კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიკარგა ნათესავებს შორის კავშირი და ვის ეძებენ თბილისიდან მოლდოვაში

67 წლის იოსებ თორნიკეს ძე ანდრონიკაშვილი ეძებს 69 წლის ვასილ ნუგზარის ძე გორდაძეს.
ისტორია: ვეძებ ჩემს მამიდაშვილს, 1943 წელს დაბადებულ ვასილ ნუგზარის ძე გორდაძეს. ვასილმა ცოლად შეირთო მოლდოველი ქალი – ვალენტინა და მასთან ერთად კიშინიოვში დაბინავდა. მე და ვასო თითქმის ერთად გავიზარდეთ. მე ის ძალიან მიყვარს, მაგრამ, მასთან კავშირი, აგერ უკვე ათი წელია, არ მაქვს. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ მამიდაშვილი. მარტომ ეს ვერ შევძელი. მაქვს ვასილის ძველი მისამართი, რომელზეც ის აღარ ცხოვრობს.
– როგორ დაკარგეთ ბიძაშვილ-მამიდაშვილმა ერთმანეთი? გვიამბეთ თქვენი ისტორია.
– ჩემმა მამიდაშვილმა, ვასილმა ცოლად შეირთო მოლდოველი ქალი, ვალენტინა და მასთან ერთად საცხოვრებლად კიშინიოვში წავიდა. იქიდან ჩვენ ვასოსგან სულ ვიღებდით წერილებს, მაგრამ აგერ უკვე ათი წელია, რაც მის შესახებ არაფერი გაგვიგია. ჩემ მიერ გაგზავნილი წერილები ადრესატამდე ვერ აღწევს, ეჭვი მაქვს, რომ ვასილი იქ აღარ ცხოვრობს. მაქვს ვასილის ფოტო, სადაც ის ვალიასთან ერთადაა. იმედია, ვიპოვი მას და ჩვენი ურთიერთობა აღდგება. ყოველთვის ვუგზავნიდით ხოლმე ერთმანეთს მისალოც ბარათებს, არ ვტოვებდით არც ერთ დღესასწაულს. ძალიან მაკლია ვასოსთან ურთიერთობა და მინდა მისი პოვნა.
– თქვენ გარდა ვასოს თბილისში არავინ ჰყავს? კიდევ თუ ეძებს მას ვინმე?
– სამწუხაროდ, მამიდაჩემი ასმათი, დაახლოებით თორმეტი წლის წინ გარდაიცვალა. ვასო მისი ერთადერთი შვილი იყო (მიუხედავად იმისა, რომ მეც შვილად მივაჩნდი). დედაჩემიც წასულია ამქვეყნიდან და, შეიძლება ითქვას, ვასოს აქტიურად მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრები ვეძებთ.
– თქვენ ხომ არ შეგიცვლიათ საცხოვრებელი მისამართი? თქვენი აზრით, რა მიზეზით არ გიკავშირდებათ მამიდაშვილი?
– საცხოვრებელი მისამართი ნამდვილად არ შეგვიცვლია, ვასომ კი, როგორც ჩანს, შეიცვალა, რადგან, წერილები არ მისდით. იმედია, ის და მისი მეუღლე კვლავ მოლდოვაში, კიშინიოვში ცხოვრობენ და სხვაგან არსად გადასულან. ჩემთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ მიკავშირდება ვასო. არა მგონია, მას ეს არ სურდეს. ამდენი წლის განმავლობაში არც ერთი წერილი და მოკითხვა – ეს მას არ ჰგავს.
– ვასოს ოჯახი თუ ყოფილა საქართველოში? მის შვილებს ვგულისხმობ.
– დიახ, ერთხელ მთელი ოჯახით იყვნენ ჩამოსულები. მაშინ, მამიდაც ცოცხალი იყო და დედაჩემიც და ჩვენ ყველა ერთად წავედით ჩვენს სოფელში, ადიგენში. მახსოვს, ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ვალიას კი ისე მოეწონა იქ, რომ, დაგვპირდა, ყოველ ზაფხულს ჩამოვალ თქვენთან დასასვენებლადო. ყოველ ზაფხულს კი არა, უკვე ათი წელია, ვასოსგან არაფერი ისმის. ფოტოზე ვასო თავის მეუღლესთან ერთადაა. თუ არ ვცდები, ფოტო გადაღებულია კიშინიოვში. დიდი იმედი მაქვს, რომ მამიდაშვილს ვიპოვი და ჩვენი მიმოწერა თუ სატელეფონო კავშირი ისევ აღდგება. არ მინდა, დავუშვა, რომ, ტერიტორიული სიშორის გამო, ჩვენ და ჩვენმა შვილებმა ერთმანეთი დავკარგოთ.
– როგორ ფიქრობთ, ვასო თუ გეძებთ?
– როგორც უკვე აღვნიშნე, ვასოს არ ახასიათებს ამდენი ხნის განმავლობაში დუმილი. მართლაც მაკვირვებს ეს ყველაფერი. ნეტავ კარგად და ჯანმრთელად იყოს და ნამდვილად ენდომება ჩვენთან დაკავშირება. უბრალოდ, მას, ალბათ, რაღაც მიზეზი აქვს, რის გამოც ვერ მწერს. გამორიცხული არაფერია, შეიძლება, მან დაკარგა კიდეც ჩვენი მისამართი და წერილები ჩვენამდე ამიტომ არ მოდის.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3