კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

აკობია
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი იაკობ. ამ სახელზე გამოჩენილი ქართველი გვაროლოგი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: „იაკობ ძველებრაული სახელია და ნიშნავს „მიმყოლს“, „მიმდევარს“. თავდაპირველად ნიშნავდა ტყუპთაგან მეორედ დაბადებულს, შემდეგ მიეცა მნიშვნელობა ღვთის მიმყოლის, ანუ რაც ნიშნავს ღვთის კვალზე გავლას. ამ სახელისგან მიღებული გვარებია: აკობია, აკობაძე, აკობიძე, იაკობაშვილი, იაკობიშვილი, იაკობიძე.
ვიდრე სომეხი მღვდელი (ტერტერა) ქართულ ეკლესიაში შევიდოდა (მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში) სომხური გრიგორიანული ეკლესიები მოიკიდებდნენ ფეხს, ქართველებში ოფიციალურ სახელთან იაკობი გაჩნდა შინაური სახელი, იაკობის პარალელური აკოფა. ამის კვალობაზე დაფიქსირდა გვარი აკოფაშვილი, აკობია – იაკობიძის ნაცვლად.
შესაძლოა, ზოგან აკოფოვი სომხადაც იყოს ჩაწერილი.
სახელმა აკოფამ სამეგრელოში წარმოშვა გვარი: აკოფია, აკობია.
აკობიები ცხოვრობენ: ზუგდიდში, წალენჯიხაში, კახათში, ჭალეში, ჯვარში, ლიაში, რიყეში, ჭითაწყარში, ურთაში, ახალკახათში, ცაიშში, პატარა უწერში, მუჟავაში.
აკოფია – 25 წალენჯიხაში.
აკოფაშვილი – 329 გორში, 155 ადიგენში.
რამდენიმე არველაძე აკოფაშვილი გახადეს. (იხ. გვ. 23, ტომი III).
ტიკურიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტიკარა, ტიკა.
გადმოცემის მიხედვით, ტიკურიშვილები ადრე ძეყორაშვილები იყვნენ. მათგან წარმოიშვა გვარები: ბეკარაშვილი, მახარაშვილი, ხრიკული.
1873 წლის აღწერით, სოფელ გელთეთში, ანტონ ყორღანაშვილის დროებით ვალდებულ გლეხებად მოიხსენიებიან – ზურაბ, ანდრე და გაბრიელ ტიკურიშვილები.
ამავე ძირისაა გვარები: ტიკაშვილი, ტიკაძე, ტიკარიძე, ტიკიშვილი, ტიკურაშვილი.
საქართველოში 104 ტიკურიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 36, თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 23. არიან სხვაგანაც.
იგითხანიშვილი
რთულფუძიანი საკუთარი სახელიდან – იგითხან, რომელიც თურქული სიტყვაა და ქართულად გმირს, მამაც ბატონს ნიშნავს, წარმოიშვა გვარი იგითხანიშვილი. იგითხან თურქთა ბატონობის დროს შერქმეული გვარ-სახელია.
იგითხანიშვილის ძველი გვარი ჩუტკერაშვილი იყო.
იგითხანიშვილები დღეს იგითხანოვებად არიან ჩაწერილი.
საქართველოში 44 იგითხანოვი ანუ იგითხანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 32, ახალციხეში – 5, ადიგენში – 1. არიან სხვაგანაც.
ქანანაშვილი
1721 წლის აღწერით,  ქანანაშვილები ქვემო ქართლში მებატონე-მემამულეები იყვნენ. დაფიქსირებულია აზნაური ქანანაშვილი ფარსადანი ჯიგრაშენში, აზნაური ქანანაშვილი-არანოშვილი – ასევე ჯიგრაშენში.
ისტორიულ მასალებში ქვემო ქართლში მოიხსენიებიან: ქანანაშვილი გიუა, გოდერძა, სულხანა, შერმაზანა და ფარსადანა.
საქართველოში 271 ქანანაშვილი ცხოვრობს: გორში – 199, თბილისში – 63, კასპში – 2. არიან სხვაგანაც.
შემაზაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შემაზა.
ქვემო ქართლში, 1721 წლის აღწერით, შემაზაშვილები იყვნენ აზნაურები. მათ ჰქონდათ სოფლები: კარაქა და ჯავშანიანი; იქვე მოიხსენიებიან აზნაურები: შემაზაული ზაალი, სოსიტა, ათანასე, გივი, ოთარი, გიორგი და კიდევ 4 უყმო აზნაური.
შემაზაშვილები ქვემო ქართლიდან მიგრირებულები არიან მესხეთ-ჯავახეთში.
საქართველოში 99 შემაზაშვილი ცხოვრობს: ასპინძაში – 31, რუსთავში – 26, გორში – 14. არიან სხვაგანაც.
კვახაძე-კვახიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კვახა.
ამავე ძირისაა გვარი კვახიაშვილი.
1796 წელს  ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულები არიან კვახიაშვილების წარმომადგენლები.
1941 წელს კვახაძეები ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვიდან ასურეთში გადასახლებულან. რაჭაში კი ცხოვრობენ შემდეგ სოფლებში: ზნაკვა, პატარა ონი, ხიმში, ჯვარისა.
საქართველოში 466 კვახაძე ცხოვრობს: მცხეთაში – 195, თბილისში – 125, ტყიბულში – 25. არიან სხვაგანაც.
სიმონია
გვარის ფუძედ გამოყენებულია ძველი ებრაულიდან ნასესხები სახელი – სიმონი. ის „შესმენილს“, „გამგონეს“ ნიშნავს, სიტყვა-სიტყვით კი – „ღმერთმა გაიგონა“. იგულისხმება, რომ ღმერთმა შეისმინა ლოცვა-ვედრება. სახელის ძველი ფორმაა სვიმონ.
სიმონია თავადური საგვარეულოა.
სასიმონიო არის უბანი ნოსირში, საოდიშარიოში, გათათლებისკარში.
ასევე, გვხვდება გვარი სიმონიშვილი, რომელიც გავრცელებულია ქართლსა და კახეთში.
საქართველოში 734 სიმონია ცხოვრობს: აბაშაში – 166, სენაკში – 139, თბილისში – 119. არიან სხვაგანაც.
მალაციძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მალასი.
1726 წელს იორდანე ბებეშიძის მიერ ელიზბარ მამასახლისშვილისთვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ზურაბ მალაციძე.
1721 წელს მანუჩარ გლურჯიძის მიერ ზაზა მოურავისშვილისთვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში, სოფელ ხანდაკურში, მოიხსენიება ვინმე მალაციძე.  
საქართველოში 510 მალაციძე ცხოვრობს: თბილისში – 194, გორში – 161, კასპში – 155.
შიხიაშვილი-შიხაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შიხა.
ამავე ძირისაა გვარი შიხაშვილი.
ამ გვარის წარმომადგენლებით დასახლებულ უბანს შიხიანთხევი ეწოდება, ხოლო, ყვარლის რაიონში არის სოფელი შიხიანი.
ვარაუდით, ამავე ძირის უნდა იყოს გვარები: შიხაიდარიშვილი და შიხანბეგისშვილი.
შიხიანთ დემეტრეს შვილი, ავთანდილი, თავად დავით ბარათოვის (ბარათაშვილის) გლეხად 1823 წლის აღწერაში დიდ ენაგეთში მოიხსენიება.
საქართველოში 256 შიხიაშვილი – ცხოვრობს: თბილისში – 140, თეთრი წყაროში 88, რუსთავში – 28.
383 – შიხაშვილი: სიღნაღში – 122, თბილისში – 117, ლაგოდეხში – 97. არიან სხვაგანაც.
შალუტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შალუტა.
1601 წელს ყმის ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია შალუტა ჩახუტიშვილი.
1727 წელს შიო შალუტაშვილი მოხსენიებულია მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც მას თავად მიუცია ბეჟანიშვილისთვის.
საქართველოში 354 შალუტაშვილი ცხოვრობს: კასპში – 106, თბილისში – 73, გორში – 57. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3