აქ, უკვე მიწაზე ხდება მიწიერი. 
მაშინ როდესაც ჩვენ აქტიურად ვიყავით დაკავებული ამ თემების კვლევით, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცხოპლანეტელებმა ბავშვები  „წაიყვანეს” ობიექტის მეშვეობით და შემდეგ ისევ დააბრუნეს დედამიწაზე.  ის ბავშვები ყვებოდნენ მეტად საინტერესო „ექსკურსიაზე”, თუმცა, ვერ იხსენებდნენ ისეთ დეტალებს, რაც მეცნიერული კვლევებისთვის ახალი ინფორმაციის წყარო გახდებოდა.
უცხოპლანეტელები სხვადასხვა ფორმით ამყარებდნენ კავშირს  დედამიწაზე,  ერთხელ თალესთან რაიონიდან მოვიდნენ შეწუხებული მშობლები,  რომელთაც განაცხადეს: როცა ჩვენი შვილი ბრაზდება, ჭერში ვედროებით წყალი ჩამოდისო. ძალიან ხშირი იყო „დამწვრობის” შემთხვევები. დაიწყო  იმ ადამიანების მოზღვავება, რომლებმაც სხეულზე, ზემო კიდურებზე გაუჩნდათ რაღაც ინფორმაციული მინიშნებების შემცველი სიმბოლური ნახაზები, იეროგლიფები, ჭრილობები. ზოგიერთ შემთხვევაში ის გაჩენიდან ისე მალე ქრებოდა, რომ ვერც კი ვასწრებდით მათ ფოტოგრაფირებას. ერთხელ ასეთი „დაზარალებული“ წავიყვანეთ დამწვრობის ცენტრში და ექიმების თანდასწრებით ჩავუტარეთ ანალიზი. კანიდან აღებული სინჯის ანალიზით, ეს იყო ჩირქმბადი სტაფილოკოკური ფლორა. მეორე დღეს პაციენტი ისევ წავიყვანეთ დამწვრობის ცენტრში და როდესაც ყველაფერი ალაგებული დახვდათ, ექიმებმა არ დაიჯერეს, რომ ეს იყო ის პაციენტი, რომელსაც წინა დღეს დაუსვეს დიაგნოზი – ტანზე არავითარი ნიშანი და ნაწიბური აღარ იყო.  
– როგორ ამყარებდა თალესი კინტაქტს უცხოპლანეტელებთან?
– დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ თალესი იყო ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა უცხოპლანეტელებთან, ენერგეტიკულ პლაზმასთან. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ თალესი შეისწავლიდა ფიზიკურ სხეულებს, მე კი – მათ გავლენას ადამიანის ფენომენზე.  თალესი ტელეპათიური უნარით ახერხებდა ამ კავშირების დამყარებას, იცოდა, სად დაფრინდებოდნენ და როგორ. მე კავშირის დამყარება არ შემეძლო, მხოლოდ ერთხელ ვნახე  უცხოპლანეტელების თეფში საკუთარი თვალით, მაშინ, როდესაც დედაჩემი საავადმყოფოში სიკვდილის პირას იყო. ისინი, როგორც წესი, მიდიოდნენ გაჭირვებულ ადამიანებთან. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც სამი-ოთხი ადამიანი იდგა ერთად და უცხოპლანეტელთა „კავშირს” მხოლოდ ერთი გრძნობდა. ჩვენი კონტაქტის მეტად საინტერესო ფაქტი  გამომჟღავნდა მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე. თალესის მეგობარმა ქალბატონმა, რომელიც მოსკოვის ცენტრალურ ჟურნალში მუშაობდა, შეგვატყობინა, რომ რაღაც ძალისგან მიიღო „მოპატიჟება” საქართველოში, მცხეთის რაიონში, დანგრეული ეკლესიის ტერიტორიაზე. ის ქალბატონი მხატვარიც იყო და ზუსტად დახატა ის ნანგრევები, ყველა წვრილმანით, რაც ადგილზე მისულებმა საკუთარი თვალით ვნახეთ. ჩვენ გვიანობამდე დავრჩით ეკლესიის ნანგრევებზე. უეცრად სიბნელეში განათდა არეალი. თალესმა უცებ შეამჩნია, რომ მარინა ჩვენს ჯგუფში აღარ იყო,  ნანგრევებიდან გარეთ  გამოვცვივდით და დავინახეთ, როგორ იწეოდა ქალი მიწიდან ზემოთ. თალესი მას ფეხებში ჩაეჭიდა, დაიკავა ის და ასე გამოიხსნა იმ ძალისგან, რომელიც მის მეგობარს დედამიწიდან  მოწყვეტას უპირებდა.         
 –  ცნობილია ის ფაქტი, რომ  თალეს შონიამ ერთ-ერთი კავშირი თემურ წიკლაურის სიმღერის დროს დაამყარა.
 – ეს მოხდა რუსთავში. 1990 წელს რუსთავში მოეწყო საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ  ამ სფეროს  მკვლევრები ევროპიდან  და რუსეთიდან.  კონფერენციის მსვლელობის დროს, მოულოდნელად, ყველამ შეამჩნია, როგორ დაიწყო რხევა ფარდებმა და უცებ „ჩამოვარდა” წერილი, სადაც ხუთ-ექვს ხაზზე ნოტები და ქართული სიტყვები იყო დაწერილი.  კონფერენციას ესწრებოდა თემურ წიკლაურიც, რომელიც მეგობრობდა თალესთან. თემურმა აიღო წერილი და, იქვე სცენაზე, ექსპრომტად, იმ ნოტების მიხედვით შეასრულა სიმღერა. მან გამოიყენა  ის სიტყვებიც,  რომელიც უცხოპლანეტელების წერილში იყო დაწერილი. ამით უცხოპლანეტელებმა  კიდევ ერთხელ შეგვახსენეს თავიანთი არსებობა – ეს წერილი იყო ჩვენი კონტაქტების კიდევ ერთი უტყუარი დასტური.

скачать dle 11.3