კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, ასაკის მატებასთან ერთად, იცვლება თუ არა თმის სტრუქტურა, ანუ, ბერდება თუ არა თმა და თუ არსებობს თმის ანტიასაკობრივი მოვლის საშუალებები?
პასუხი: დიახ, ასაკის მატებასთან ერთად თმაც ბერდება (ისევე, როგორც კანი). ცხადია, არსებობს „დაბერებული“ თმის მოვლის საშუალებებიც. უნდა შეიძინოთ რომელიმე ცნობილი ბრენდის შამპუნი ან ნიღაბი, რომლის შემადგენლობაშიც შედის კამელიის ზეთი და წითელი ყურძნის ექსტრაქტი. ეს ორი კომპონენტი ქმნის ძლიერ კომპლექსს თმის ასაკობრივი ცვლის წინააღმდეგ საბრძოლველად: ასტიმულირებს თავის კანის მიკროცირკულაციას და აღადგენს თმის ფესვიდან ღერის ბოლომდე.
კითხვა: რით ჯობია მაკიაჟის მოხსნა? შეიძლება თუ არა, ამ მიზნით ონკანის წყალი გამოვიყენო?
პასუხი: მაკიაჟის მოსაშორებლად მაქსიმალურად მოერიდეთ ონკანის წყალს. ტუში მოიშორეთ სპეციალურ ლოსიონში დასველებული ბამბის დისკებით, სახის, ყელისა და თვალების გარშემო კანის გასაწმენდად გამოიყენეთ კოსმეტიკური რძე (წაიწვით წრიული მოძრაობებით, სახის ცენტრიდან პერიფერიებისკენ). შეგიძლიათ, შეიძინოთ სპეციალური გამწმენდები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეულ ზეთებსა  და ზეთოვან ვიტამინებს, მაგრამ, თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ნახევარ ჩაის ჭიქა მინერალურ წყალს შეურიეთ ნახევარი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ამ ხსნარით გაიწმინდეთ სახე.
კითხვა: ვარ 45 წლის. რა სიხშირით უნდა წავისვა ხელებზე დამატენიანებელი და მკვებავი კრემები, რომ კანი არ დამიჭკნეს?
პასუხი: ხელების მოვლა მხოლოდ კრემების წასმით არ შემოიფარგლება. პირველ ყოვლისა, წესად უნდა შემოიღოთ საოჯახო საქმიანობის დროს რეზინის (ან სხვა სახის) ხელთათმანების გამოყენება. გარდა ამისა, ზამთრის პერიოდში გარეთ არ გახვიდეთ თბილი ხელთათმანების გარეშე. რაც შეეხება მოვლას, კრემების წასმა შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე, ანუ, ყოველთვის, როცა საქმიანობას მორჩებით ან ისე იგრძნობთ სიმშრალეს. კარგი შედეგი აქვს გლიცერინში ან ზეითუნის ზეთში შერეულ ლიმონის წვენს თუ ძილის წინ რომელიმე მათგანს შეიზელთ და თითებიან (ნაჭრის ან მოქსოვილს) ხელთათმანებს ჩააცვამთ, დილით ხელების კანი ხავერდივით რბილი და აბრეშუმივით ნაზი გექნებათ.

скачать dle 11.3