კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევინარჩუნოთ მაკიაჟი დღის განმავლობაში

ჰაერის ტემპერატურის ცვლილება, განსაკუთრებით, თუ ვერცხლისწყალი თერმომეტრებში ზევით მიიწევს, „პირდაპირპროპორციულად“ აისახება მაკიაჟზე. მართალია, უკვე შემოდგომაა, მაგრამ, ბუნება ჯერ კიდევ გვანებივრებს მზიანი დღეებით, ზომაზე მეტად თბილი ამინდებით და, შესაბამისად, მაკიაჟის ხანგრძლივად შენარჩუნების პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია. ამიტომ, მოგაწვდით რამდენიმე რჩევას:
* ტონალური კრემი უკეთ და დიდხანს გაჩერდება სახეზე უცვლელად, თუ მას მაკიაჟის ქვეშ წასასმელ ბაზაზე გადაისვამთ (ბაზას სხვანაირად პრაიმერი ჰქვია). არსებობს სინათლის ამრეკლავი ბაზა, რომელიც სილიკონზე მზადდება. გარდა იმისა, რომ მას აქვს უნარი, ფაქიზად ამოავსოს ნაოჭები, ის აძლევს კანს ჯანსაღ ელფერს. არსებობს, აგრეთვე, ბაზა, რომელიც ავიწროებს ფორებს და ხსნის კანის სიპრიალეს.
* მაკიაჟის გასამყარებლად გამოიყენეთ თერმული წყალი. მიისხურეთ დამაკიაჟებულ სახეზე 15-20 სანტიმეტრის დაშორებიდან (უფრო ახლოდან მისხურება უკუშედეგს მოგცემთ). თერმული წყალი მსუბუქად აშრობს ტონალურ კრემს და ხსნის სიპრიალეს. შეგიძლიათ, თერმული წყალი ფიქსატორადაც გამოიყენოთ: ოდნავ დაისველეთ ხელისგულები, დამაკიაჟებულ სახეზე მსუბუქად მიიტყაპუნეთ და აცადეთ, თვითონ შეშრეს – მაკიაჟი საღამომდე გაძლებს და, ცხელი ამინდიც რომ დაგესწროთ, არ ჩამოიღვენთება.
* პუდრს ორი ძირითადი დანიშნულება აქვს: გაათანაბროს სახის კანის ფერი და გაამყაროს ტონალური კრემი. მაგრამ, ყოველ წუთში პუდრის წასმა რეკომენდებული არ არის, რადგან, ასეთ შემთხვევაში კანს სუნთქვა უჭირს, შესაბამისად, გამოყოფს ოფლს და, შესაძლოა, მაკიაჟი უფრო გაიდღაბნოს. პუდრის წასმა დასაშვებია მხოლოდ 2 საათში ერთხელ. მაგრამ, თუ კანი მაინც აგიპრიალდათ, სახე შეიშრეთ ერთჯერადი ტენიანი ხელსახოცით.
ყველაზე მყარად ითვლება მინერალური ან უფერო, ფხვიერი პუდრი.
* იმისთვის, რომ თვალის „ჩრდილი“ ქუთუთოებზე არ „აიჭრას“, ზოლებად არ ჩაიფინოს კანის ნაკეცებში ან არ ჩამოიღვენთოს, მის წასმამდე ქუთუთოებზე თხელ ფენად გადაისვით უფერო პუდრი ან „ჩრდილის“ ქვეშ წასასმელი სპეციალური ფუძე.
კომპაქტური „ჩრდილები“ უფრო დიდხანს ძლებს კანზე, ვიდრე კრემისებური, მაგრამ, ყველაზე მყარად ითვლება „ჩრდილი-მუსი“. ის მაშინვე „შეეყინება“ კანს, მაგრამ, საჭიროა, ქუთუთოზე მისი კარგად გაშლა და განაწილება.
* რაც შეეხება წამწამებს, ყველაზე საიმედოდ ითვლება წყალგამძლე ტუში, მაგრამ, არ შეიძლება მისი ყოველდღე წასმა, რადგან, ის ძალიან აშრობს წამწამებს და, სპეციალური მოვლის გარეშე, შეიძლება, ცუდი შედეგი მიიღოთ – წამწამის ღერები დაიმტვრას და დაგცვივდეთ.

скачать dle 11.3