კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უცნაური შურისძიება

მამის შეურაცხყოფისთვის შვილმა შური იძია. დაუჯერებელია, მაგრამ, მამის შეურაცხმყოფელს მან ექვსი წლის შემდეგ გადაუხადა სამაგიერო. დანაშაული იმდენად სუფთად იყო ჩადენილი, დამნაშავის კვალს პოლიციამ ეჭვითაც ვერ მიაგნო, მაგრამ, საქმე თავად ბრალდებულმა გახსნა, რომელმაც სრულიად შეგნებულად ამხილა საკუთარი თავი.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, 20 წლის გიორგი ვ-ს, სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უაღრესად დადებით პიროვნებად ხასიათდებოდა, სასამართლომ ჯერ 2 წელი დაუკლო, საბოლოოდ კი 5 წლით პირობითი სასჯელი განუსაზღვრა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბრალდებული საქმეში ორ პიროვნებასთან ერთად გადიოდა, ანუ, სახეზე იყო ჯგუფური დანაშაული, მაგრამ, ამის მიუხედავად, მის დამხმარეებსაც 3-3 წელი ერგოთ, თუმცა იმ მოტივით, რომ ისინი გამოძიებას დაემალნენ, სასჯელს საპატიმროში მოიხდიან. 
საბრალდებო დასკვნის თანახმად, სანკტ-პეტერბურგიდან არდადეგებზე დაბრუნებულმა 20 წლის გიორგი ვ-მ, ორ დაუდგენელ პირთან ერთად, დანაშაულებრივი ბანდა შექმნა და შურისძიების მოტივით, ომარ შ-ს ბინის გაძარცვა გადაწყვიტა. ბრალდებულმა გაზრახვა სისრულეში 15 აგვისტოს მოიყვანა. კერძოდ, გიორგი ვ, რომელმაც როლები თავად გაანაწილა, ომარ შ-ს სახლს თავს მაშინ დაესხა, როდესაც სახლში არავინ იმყოფებოდა და მისი ბინიდან ფულის გარდა ანტიკვარული ნივთები წაიღო, რითაც ომარ შ-ს 45 573 დოლარის ღირებულების ზარალი მიაყენა...
ნონსენსი: მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ვ-ს ხელში უძვირფასესი ნივთები აღმოჩნდა და არც თანხა იყო მცირედი, თანაც, საქმე „სუფთად” გააკეთა და თავისუფლად შეეძლო საქართველო დაეტოვებინა, მას არც მოპარული ნივთები გაუყიდია და არც ფული დაუხარჯავს. ნივთებიც და ფულიც მან გამოძიებას ჩააბარა, რითაც შექმნა კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ დანაშაული არა გამდიდრების, არამედ, შურისძიების გამო ჩაიდინა, ანუ, როგორც თავად ახსნა, მისი მიზანი იყო ყველასთვის ეჩვენებინა, რომ ომარ შ. სახელმწიფო ქონების ქურდი იყო...
რა მოხდა ექვსი წლით ადრე
დაზარალებული პიროვნება, ანუ, ომარ შ., ბრალდებულის მამის, აწ გარდაცვლილი შალვა ვ-ს თანაკლასელი იყო. საქმიდან ირკვევა, რომ გიორგი ვ-ს მამა სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო, სკოლა მედალზე, უმაღლესი სასწავლებელი კი წითელ დიპლომზე დაამთავრა, მაგრამ, არ გაუმართლა, სამსახურში ვერსად მოეწყო და მუშის ხელფასით ოჯახს ძლივს არჩენდა.
მისგან განსხვავებით, ომარ შ. სრულიად დაუმსახურებლად გახდა თანამდებობის პირი და, არათუ თანაკლასელებსა და მეგობრებს, მეზობლებსაც კი არ ეხმარებოდა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ინციდენტამდე დაახლოებით ექვსი წლით ადრე ბრალდებულის მამას ფინანსურად ძალიან გაუჭირდა. სწორედ იმ პერიოდში, ერთადერთი შვილი, გიორგი ვ., ცეკვაზე დაჰყავდა. ბავშვი კარგად ცეკვავდა, მაგრამ, უსახსრობის გამო ანსამბლიდან უნდა გამოეყვანა. ამას დაემთხვა შალვა ვ-ს დაუდგენელი ავადმყოფობა და ოჯახის სხვა პრობლემები და, იმის გათვალისწინებით, რომ მას ომარ შ-სთან ახლო მეგობრობა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან აკავშირებდა, მისი მონახულება და დახმარების თხოვნა გადაწყვიტა. მთხოვნელს თან ახლდა 14 წლის შვილი (ანუ, ბრალდებული გიორგი ვ.), მაგრამ თანამდებობის პირმა თანაკლასელს ხელის გამართვის ნაცვლად, დასცინა და ისე გაისტუმრა.    
