კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ჩემი ქოთნის ვარდი აღარ ყვავის და თან თეთრი მწერები დაეხვია. რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ქოთნის ვარდი სუბტროპიკული მცენარეა და უყვარს ნათელი და მზიანი ადგილი. ამიტომ, თუ ის სახლის პირობებში გაქვთ, უნდა გაიტანოთ გარეთ, სანამ ჯერ კიდევ თბილა. როდესაც მცენარე ბინაშია, შესაძლოა, მას მავნებლები შეესიოს. ის გაიტანეთ გარეთ და შეასხურეთ მავნებლების საწინააღმდეგო ხსნარი: დეცისი, სანტალონის 1-პროცენტიანი ხსნარი; ასევე, შეგიძლიათ, დანამოთ სარეცხის საპნის ხსნარით. გადარგვისას შეუმოწმეთ ფესვები და ღეროები, რომ არ ჰქონდეს დაავადებული. თუ ვარდი უკვე დაავადებულია, გადაჭერით და დადგით მზიან, განათებულ ადგილას. ასევე, არ მისცეთ ბევრი წყალი, რომ კიდევ რაიმე დაავადება არ აიღოს. ეს ვარდი გადაჭრიდან მალევე ამოიყრის, ახალამოყრილი ყლორტები იმავე ხსნარით დაამუშავეთ. მიწა შეგიძლიათ გამოცვალოთ ყოველ  ორ წელიწადში ერთხელ. ზამთარში მცენარე დატოვეთ გარეთ ან შეიტანეთ ბინაში და ამყოფეთ 15-18 გრადუს სითბოში. მაღალ ტემპერატურაზე ამ ვარდის გაჩერება არ შეიძლება.
კითხვა: როგორ შემიძლია გავახარო ანანასი სახლის პირობებში?
პასუხი: ანანასი ტროპიკული მცენარეა, ამასთან, ძალიან პრეტენზიული, ამიტომ, ამ მცენარის გახარება საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ანანასი გადაჭერით 4-5 სანტიმეტრზე და გადაჭრილი მცენარის თავი რამდენიმე დღით მოათავსეთ ისეთ ადგილას, რომ კარგად გამოშრეს.  შესაძლებელია, ამას რამდენიმე კვირაც კი დასჭირდეს. გამომშრალი მცენარის თავი მოათავსეთ ქვიშაზე და რამდენიმე დღე არ დაასხად წყალი. როგორც კი ფესვების გამოზრდის პროცესი დაიწყება (ამას მაშინვე შენიშნავთ), ფრთხილად გადაიტანეთ წინასწარ მომზადებულ ნიადაგში (ქვიშა, ტორფი და მიწა). გაითვალისწინეთ, რომ ასეთ ნიადაგში უნდა ჭარბობდეს ქვიშა. ახალდაფესვიანებული მცენარე კარგად არ იზრდება, ამიტომ ეცადეთ, არ მისცეთ საკვები დანამატები, ასეთ შემთხვევაში ანანასი დაიღუპება, რადგან ის ძალიან პრეტენზიულია. ეს მცენარე დაფესვიანებიდან მეორე წელს ყვავის და თავზე იკეთებს პატარა ზომის ანანასს. შეგიძლიათ, ეს ნაყოფიც დააფესვიანოთ.
კითხვა: ეხმეამ ყვავილობა დაასრულა და ახლა კვდება. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეხმეა ტროპიკული მცენარეა, მისი სამშობლო მალაიზიის ტროპიკული ტყეებია. გაითვალისწინეთ, რომ ეს მცენარე ტყეებში, ხეებსა და ხის ფუღუროებში ცხოვრობს. როდესაც ის ყვავილობას ამთავრებს, მთავრდება მისი ცხოვრების ბიოპროცესი, ანუ, კვდება, მაგრამ, ტოვებს „შვილებს“. ეხმეას ნიადაგში სჭირდება ტორფი და დამპალი ხის ნარჩენები, რომელშიც თავს უფრო კარგად გრძნობს, ვიდრე მიწაში, ამიტომ, არასდროს ჩარგოთ მხოლოდ ნიადაგში, რადგან, შესაძლებელია, ის მოკვდეს. საჭიროა წყალი ჩაასხათ მის გულში, საიდანაც ის იკვებება.  დაიმახსოვრეთ, რომ ეხმეა ძალიან პრეტენზიულია.
კითხვა: როგორ მოვუაროთ ალტერნატერეს?
პასუხი: მისი სამშობლო ბრაზილიაა. ის დაბალი, ძლიერ დატოტვილი, მაგრამ, კომპაქტურია – მისი სიმაღლე სულ რაღაც 15 სანტიმეტრია. ეს არის ძალიან ლამაზი და მოხდენილი მცენარე როგორც ქოთნისთვის, ასევე, ინტერიერის გასალამაზებლად. მას სჭირდება სიცხეში დანამვა, კარგი იქნება, თუ ხშირად მისცემთ დაბალპროცენტიან სასუქებს. ალტერნატერე ითესება ადრე გაზაფხულზე და იოლი მოსავლელია, რადგან არ არის პრეტენზიული არანაირი ნიადაგის მიმართ. ის ზამთარში ქოთნიანად უნდა შეიტანოთ სახლში და 22 გრადუს სითბოში ამყოფოთ. მცენარეს არ სჭირდება გადარგვა. მრავლდება თესლითვე, რომელიც უვითარდება შემოდგომით. შეგიძლიათ, დარგოთ როგორც ცალ-ცალკე, ასევე ჯგუფებად. ადრეულ გაზაფხულზე ალტერნატერე ისევ გარეთ გაიტანეთ  და მორწყეთ სამ დღეში ერთხელ.

скачать dle 11.3