კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიმართლე გაუმხილა შვილს დედამ და ვის ეძებს 25 წლის ბიჭი თბილისში

25 წლის ანდრეი ნიკოლაის ძე კრაიუშენკო (მამინაცვლის გვარი) ეძებს, დაახლოებით 66 წლის ჯუმბერ კაკაბაძეს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს, დაახლოებით 66 წლის ჯუმბერ კაკაბაძეს. მამაჩემის ვინაობის შესახებ სულ ახლახან გავიგე. მანამდე კი ჩემი გამზრდელი მამა ჩემი ბიოლოგიური მამა მეგონა. დედაჩემს არ უნდოდა, რომ მე სიმართლე მცოდნოდა და გამეგო, რომ მამაჩემი სულ სხვა ადამიანია. ყველაფერი, რაც მის შესახებ შევიტყვე, ის არის, რომ ის პროფესიით ინჟინერია, ცხოვრობდა თბილისში (დაახლოებით 25-27 წლის წინ) და, სავარაუდოდ, ამჟამადაც თბილისში უნდა ცხოვრობდეს. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ მამაჩემი.
ჟურნალისტის შენიშვნა: ანდრეიმ თავისი ისტორია იმეილზე გამომიგზავნა. ის ამჟამად კიევში იმყოფება და დიდ იმედს ამყარებს, რომ მამას იპოვის. თავისი ფოტო ანდრეიმ არ გამომიგზავნა ერთი მიზეზით, მამაჩემი ასე უფრო დაინტერესდება და გამომეხმაურებაო.
– როდის და როგორ გაიგე, რომ მამაშენი სულ სხვა ადამიანია და რა იცი მის შესახებ?
– დედაჩემი მთელი ცხოვრება მიმალავდა იმას, რომ მამაჩემი ქართველია და მეგონა, რომ სულ სხვა კაცის შვილი ვარ. ერთი წლის წინ, თავის დაბადების დღეზე მითხრა დედამ სიმართლე. მისი მონაყოლიდან გავიგე, რომ მას და მამაჩემს ერთმანეთი კიევში, ერთ-ერთ კაფეტერიაში გაუცნიათ. დედას შეუყვარდა მამაჩემი და შედეგად მე დავიბადე. იმ დროისთვის მამა უკვე 41 წლის იყო, დედა კი – 31-ის. ჯუმბერს უკვე  ჰყავდა ოჯახი საქართველოში, ამიტომ, დედამ მას ჩემი არსებობა დაუმალა (ანუ, არ უთხრა, რომ ის ჩემზე ორსულად იყო). ჯუმბერი დაბრუნდა საქართველოში, დედამ კი მე გამაჩინა. მამაჩემმა არაფერი იცის ჩემი არსებობის შესახებ. საბედნიეროდ, დედას შემონახული ჰქონდა მისი ერთადერთი სურათი, რომელსაც მის მოსაძებნად გამოვიყენებ. მთელი ჩემი ცხოვრება მეგონა, რომ მამაჩემი ნიკოლაია, ის კი ჩემი აღმზრდელი აღმოჩნდა.
– როგორ ფიქრობ, პოვნის შემთხვევაში, მოინდომებს თუ არა მამა შენთან დაკავშირებას, მას ხომ ოჯახი აქვს.
– ბუნებრივია, მამაჩემის ოჯახმა არ იცის ჩემი არსებობის შესახებ, რადგან მამამაც კი არ იცის არაფერი. ამიტომ, ეს მათთვის ერთგვარი მოულოდნელობა იქნება, მაგრამ, ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო ის, რაც დედამ სულ ახლახან გამიმხილა. დიდი იმედი მაქვს, რომ მამაჩემი ამ ყველაფერს სწორად მიიღებს და გამიგებს – მე მხოლოდ მისი გაცნობის სურვილი მაქვს და, მინდა, გავიგო, როგორი ადამიანია ის.
– დედაშენმა იცის შენი განზრახვის შესახებ.
– დიახ, მან იცის, რომ მე მამაჩემის მოძებნა გადავწყვიტე, თავიდან ის ამას ეწინააღმდეგებოდა, რადგან, შიშობდა, რომ, პოვნის შემთხვევაში, მას ეს ყველაფერი ცუდად არ გაეგო ან ოჯახთან პრობლემები არ გასჩენოდა. მე ის დავარწმუნე, რომ ჩემს მიზანს ყველანაირად კეთილი მოტივი აქვს, რომ მე მხოლოდ და მხოლოდ მამის გაცნობა მინდა და ამის სრული უფლებაც მაქვს.
– მამის პოვნის შემთხვევაში სად ან როგორ აპირებ მასთან შეხვედრას?
– არ ვიცი, სად ან როგორ მოხდება ჩვენი შეხვედრა. ძალიან მინდა, რომ მამაჩემი ვიპოვო და ჯერჯერობით ამაზე მეტს ვერაფერზე ვფიქრობ. ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული, თუკი ის საქართველოში დამპატიჟებს, აუცილებლად ჩამოვიდოდი სტუმრად მის ოჯახში. პირადად გავეცნობოდი ჩემს ნახევარდებს ან ნახევარძმებს. მათ, ალბათ, უკვე საკუთარი ოჯახებიც აქვთ.
– კიდევ რა იცი მამაშენის შესახებ, ჰყავს თუ არა დედმამიშვილები?
– დედაჩემს აღარ ახსოვს, ჰყავს თუ არა მამას დედმამიშვილები და, საერთოდ, მან მამაჩემის შესახებ თითქმის არაფერი იცის, მხოლოდ ის ახსოვს, რომ განათლებით ინჟინერია, რომ ყველაფერი ეხერხება და იმ დროისთვის მას უკვე ჰყავდა ორი შვილი (გოგო და ბიჭი). ასევე, ვიცი, რომ მამა თბილისში უნდა ცხოვრობდეს – დედას მან ასე უთხრა. კიევში მამა საქმეებზე იყო ჩამოსული – ის საქმოსანი იყო და აქ სწორედ 1987 წელს იმყოფებოდა.

скачать dle 11.3