ომარ შ-ს სწორედ ეს საქციელი გახდა შურისძიების ერთ-ერთი მიზეზი  და, მოზარდმა, რომელმაც იგრძნო, რომ მამამისი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა, მის თანაკლასელზე შური წლების შემდეგ იძია...
განსასჯელის ჩვენებიდან: „ჯერ კიდევ ძალიან პატარას მესმოდა, რომ მამაჩემი ბავშვობიდან ძალიან ნიჭიერი და მშრომელი იყო და, მირჩევდნენ, მას დავმსგავსებოდი. მე კი მამა ისედაც ყველაზე ძალიან მიყვარდა, რადგან, მას ყოველთვის თავის ტოლად მივაჩნდი. სადაც მიდიოდა ყველგან თან დავყავდი. მასწავლიდა, რომ, ჯობდა, საკუთარი შრომით მერჩინა თავი, ვიდრე თანამდებობის გამო ყველაფერი მეკადრა. რას ნიშნავდა მისი სიტყვები, გვიან გავაცნობიერე...
მოგვიანებით იმასაც მივხვდი, რომ მამას შეეძლო, დიდი თანამდებობის პირი გამხდარიყო, მაგრამ, მან უარი იმის გამო თქვა, რომ კორუფციაში გასვრა არ უნდოდა. თუმცა, მამასთვის შეთავაზებულ თანამდებობას ომარ შ. დასთანხმდა – კაცი, რომელიც სიყალბის გამო ბავშვობიდან არ მომწონდა, ის თვალებში გიყურებდა და გატყუებდა.
ერთხელ მე და მამას ქუჩაში შეგვხვდა. მამამ უთხრა, რომ კარგად ვსწავლობდი და ოლიმპიადებშიც მუდამ ვიმარჯვებდი, მან კი უპასუხა – შენც სწავლობდი კარგად, მაგრამ, ხელში რა გიჭირავსო... მახსოვს, მამას როგორ შერცხვა. მოგვიანებით ყველაფერი უკეთ გავაცნობიერე და  მივხვდი – მამას მისი კი არა, ჩემი შერცხვა...” – იხსენებს ჩვენებაში განსასჯელი,  რომლის თქმით, მშობლები ძალიან ეცოდებოდა, რადგან მის გამო ყველაფერს იკლებდნენ.
გორგი ვ-ს ჩვენებიდან: „დედა და მამა სკოლის პერიოდში ერთად ცეკვავდნენ. ამიტომ, ცეკვაზე მეც პირველი კლასიდან შემიყვანეს. რამდენიმე წლის შემდეგ მამას რაღაც ავადმყოფობა შეეყარა. იმდენად გაგვიჭირდა, ჩემი ცეკვის ფულის გადახდა აღარ შეეძლოთ, რადგან პარალელურად ორ საგანშიც მამზადებდნენ. რა სჭირდა მამაჩემს, მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ვგრძნობდი, საქმე სერიოზულად იყო.
მე და მამა ომარის კაბინეტში რომ შევედით, არ ესიამოვნა; საუბრისას სულ საათზე იყურებოდა და ამით გვაგრძნობინებდა, რომ დროზე გვეთქვა, რაც გვინდოდა.
მამამ დელიკატურად უთხრა, რომ უსახსრობის გამო მე ანსამბლში ვეღარ ვიცეკვებდი, ოჯახშიც საქმეები კარგად ვერ მიდიოდა და, სთხოვა, რომ, თუ შესაძლებლობა ჰქონდა, გარკვეული პერიოდით 2 000 ლარი ესესხებინა. ცოტა ხანში,  მუშაობას თავადაც დაიწყებდა და ვალს ნაწილ-ნაწილ გაუსტუმრებდა, მაგრამ, ომარმა უარი უთხრა – არწმუნებდა, რომ გადადებული კაპიკი არ ჰქონდა, ხელფასი კი თვითონაც არ ჰყოფნიდა. ბოლოს კი მამას კიდევ ერთხელ დასცინა – თავის დროზე შეთავაზებულ თანამდებობაზე უარი რომ არ გეთქვა, ახლა ფულის სათხოვნელად სიარული არ დაგჭირდებოდაო. მამას არ უნდოდა, რომ მე რამე მეგრძნო და ამიტომ არაფერი უპასუხა, მაგრამ, მივხვდი, რომ  დადარდიანებული წამოვიდა. იმ საღამოს ტელეფონზე ვიღაცას უთხრა – ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რომ ომარი უარს მეტყოდა. ასე რომ მცოდნოდა, არაფრით არ მივიდოდი მასთანო.
