კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კვირაში 3 დღე – განტვირთვისთვის

ცნობილია, რომ, რაც უფრო ნელა ვიკლებთ წონაში, მით ნაკლებია წონის აღდგენის ალბათობაც. ამიტომ, თუ სასწრაფოდ, რამდენიმე დღეში არ გჭირდებათ გახდომა, მიმართეთ ჩვენს რჩევებს და რამდენიმე თვის განმავლობაში სტაბილურად დაიკლებთ წონაში, თანაც ისე, რომ, არც კანი ჩამოგეკიდებათ, არც დასუსტდებით და არც წონის აღდგენის საშიშროება დაგემუქრებათ. ამ ყველაფრის „საიდუმლო“ კი იმაში მდგომარეობს, რომ კვირაში 3 დღე ზედიზედ იკვებეთ იმ პროდუქტებით, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, დანარჩენი 4 დღის განმავლობაში კი დაიცავით მარტივი რეჟიმი: თავი შეიკავეთ ცომეულისგან (განსაკუთრებით – საფუარისგან); ცხიმიანი კერძებისგან, შეზღუდეთ ტკბილეული და საღამოს 7 საათის შემდეგ არაფერი მიირთვათ.
პირველი დღე
საუზმე: 200 გრამ უცხიმო იოგურს (მაწონს) შეურიეთ 30 გრამი ცეხვილი ხორბლის „ფანტელები“ („ხლოპია“), 100 გრამი უცხიმო მაწონი და 3-4 ცალი „კურაგა“ (გარგარის ჩირი). დააყოლეთ 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.
სადილი: 250 მილილიტრი ბოსტნეულის სუპი, 120 გრამი მოხარშული უცხიმო თევზი (ხეკი ჯობია), 200 გრამი უმი ბოსტნეულის სალათა, ცოტაოდენი ზეთით, 1 ნაჭერი პური „მხნეობა“. დააყოლეთ 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.
ვახშამი: 100 გრამი მოხარშული ფილე (ქათმის ან ინდაურის), 2 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი, 200 გრამი უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა ცოტა ზეთითა და ვაშლის ძმრით. დააყოლეთ 1 ჭიქა უშაქრო მწვანე ჩაი.
მეორე დღე
საუზმე: 200 გრამი ხილის ასორტი (სალათა), 1 ჩაის ჭიქა უცხიმო კეფირი (იოგურტი ან მაწონი), 1 ჭიქა სამყურას ჩაი.
სადილი: 1 ფინჯანი ბოსტნეულის ბულიონი, 250 გრამი კიტრისა და მწვანილის სალათა ვაშლის ძმრით, 1 ნაჭერი პური „მხნეობა“, 1 ჭიქა მწვანე ჩაი.
ვახშამი: 120 გრამი მოხარშული, კანგაცლილი ფილე (ქათმის ან ინდაურის), 1 სადილის კოვზი მოხარშული ბრინჯი, 1 ნაჭერი პური „მხნეობა“, 1 ჭიქა მწვანე ჩაი (შეგიძლიათ, 1 ჩაის კოვზი თაფლით დაატკბოთ).
მესამე დღე
საუზმე: 1 ჩაის ჭიქა უცხიმო იოგურტი (მაწონი ან კეფირი), 2 კვერცხის ომლეტი მწვანე ბარდითა და მწვანილით, 1 ნაჭერი პური „მხნეობა“, ნახევარი გრეიპფრუტი.
სადილი: 1 ფინჯანი ვეგეტარიანული სუპი, 120 გრამი მოხარშული ფილე (ქათმის ან ინდაურის), 200 გრამი უმი ბოსტნეულის სალათა, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთით, 1 ნაჭერი პური „მხნეობა“, 1 ჩაის ჭიქა ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი.
ვახშამი: 200 გრამი ორთქლზე მოშუშული ბოსტნეული, 100 გრამი მოხარშული ბრინჯი, 120 გრამი ქიშმიშიანი ხაჭო (უცხიმო). გვირილის ან მწვანე ჩაი.
წარმატებას გისურვებთ!

скачать dle 11.3