კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: ხშირად, სიცხეში და მით უმეტეს გრძელი დაღმართების გავლის შემდეგ, ჩემს ავტომობილს, „ფოლკსვაგენ გოლფ 4-ს“ ეწყება სამუხრუჭე სისტემის პრობლემები, კერძოდ, ის იწყებს ძიგძიგს. იქნებ მითხრათ, რა არის ამის მიზეზი?
პასუხი: ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მზადდება ისეთივე ჩვეულებრივ, ან ოდნავ განსხვავებული ლითონებისა და სხვა ნივთიერებებისგან, როგორიცაა პლასტმასი, რეზინი... შესაბამისად, ისინი ისევე რეაგირებენ ტემპერატურის ცვალებადობაზე და სხვა მსგავს მოვლენებზე, როგორც სხვა საგნები. ამიტომ უნდა შევეცადოთ, ისეთი მნიშვნელოვანი სისტემა როგორიც სამუხრუჭეა, სწორად მოვიხმაროთ, რათა სხვადასხვა პრობლემების წარმოქმნისგან დავიცვათ. თუ მაღალი ინტენსივობით მოიხმართ მუხრუჭებს, ეს იწვევს როგორც სამუხრუჭე დისკოს, ასევე სამუხრუჭე ხუნდების გადახურებას. თუ, ამის შემდეგ ავტომობილის გაჩერება მოგვიწია, სამუხრუჭე დისკოზე ის ადგილი, რასაც სამუხრუჭე ხუნდები ეხება, ვერ მოახერხებს გაგრილებას. დანარჩენი ადგილები კი გაგრილდება. ეს გამოიწვევს იმ კონკრეტული ერთი ადგილის გამრუდებას. ეს ყველაფერი დამუხრუჭებისას ავტომობილის ძიგძიგს იწვევს. ამ პრობლების მოსაგვარებლად დაგვჭირდება სამუხრუჭე დისკოს შეცვლა, ან მისი გაჩარხვა, რომ ხელახლა მოვიყვანოთ სისწორეში. ასეთივე პრობლემას შეიძლება, წააწყდეთ, თუ გახურებული სამუხრუჭე სისტემით წყალში გაივლით. 
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფოკუსი”, 1994 წლის მოდელი, 1.6-იანი ძრავათი. დაახლოებით ერთი წლის წინ, შემდეგი პრობლემა შეექმნა: ძრავა კარგად მუშაობდა, ნორმალურ მდგომარეობაში იყო. შემდეგ, როცა დაახლოებით, ხუთი-ექვსი წუთის განმავლობაში მაღალ ბრუნებზე ვამუშავებდი, ეგრეთ წოდებული „პერებოი” ხდებოდა. გაციების შემდეგ კი ძრავა ისევ ჩვეულებრივ იწყებდა მუშაობას. როდესაც ხელოსანს ვაჩვენე, მან მირჩია სანთლებთან მიმავალი სადენების შეცვლა. ოთხივე სადენი შევცვალე და ამის შემდეგ ამ პრობლემას აღარ შევუწუხებივარ. დაახლოებით სამი თვის წინ კი, იგივე პრობლემა შეექმნა, ოღონდ სხვა სახით გამოვლინდა. დილით, რომ დავქოქავ დაახლოებით, 5-6 წუთი, ანუ, გათბობამდე, ძრავა „პერებოიზე” მუშაობს, შემდეგ კი ცხელზე, არავითარი ჩივილი არ აქვს. მაგრამ, საკმარისია, ავტომობილი თუნდაც ნახევარი საათი გავაჩერო, ისევ, თავიდან იწყება ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ძრავა თბილია. ამასთან ერთად, წვავს 10 ლიტრ საწვავს. ძრავაზე დაყენებული მაქვს „მოტორკრაფტის” ფირმის „სვეჩები”, დაყენებიდან 20 000 კილომეტრი გავიარე. მაინტერესებს, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს პრობლემა და ნორმალურია, რომ ავტომობილი ას კილომეტრზე 10 ლიტრ საწვავს მოიხმარს?
პასუხი: პირველი, რამაც შეიძლება, „პერებოი” გამოიწვიოს ეს მაინც „სვეჩია”, მიუხედავად იმისა, რა ფირმისაა ის. საქართველოში ნაყიდი „სვეჩისთვის” 20 000 უკვე ის კილომეტრაჟია, როცა ის უკვე უნდა შეცვალოს. ზოგ შემთხვევებში, ხარისხიან „სვეჩებზეც” კი ხდება ისე, რომ სულ ახალს დააყენებთ, მაგრამ არც ის მუშაობს. ანუ, შეიძლება, მას ქარხნული დეფექტი ჰქონდეს. მიზეზი შეიძლება ასევე, იყოს ეგრეთ წოდებული „კლაპნის სალნიკები”, რის გამოც შესაძლოა ჟონავდეს ცილინდრში ზეთი. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ავტომობილი დაქოქვისას ბოლვას იწყებს და თუ ეს ასეა, მაშინ მიზეზის დადგენა არ გაგიჭირდებათ. იმისთვის, რომ მიზეზი უკეთ გაიგოთ, დაქოქვისას, როგორც კი ძრავა „პერებოით” დაიწყებს მუშაობას, ჩააქრეთ, მოხსენით ყველა სანთელი და დააკვირდით. ერთ-ერთი, რომლის გამოც ავტომობილს პრობლემა აქვს, „სვეჩი“ უნდა იყოს. დავაკვირდეთ ზეთით არის სველი თუ ბენზინით. თუ ბენზინითაა სველი, ესე იგი არ ვარგა, ანუ თვითონ „სვეჩია” შესაცვლელი. თუ ზეთითაა სველი, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა „კლაპნის სალნიკებს” აქვს. რაც შეეხება საწვავს, საქართველოს პირობებში ათი ლიტრი საწვავის მოხმარება ას კილომეტრზე სავსებით ნორმალურია, რადგან მოძრაობა დაბალი სიჩქარეებით გვიწევს. თქვენი ავტომობილი გაცილებით ეკონომიური იქნება ტრასაზე, საშუალო სიჩქარის შენარჩუნების დროს. 
კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა სიარვი”, 1997 წლის გამოშვება, ამერიკული. დამიზიანდა ეგრეთ წოდებული „კრესტავინა” და ამის გამო მთხოვენ მთელი ღერძის შეცვლას. აუცილებელია თუ არა ეს?
პასუხი: ვინაიდან „ჰონდა სიარვის” „კრესტავინა” ცალკე დეტალად არ იყიდება, მოგიწევთ მისი მთლიანად გამოცვლა. ამის მიზეზია ის, რომ „კრესტავინას” თუ ზუსტად, იდეალურად ჩაისვა, ავტომობილი იძიგძიგებს, ეგრეთ წოდებული „დრაჟენიე” ექნება. ამიტომ „ჰონდა” თავს იზღვევს და ცალკე ამ დეტალს არ უშვებს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ესკორტი”, 1997 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. მუშაობს მაღალ ბრუნზე. დაახლოებით 1 000-1 100 ბრუნზე გადახურების მდგომარეობაშია. შესაბამისად, სიჩქარეში რომ ვაგდებ, ძიგძიგს იწყებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: ავტომობილის მაღალი ბრუნების დაკლება არც ისე რთულია ხელოსნისთვის. ამ მდგომარეობაში კოლოფისთვის მუშაობა ძალიან ცუდია. ამიტომ, დროულად მიაკითხეთ ხელოსანს. მაღალი ბრუნები რამდენიმე მიზეზით შეიძლება, იყოს გამოწვეული, იმის მიხედვით, ავტომობილი რა სისტემითაა აღჭურვილი. მაგრამ, ძირითადად, მაინც ორ მიზეზს გამოვყოფ, რაც ბევრ მოდელზე ერთნაირად იჩენს თავს. ესენია: საიდანღაც შემშვებ კოლექტორში ჰაერი იპარება, ანუ მისი ან მასთან მიმაგრებული დეტალების ჰერმეტულობა დარღვეულია; მეორე – „დროსელი” შეიძლება იყოს ნორმაზე ღია, რაც ავტომობილისთვის ნიშნავს, რომ გაზზე ოდნავ ფეხი გაქვთ მიჭერილი. თუმცა, ამის დარეგულირებაც მარტივადაა შესაძლებელი.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჯეტა”, 1998 წლის. ამ ბოლო დროს ერთი პრობლემა შეექმნა. თუ ავტომობილს გახურების შემდეგ გავაჩერებ, აღარ იქოქება. მხოლოდ ცივზე იქოქება. ამ სიცხეში, თუ სადმე ხუთი წუთით გაჩერება მინდა, მთელი საათი ველოდები ძრავას გაგრილებას. იქნებ ამიხსნათ, რის გამო ხდება ეს და როგორ გამოვასწორო სიტუაცია?
პასუხი: ამის ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი არსებობს, მაგრამ ყველაზე მეტად შეიძლება, ეს რელეს ბრალი იყოს. გირჩევთ, რელეები გადაამოწმოთ, რომელიც სადმე, ერთ ბუდეში იქნება მოთავსებული მცველებთან ახლოს. ყველაზე კარგია გამორიცხვის მეთოდი. იპოვეთ მსგავსი ავტომობილი, თქვენი კი გააცხელეთ და როცა იმ კონდიციამდე მიხვალთ, რომ აღარ იქოქება, რელეები სათითაოდ სხვა ავტომობილიდან გადმოიტანეთ და ეცადეთ დაქოქვას. ასე იოლად მიაგნებთ იმ ერთს, რომელიც დაზიანებულია.
კითხვა: მყავს ავტომობილი „პაჯერო იო”, 2.0, „გედეი” ძრავათი, რომელიც ძალიან ბევრ საწვავს მოიხმარს, დაახლოებით 10 ლიტრს 60 კილომეტრზე. კომპიუტერზე შემოწმებამ არანაირი პრობლემა არ აჩვენა. „ბენზონასოსი” და ყველა სხვა დანარჩენი დეტალი ისე მუშაობს როგორც საჭიროა. ხელოსნებმა მითხრეს და შევცვალე „სვეჩები”, ჰაერის ფილტრი, მაგრამ არაფერმა უშველა. აღსანიშნავია, რომ გაწევაც უჭირს, განსაკუთრებით აღმართზე. 100 კილომეტრ-საათში სიჩქარეზე 3 000 ბრუნზე აწევაც კი უჭირს. რა შეიძლება, იყოს ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი?
პასუხი: ეს „მიცუბიში გედეის” სისტემის სტანდარტული პრობლემაა, რომლის მოგვარებაც საქართველოში თითქმის შეუძლებელია. რომ გამოვრიცხოთ თვითონ „გედეი” სისტემის დეფექტი, გადაამოწმებინეთ ძრავა თუ ზის ზუსტად ან მასზე არნიშნული ეგრეთ წოდებული „მეტკები”. ანუ ყველა „შკივი” არის თუ არა იმ პოზიციაში, სადაც უნდა იყოს.
მოამზადა

скачать dle 11.3