ზუსტად სამ დღეში ომარ შ-მ ახალი მანქანა იყიდა. შემდეგ კი ისიც შევიტყვე, რომ, რეალურად, მილიონერი იყო, მაგრამ არავისთვის არაფერი ემეტებოდა”.
როგორც განსასჯელი ჩვენებაში განმარტავს, დაახლოებით ორ წელიწადში მამამისი ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს. ეს ის პერიოდი იყო როდესაც დამამთავრებელ კლასში სწავლობდა. ოჯახს შემოსავალი გაუჩნდა, ამოისუნთქეს და საქმე ისე წავიდა, რომ სამედიცინოზე ჩასაბარებლად სანკტ-პეტერბურგშიც წაიყვანეს, სადაც გამოცდები წარმატებით ჩააბარა, მაგრამ რამდენიმე თვეში მამამისი გარდაიცვალა...
როგორც გიორგი ვ-მ გასვენებაში მამამისის მეგობრებისგან შეიტყო, თურმე ომარ შ. მომხდარს ძალიან განიცდიდა და უთქვამს, შალვას სამკურნალოდ 2 000 ლარიც კი მივეცი, რომელიც შემდეგ აღარ გამოვართვიო, რაც ტყუილი იყო. მაგრამ, ომარ შ-ს ამ სიტყვებით გიორგიმ გაარკვია, რომ ომარმა იცოდა შალვას ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ დახმარებაზე უარი უთხრა. არადა, ხელი რომ გაემართა, დიდი ალბათობით, მამამისი ცოცხალი იქნებოდა, რადგან იმ პერიოდში მისი ავადმყოფობა ახალი დაწყებული იყო.
გიორგი ვ-ს თქმით, ამ ამბის გაგების შემდეგ ის მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობდა. გადამწყვეტი ფაქტორი კი, ომარ შ-ს ღირსების ორდენით დაჯილდოება აღმოჩნდა, რომელიც „კეთილსინდისიერი და პატიოსანი“ შრომისთვის გადასცეს, არადა, მთელმა თბილისმა იცოდა, რომ, თუ რამე ებადა, ყველაფერი მოპარული ფულით ჰქონდა ნაშოვნი...
როგორც განსასჯელმა განაცხადა, ომარ შ-ს ბინის გაქურდვა ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოსვლამდე დაგეგმა, მაგრამ დანაშაული მარტომ, სხვების დაუხმარებლად ჩაიდინა. მას საერთოდ არ აინტერესებდა ქონება, მისი ერთადერთი მიზანი ის იყო, რომ ომარ შ. ემხილებინა, საზოგადოებისთვის, მისი რეალური სახე დაენახვებინა. ამიტომაც წამოიღო მისი ბინიდან უძვირფასესი ნივთები, მათ შორის – ბაჯაღლო ოქროს კრუხი, თავისი ოქროს წიწილებით.
დაუჯერებელია, მაგრამ, ფაქტია, რომ,  გაქურდვის მიუხედავად, დაზარალებულმა პოლიციას არ მიმართა, უფრო სწორად, ვერ მიმართა, რადგან არ უნდოდა, ვინმეს გაეგო, რომ სახლში ანტიკვარული ნივთები ჰქონდა. თუმცა, მეორე დღეს პოლიცია საქმის კურსში ჩააყენა იმავე სადარბაზოში მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელიც ომარ შ-ს ბინას ალაგებდა ხოლმე. საქმე ისაა, რომ, როდესაც დამლაგებელმა ქალმა ომარ შ-ს სახლი თავისი გასაღებით გააღო და  ანტიკვარები ადგილზე აღარ დახვდა, პოლიციას დაურეკა. დაკითხვების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა მეზობელმა სადარბაზოში სამი ნიღბიანი შენიშნა...
შესაბამისად, საქმე თავისთავად აღიძრა, თუმცა, სამართალდამცველებმა საქმე ვერ გახსნეს. ეჭვმიტანილებს ადგილზე არანაირი კვალი არ დაუტოვებიათ. მაგრამ, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, განსასჯელი თავად გამოცხადდა პოლიციაში ბრალის აღიარებით და ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო, ანუ, განაცხადა, რომ ყველაფერი მარტომ ჩაიდინა, რაც გამორიცხული იყო...
საბოლოოდ, სასამართლოზე განსასჯელმა დეტალურად აღიარა დანაშაული და, იმის გათვალისწინებით, რომ თავად გამოცხადდა ბრალის აღიარებით, თანაც, ყველა დადებითად ახასიათებდა, დაინდეს და მსუბუქად დასაჯეს...

скачать dle 11.3